BMW to launch hybrid sports car with Toyota
29 მარტი
„ბეემვეს“ და „ტოიოტას“ პარტნიორობის პირველი
ნაყოფი ორადგილიანი სპორტული ჰიბრიდული ავტომობილი იქნება, რომელზეც ენერგიის
დასაგროვებლად მძლავრ კონდენსატორებს გამოიყენებენ. ამგვარად, ეს ამ ტიპის პირველი
ჰიბრიდული სერიული ავტომობილი გახდება. ეს ინფორმაცია „ბეემვეს“ შეფმა ნორბერტ
რაიტჰოფერმა და „ტოიოტას“ შეფმა აკიო ტოიოდამ ერთობლივი განცხადებით, ჯერ კიდევ
შარშან გაავრცელეს.
ბავარიული კომპანიის გამაში, ახალი ავტომობილი Z4-ს
ადგილს დაიკავებს, იაპონური კომპანია კი სახელ „სუპრას“ აღადგენს და გარეგნულად,
ის კონცეპტუალურ FT-1-ს დაემსგავსება, რომელიც „ტოიოტამ“ პირველად დეტროიტის მოტორ
შოუზე, ახლახანს გვიჩვენა. ახალ ავტომობილზე ბენზინის ძრავი (უშუალო შეფრქვევით) წინა
ნაწილში განლაგდება. ამასთან, ავტომობილი სრულ ამძრავიანი იქნება - შიდაწვის
ძრავის გარდა, ბორბლებს ელექტრო ძრავებიც დაატრიალებს. რაც შეეხება კონდენსატორების
სისტემას, „ტოიოტა“ მას უკვე იყენებს ლე მანის კლასის სარბოლ პროტოტიპზე და ამ ტექნოლოგიის
ათვისებაში საკმაოდ სოლიდური გამოცდილებაც აქვს დაგროვილი.
კონდენსატორებზე არჩევანი პარტნიორმა კომპანიებმა
იმ მარტივი მიზეზის გამო შეაჩერეს, რომ ასეთი სისტემა ლითიუმ-იონური ელემენტების
ბლოკზე კომპაქტური და მსუბუქია, რასაც სპორტული ავტომობილისთვის განსაკუთრებული მნიშვნლობა
აქვს. ამასთან, კონდენსატორებში ენერგიის დაგროვების და განმუხტვის ციკლები
სწრაფად სრულდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, კონდენსატორებიანი ჰიბრიდული სისტემა
იაპონურმა კომპანიამ სერიულ ავტომობილზე პირველად „იარის ჰაიბრიდ R-ზე“ გამოიყენა,
რომელიც ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ეს ავტომობილი 1.6-ლიტრიანი
ტურბო (300 ცხ.ძ) ძრავით და სამი ელექტრო ძრავით (თითოეულის სიმძლავრეა 60 ცხ.ძ)
აღჭურვა. ამ სამიდან ორი „თავის“ უკანა ბორბალს ატრიალებს, მესამე კი ამაჩქარებლის
მოვალეობას ასრულებს. ბენზინის აგრეგატი წინა ბორბლებთანაა დაკავშირებული.
სპორტული ავტომობილისთვის შემუშავებული ჰიბრიდული
სისტემა განსხვავებულია - მასზე მხოლოდ ორ ელექტრო ძრავს გამოიყენებენ. თუმცა ორივე
სისტემის ბაზისი მაინც ერთნაირია. ამ შემთხვევაში, მთავარი ძრავი „ბეემვეს“ წარმოების
2.0-ლიტრიანი აგრეგატი იქნება. მასთან ასევე „ბეემვეს“ წარმოების ელექტრო ძრავები
იმუშავებს, რომლებიც მიუნხენში, „ტოიოტას“ მიერ მიწოდებული სპეციფიკაციების
შესაბამისად შეიმუშავეს. შიდაწვის ძრავს 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა
კოლოფი დაუკავშირდება. სპორტქარის „ტოიოტას“ ვერსია ასევე მომენტის განაწილების
სისტემიტაც აღიჭურვება.
ავტომობილის
შასიზე ძირითადად „ბეემვეს“ ინჟინრები მუშაობენ, რომლებიც i3-სა
და i8-ზე
დანერგილ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. ლაპარაკია კარბონის კომპოზიტის ინტენსიურ გამოყენებაზე,
რომელიც კონსტრუქციის სიმსუბუქეს და სიმტკიცეს განაპირობებს. ამასთან, ავტომობილის
ძირი მტკიცე ფოლადისა და ალუმინისგან დამზადდება.
No comments:
Post a Comment