Ford Announces Strong US Sales in March Due to
Fusion, Escape
დახვეწილი დიზაინი და სერია ეკობუსტის ძალიან ეკონომიური
ძრავები, კარგი გაყიდვების მთავარი მამოძრავებლებია. ახალი „ფიუჟნი“, ამ მოდელის ისტორიაში
გაყიდვების რეკორდებს ხსნის. მისთვის რეკორდულია არამხოლოდ მარტი, არამედ პირველი
კვარტალიც. მარტის გაყიდვების მოცულობა 30 000-ს გასცდა, კვარტლის გაყიდვებმა კი 80
000-იანი ზღვარი გადალახა.
2 აპრილი
მარტში ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
კომპანია „ფორდი“ იყო, რომელმაც გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. ამაში კი ისეთი
პოპულარული მოდელები დაეხმარა, როგორებიცაა საშუალო ზომის სედანი „ფიუჟნი“
ქროსოვერი „ისკეიპი“ და ყოველთვის პოლულარული F-სერიის პიკაპი. საერთო ჯამში, მარტო ამერიკაში „ფორდმა“
235 643 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი მარტის გაყიდვებზე 5.7 პროცენტით
მეტია.
სამაგიეროდ, ახალი „ისკეიპი“, რომელმაც ახლახანს საკმაოდ
უსახური წინამორბედი შეცვალა, 30 პროცენტით მეტია (28 934 ცალი) გაყიდული. და ამ
შემთხვევაშიც, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - ასეთი კარგი გაყიდვები, „ისკეიპს“
ბაზარზე გამოცენიდან 13 წლის განმავლობაში არ ჰქონია. კვარტლის გაყიდვებმა კი 72 983-ს
მიაღწია, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
„მომხმარებელი ჩვენს ახალ „ფიუჟნს“ და „ისკეიპს“
რეკორდული რაოდენობით ყიდულობს. ჩვენ კი თავდაუზოგავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ამ
ეკონომიურ ავტომობილებზე მოთხოვნის დროულად დაკმაყოფილება შევძლოთ. სრულგაბარიტიან
პიკაპებზე მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზრდა შესამჩნევია. ზედიზედ
მესამე თვეა, რაც ჩვენი პიკაპების გაყიდვების ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე ამ
სეგმენტის გაყიდვებისა“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდენტი კენ ჩუბაი, ვინც
კომპანიის ამერიკულ გაყიდვებს, მარკეტინგსა და სერვისს კურირებს.
No comments:
Post a Comment