დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 29, 2014

ჰამილტონის „ფრენა ღრუბლებში“

Motor racing-Slick Hamilton on pole for Malaysian GP
29 მარტი
ორი რბოლა, ორი პოული - „მერსედესმა“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მისი პილოტები კი ჯერჯერობით „ძმურად“ ინაწილებენ ნადავლს. რაც მთავარია, კვალიფიკაციაში სამქიმიანებს ჯერ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ ეძლევათ - ამაში მელბურნშიც და კუალა ლუმპურშიც წვიმამ შეუშალა ხელი. და თუ ავსტრალიაში ამინდი ცვალებადი იყო, მალაიზიაში ნამდვილი ტროპიკული წვიმის მომწსრენი გავხდით. ამის გამო კი საკვალიფიკაციო სესია დანიშნულზე 50 წუთით გვიან დაიწყო.
ისევე როგორც მელბურნში, საუკეთესო დრო კვლავ ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა, რომელსაც წამის მეათედზე ნაკლებით ჩამორჩა სებასტიან ფეტელი. ბრიტანელმა მრბოლმა თავის კარიერაში 33-ე პოულ პოზიცია მოიპოვა. მესამე დრო კი ნიკო როსბერგმა აჩვენა. ამგვარად, ჰამილტონი პოულებით თავის ლეგენდარულ თანამემამულეს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჯიმ კლარკს გაუტოლდა.
მოკლედ, სამქიმიანები სტარტზე იმავე თანმიმდევრობით განლაგდბიან, როგორც მალაიზიაში, ოღონდ ამჯერად მათ შორის დანიელ რიკარდოს ნაცვლად, ფეტელი ჩადგება, რომელიც ავსტრალიიდან უქულოდ დაბრუნების შემდეგ, აშკარად საბრძოლოდაა განწყობილი. რა თქმა უნდა, შედეგითაც კმაყოფილია და ამბობს, სტარტზე უკეთეს მხარეს ვიდგები, თუმცა მთავარია, რამდენად კარგ სტარტს ავიღებო.
ჰამილტონმა რბოლა ღრუბლებში ფრენას შეარადა: „ტრასაზე არაფერი ჩანდა. გზას ვერ ვარჩევდი და ისიც არ ვიცოდი, საით მივემართებოდი, სად იყო მოსახვევები, სად უნდა დამემუხრუჭებინა. ბოლო წრეზე აღარ გავედი, რადგან ჰულკენბერგის უკან საერთოდ არაფერი ჩანდა. ვერც ჩემს უკან მყოფი ფერნანდო დავინახე. ორიენტირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და გაჩერება ვამჯობინე“.
როსბერგს სტარტზე გვერდს ფერნანდო ალონსო დაუმშვენებს, ვისაც კვალიფიკაციის მეორე ნაწილში დანილ კვიატი დაეჯახა. ნელ წრეზე მყოფმა ესპანელმა მოსახვევში გარედან შესვლა სცდადა და თან ამ დროს ტემპი ზედმეტად დააგდო. კვიატმა შიდა რადიუსით გავლა სცადა. როგორც ჩანს, „ფერარის“ მიერ დატოვილ წყლის შხეფებში ალონსომ მეტოქე ვერ გაარჩია და თავისი ტრაექტორიით სვლა გააგრძელა. და აპექსში მათი გზები გადაიკვეთა... „ფერარიზე“ საჭის ბერკეტი გატყდა, „ტორო როსოს“ კი წინა ანტი ფრთის მარჯვენა ნაწილი გაუტყდა. კიდევ კარგი, სტიუარდებმა წითელი შუქი აანთეს და ორივე გუნდმა მანქანები სწრაფად გაარემონტა. მაგრამ თუ ალონსომ მესამე ნაწილში ასპარეზბის უფლება მოიპოვა, კვიატს ამაში ხელი თანაგუნდელმა ჟან-ერიკ ვერნმა შეუშალა, რომელმაც მეათე პოზიციიდან სწორდ რუსი ჩამოაქვეითა.
ამჯერად ათეულს მიღმა დარჩნენ „უილიამსის“ პილოტები, რომლებმაც აღიარეს, რომ სველ ტრასაზე მათი მანქანა ისეთი კონკურენტუნარიანი არაა, როგორც მშრალზე. კვლავ უჭირს „ლოტუსს“, ოღონდ ამჯერად რომენ გროჟანმა კვალიფიკაციის მეორე ნაწილში გასვლა შეძლო, პასტორ მალდონადოს კი ამისთვის ერთი ნაბიჯი დააკლდა. თუმცა ვინ იცის, რომ არა პირველი ფაზის მიწურულს მარკუს ერიქსონის ავარია რომ არა, იქნებ მეორე ფაზაში ვენესუელელიც გვეხილა...

მალაიზიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:59.431
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:59.486
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   2:00.050
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  2:00.175
5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          2:00.541
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           2:01.218
7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          2:01.712
8. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        2:02.213
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            2:03.078
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             2:04.053
- - - - - - - - - -
11. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                  2:02.351
12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               2:02.369
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                     2:02.460
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  2:02.511
15. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 2:02.756
16. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                2:02.885
- - - - - - - - - -
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      2:02.074
18. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  2:02.131
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     2:02.702
20. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    2:03.595
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   2:04.388
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              2:04.407

No comments:

Post a Comment