In-Wheel Electric Motor for 2014 from Protean
15 ივლისი
საავტომობილო ელექტრონიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია
„პროტიენმა“ შეიმუშავა ბორბალში ელექტრო ძრავის განლაგების ახალი ტექნოლოგია,
რომლის გამოყენებითაც, მალე ასეთი ბორბლების სერიულ წარმოებას დაიწყებს. სიახლის
მთავარი ნაწილი - კომპაქტური ელექტრო ძრავი, „პროტიენმა“ თავად შეიმუშავა. კომპანია
წარმოების დაწყებას ჩინეთში, ქალაქ ლიანში გეგმავს. ამერიკული კომპანია აცხადებს,
რომ მისი ძრავიანი ბორბალი, ელექტრომობილების გარდა, ჰიბრიდულ ავტომობილებზეც
გამოდგება.
ძრავი კომპაქტურია, მაგრამ უზარმაზარ მაბრუნ
მომენტს - 1000 ნიუტონმეტრს იძლევა. სიმძლავრე გაცილებით მცირეა - 100 ცხენის
ძალა. ასეთი ძრავი ერთ ავტომობილზე ოთხი ცალი განლაგდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისით
აღჭურვილი მანქანის ჯამური მაბრუნი მომენტი 4000 ნიუტონმეტრს მიაღწევს. გარდა
მაღალი მომენტისა, „პროტიენის“ ელექტრო ძრავს, გენერატორად მუშაობაც შეუძლია და ამ
შემთხვევაში, ჩვეულებრივ გენერატორებზე გაცილებით ეფექტურიცაა. ამგვარად, მას შენელებისას
წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის შესაგროვებლადაც გამოიყენება. თითოეული ასეთი ძრავიანი
ბორბლის წონა, მხოლოდ 30.8 კილოგრამია.
აღსანიშნავია, რომ ძრავიანი ბორბლის შექმნა ბევრ კომპანიას უცდია, მაგრამ წარმოების ფაზამდე აქამდე არავინ მისულა. ასეთ გადაწყვეტას ბევრი უპირატესობა აქვს. მათგან მთავარი ისაა, რომ ძრავი ავტომობილის შასის შიგნით ადგილს პრაქტიკულად არ იკავებს და ამგვარად, ელემენტების ბლოკისთვის უფრო მეტი ადგილი გამოთავისუფლდება.
აღსანიშნავია, რომ ძრავიანი ბორბლის შექმნა ბევრ კომპანიას უცდია, მაგრამ წარმოების ფაზამდე აქამდე არავინ მისულა. ასეთ გადაწყვეტას ბევრი უპირატესობა აქვს. მათგან მთავარი ისაა, რომ ძრავი ავტომობილის შასის შიგნით ადგილს პრაქტიკულად არ იკავებს და ამგვარად, ელემენტების ბლოკისთვის უფრო მეტი ადგილი გამოთავისუფლდება.
საჭირო აღარაა ისეთი მძიმე ნაწილები, როგორებიცაა გადაცემათა
კოლოფი, დიფერენციალი. ბორბლებში მოთავსებული ძრავები უფრო ადვილად საკონტროლოა,
რაც ავტომობილის მაღტვასაც აადვილებს. პარალელურად, მნიშვნელოვნად დაბლა იწევს
სიმძიმის ცენტრი, რაც მანევრულობას აუმჯობესებს. მბრუნავი ნაწილების შემცირებას,
კვალად საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებაც მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ ბორბალში მოთავსებული ძრავის
ტექნოლოგია ცოტა ხნის წინ, „მერსედეს-ბენცმა“ ელექტრულ SLS-ზე გამოიყენა და ყველას
დაანახა, რომ ასეთი ბორბლები, ავტომობილის რამდენიმე რეჟიმში მუშაობას
უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ავტომობილი უფრო ადვილად სამართავი და მანევრირებადი
ხდება.
ცნობისათვის,
თავისი ახალი ტექნოლოგიის შემუშავებისას, „პროტიენმა“ საინჟინრო გადაწყვეტებსა და
სხვადასხვა კონსტრუქციებზე, 27 პატენტი მიიღო. ძრავიანმა ბორბალმა კომპანიას რამდენიმე
ჯილდოც მოაპოვებინა. ამერიკულმა კომპანიამ თავისი სიახლის სადემონსტრაციოდ, ის რამდენიმე
ავტომობილზე გამოიყენა. მათ შორის, „ფორდის“ პოპულარულ პიკაპ F-150-ზე
და „მერსედეს-ბენცის“ E-კლასის ჰიბრიდულ ვერსიაზე.
No comments:
Post a Comment