Mulally sees China becoming Ford export hub
15 ივლისი
„ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი (ფოტოზე)
ამბობს, რომ მალე მისი კომპანიისთვის ჩინეთი მთავარი საექსპორტო ჰაბი გახდება.
თუმცა, სანამ ეს მოხდება, ამერიკულ კომანიას ცისქვეშეთში სწრაფი ტემპით მზარდი
მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.
„ფორდს“ ჩინეთში რამდენიმე პარტნიორი ჰყავს. მათ
შორისაა კომპანია „ძიანლინი“, რომელთან ერთადაც, ახლახანს ქალაქ ნანჩანში ახალი
ქარხანა გახსნა. ამ ქარხნის სიმძლავრე წლიურად 300 000 ავტომობილია. გარდა ამისა, „ძიანლინთან“
„ფორდს“ კიდევ ერთი ქარხანა აქვს, რომლის საწარმოო სიმძლავრეც 245 000
ავტომობილია. „ფორდი“ ჩინეთში 4.9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რათა იქაურ
ბაზარზე დაწინაურებულ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს და „ჯენერალ მოტორსს“ დაეწიოს.
აღსანიშნავია, რომ „ფორდი“ წელს ჩინურ ბაზარზე ყველაზე
სწრაფად მზარდი უცხოური კომპანიაა. მისი გაყიდვები 48 პროცენტით არის გაზრდილი,
რაც ძირითადად სამ მოდელზე, „ფოკუსსა“ და უგზოობის ორ ავტომობილზე - „ეკოსპორტსა“
მდა „კუგაზე“ მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.
ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ 2015 წლისთვის
ჩინური ბაზრის 6 პროცენტი ექნება ათვისებული. ამისათვის კი იქ კიდევ ორ ახალ მოდელს
შეიტანს. მათგან ერთი უგზოობის ავტომობილი იქნება, მეორე კი - კომერციული ვენი.
გარდა ამისა, ცისფერი ოვალი იმავე „ძიანლინთან“ ერთად, მალე ძრავების ახალ ქარხანას
ააშენებს, რომლის წლიური სიმძლავრეც 200 000 აგრეგატი იქნება.
მიულალი ამბობს, რომ იენის ხშირი მანიპულირების
გამო, იაპონია უცხოური კომპანიებისთვის ჩაკეტილი ბაზარია. მისი თქმით, ამომავალი
მზის ქვეყანა ყველაზე ჩაკეტილი ბაზარია მთელს მსოფლიოში. მისი თქმით, სუსტი იენი
ამერიკულ კომპანიებს აზარალებს. ახლახანს, იენი დოლართან დაახლოებით 17 პროცენტით
დაეცა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იაპონიის პრემიერმა შინძო აბემ განაცხადა, რომ ყველაფერს
გააკეთებს, რათა დეფლაციის 15-წლიანი პერიოდი დაასრულოს.
იაპონური ვალუტის დაცემა, იაპონურ კომპანიებს
ექსპორტს უადვილებს, იაპონიაში იმპორტი კი არახელსაყრელია. აბე გეგმავს, რომ
ფასების შემცირების პროცესი შეამციროს, რამაც იენის კურსის დაცემა გამოიწვია.
შესაბამისად, იაპონური კომპანიების საექსპორტო საქმიანობა წახალისდა. ამომავალი
მზის ქვეყანა კი უცხოური კომპანიებისთვის კიდევ უფრო მიუწვდომელი გახდა.
No comments:
Post a Comment