ABB announces plan to build world's largest
network of EV fast-charging stations
15 ივლისი
თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, მალე
ჰოლანდიას მსოფლიოში ელექტრომობილების სწრაფად დასამუხტი სადგურების ყველაზე
განვითარებული ქსელი ექნება. ამ გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის, მთელს ქვეყანაში,
მაგისტრალურ გზებზე, ასეთი 200-ზე მეტი სადგური უნდა მუშაობდეს. ეს სადგურები ისე
განლაგდება, რომ რომელიმე მათგანი მეზობელ სადგურთან 50 კილომეტრზე მეტად არ იყოს
დაშორებული.
სადგურების ქსელის ოპერირებას ახალი ჰოლანდიური
კომპანია „ფასტენიდი“ (ფასტ - სწრაფი, ნიდ - ნიდერლანდები) გაუწევს. დასამუხტი
სადგურებისთვის საჭირო მოწყობილობებს შვეიცარიული ჯგუფი ABB დაამზადებს. ყოველ
სადგურში რამდენიმე დასამუხტი სვეტი, მათ შორის, 50-კილოვატიანი „ტერა 52“ და „ტერა
53“ იმუშავებს. ამ სვეტებს, ავტომობილის 15-30 წუთში დამუხტვა შეუძლია.
ABB-ს ინფორმაციით, სადგურები ყველა ტიპის
ელექტრომობილების მომსახურებას შესძლებენ, რომლებსაც ევროპაში, აზიაში და
ამერიკაში აწარმოებენ. საინტერესოა, რომ სადგურების სახურავები, ფოტო-ელემენტებით
აღიჭურვება, რაც ოპერატორს, ელექტრო ენერგიის ადგილზე მოპოვების საშუალებას მისცემს.
რა თქმა უნდა, ამით ეკოლოგიასაც ნკლები ზიანი მიადგება.
პირველი
ასეთი სადგურები უკვე სექტემბერში გაიხსნება.
No comments:
Post a Comment