Motor racing-Rosberg quickest in Malaysian practice
28 მარტი
„მერსედესი“ და მისი პილოტები ისევ ფორმაში არიან - მალაიზიური ეტაპის პირველ ორ პრაქტიკაზე სწორედ ისინი ჩაუდგნენ ცხრილს სათავეში, ორი პრაქტიკის ჯამში კი ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგია. ავსტრალიის დიდი პრიზის გამარჯვებულმა, მეორე პრაქტიკაზე, სეპანგის ერთი წრე წუთსა და 39.909 წამში გაიარა. მისმა თანგუნდლმა ლუის ჰამილტონმა, ვინც პირველ სესიაზე უსწრაფესი იყო, საბოლოოდ მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
„მერსედესი“ და მისი პილოტები ისევ ფორმაში არიან - მალაიზიური ეტაპის პირველ ორ პრაქტიკაზე სწორედ ისინი ჩაუდგნენ ცხრილს სათავეში, ორი პრაქტიკის ჯამში კი ყველაზე სწრაფი ნიკო როსბერგია. ავსტრალიის დიდი პრიზის გამარჯვებულმა, მეორე პრაქტიკაზე, სეპანგის ერთი წრე წუთსა და 39.909 წამში გაიარა. მისმა თანგუნდლმა ლუის ჰამილტონმა, ვინც პირველ სესიაზე უსწრაფესი იყო, საბოლოოდ მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა.
ორივე სესია გაუსაძლის სიცხეში გაიმართა და
მდგომარეობას ძალიან მაღალი ტენიანობაც ამძიმებდა. გზის საფარის ტემპერატურა 50 გრადუსსაც
კი აღწევდა. ამ სიტუაციაში, არამხოლოდ საბურავების ცვეთის ინტენსივობა გაიზარდა,
არამედ აგრეგატებსაც დიდი ჯაფა დააწვა. მოკლედ, მალაიზიური რბოლა, რეზინისა და
აგრეგატების გაგრილების სისტემებისთვის სოლიდური გამოცდა იქნება.
პირველი სესიის დროს, შეცდომები დაუშვეს ჰამილტონმა
და ფერნანდო ალონსომ. ბრიტანელმა აღნიშნა, რომ ტრასა სავსეა რეზინის ნამცეცებით.
ერთ მომენტში მას რადიოკავშირიც დაეკარგა და სწორედ მაშინ ასცდა ტრასას. ესპანელმა
კი, დატრიალების შემდეგ, ყურადღება ავტომობილის ბალანსის სრულყოფაზე გადაიტანა და კარგი
დროის დაფიქსირება აღარც უცდია.
კვლავ საწვავის ხარჯვის მზომის პრობლემები აქვს „რედ
ბულს“. საბოლოოდ, სებასტიან ფეტელმა ორივე სესიის ჯამში, მესამე საუკეთესო დრო
დააფიქსირა, მაგრამ მისი გუნდის შეფმა კრისტიან ჰორნერმა აღიარა, რომ საწვავის სენსორი
ისევ გაჭირვეულდა, რის გამოც, ის ისევ შეცვალეს.
ჰამილტონის და ალონსოს გარდა, ბალახებში დანიელ რიკარდომ,
ადრიან სუტილმა, ნიკო ჰულკენბერგმა, ჟან-ერიკ ვერნმა და ფელიპე მასამაც „გაისეირნეს“.
ყველა აღნიშნავს, რომ ჯერაც ვერ შეჰგუებიან შემცირებული ჩაჭიდების ფონზე, ძრავის
მაბრუნი მომენტის გაზრდას. მანქანის ჭარბ მოხვევადობას უჩიოდა მელბურნის რბოლის
აღმოჩენა კევინ მაგნუსენი.
მაგრამ
ყველაზე სერიოზული პრობლემები ისევ „ლოტუსს“ და მის პილოტებს აქვთ. პასტორ
მალდონადო ორივე სესიაზე დროის გარეშე დარჩა. რომენ გროჟანმა მეორე სესიაზე კი
შეძლო დროზე გასვლა, მაგრამ ცხრილის უკანა ნაწილში დარჩა. მოკლედ, „ლოტუსისთვის“
სეზონი ჯერაც არ დაწყებულა...
მალაიზიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.691
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:40.843
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.028
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:41.111
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 1:41.274
6. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:41.402
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.523
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:41.642
9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:41.686
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:41.830
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი,
ფერარი) 1:41.923
12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ
ბული) 1:42.117
13. ადრიან სუტილი (გერმანია,
ზაუბერი) 1:42.365
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო
როსო) 1:42.869
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა,
ზაუბერი) 1:42.904
16. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი,
მარუსია) 1:43.825
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი,
კატერჰემი) 1:45.775
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი,
მარუსია) 1:46.911
19. კამუი კობაიაში (იაპონია,
კატერჰემი) 1:51.180
20. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს
ინდია) დროის
გარეშე
21. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) დროის გარეშე
22. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) დროის გარეშე
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:39.909
2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:39.944
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.970
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:40.051
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.103
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.112
7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:40.276
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:40.628
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი,
უილიამსი) 1:40.638
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია,
ფორს ინდია) 1:40.691
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი,
ტორო როსო) 1:40.777
12. კევინ მაგნუსენი (დანია,
მაკლარენი) 1:41.014
13. ადრიან სუტილი (გერმანია,
ზაუბერი) 1:41.257
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო
როსო) 1:41.325
15. ესტებან გუტიერესი (მექსიკა,
ზაუბერი) 1:41.407
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს
ინდია) 1:41.671
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი,
ლოტუსი) 1:42.531
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი,
მარუსია) 1:43.638
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი,
მარუსია) 1:43.752
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 1:45.703
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) დროის გარეშე
22.
პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) დროის
გარეშე
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) დროის გარეშე
No comments:
Post a Comment