დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 5, 2013

ფ1-ის ძრავების მწარმოებლებს დამატებითი ტესტების უფლება მისცეს

Engine makers to get extra January test - report
5 აპრილი

ფორმულა ერთის ძრავების მწარმოებლებმა, მომავალი სეზონის წინ, დამატებითი ტესტების ჩატარების უფლება მოიპოვეს. ამ ტესტების ჩატარების წინააღმდეგ რამდენიმე, სავარაუდოდ მცირებიუჯეტიანი გუნდი გამოდიოდა. მათი არგუმენტი ის იყო, რომ დამატებითი ტესტები ხარჯების ზრდას გამოიწვევს.

გადაცემა „სპიდ უიკის“ კორესპონდენტი რობ ლა სალი ამბობს, რომ ტესტების მეოთხე სესია, სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში ჩატარდება. „რენოს“ რობ უაიტის თქმით, კარგი იქნება, თუ ძრავების ტესტები იანვარში გაიმართება. ის დასძენს, რომ ძრავების ტესტების წელსვე გამართვის იდეა დაიწუნეს, რადგან მისთვის სრულფასოვნად მომზადება, ტოპ გუნდებისთვისაც კი შეუძლებელი იქნება.
„იმისათვის, რომ სატესტო ტრეკზე ოქტომბერში გამოსვლა შევძლოთ, ძრავები სექტემბერში მაინც უნდა გვქონდეს მზად. ძრავის მომზადებას კი დაახლოებით სამი თვე სჭირდება. ამიტომ, გარკვეული პერიოდით სატესტო სტენდბზე მუშაობა გვირჩევნია. ძრავები მთლიანობაში უკვე შემუშავებულია, მაგრამ ზგიერთი კომპონენტი სრულყოფის და შემუშავების ეტაპზეა. ამიტომ, ოქტომბერში სატრეკო ტესტები ძალიან ნაადრევია“, - ამბობს უაიტი.
რა თქმა უნდა, ტესტების დამატებით კმაყოფილია „ფერარი“, რომელიც ტესტების შეზღუდვას ყოველთვის აკრიტიკებს. „ტესტების შეზღუდვა იდიოტობაა. თანამოაზრე გუნდებთან ერთად, აუცილებლად ვეცდებით, რომ ამ საკითხში რამე ბალანსს მივაღწიოთ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ორმხრივ სასურველ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივაღწევთ“, - ამბობს „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი.

No comments:

Post a Comment