დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 18, 2013

„მერსედეს-ბენცი“ მალე თვითმავალ S-კლასს გამოუშვებს

Self-driving Mercedes S-Class within five years
18 მაისი

„მერსედეს-ბენცი“ გვპირდება, რომ სანამ შემდეგი თაობის S-კლასის წარმოებას დაიწყებდეს (2021 წელს), ბაზარზე ამ ავტომობილის სრულიად ავტონომიურ, თვითმავალ ვერსიას გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მედიას გერმანული კომპანიის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის შეფმა თომას ვებერმა ჰამბურგში, უახლესი S-კლასის პრეზენტაციაზე მიაწოდა.

სავარაუდოდ, ავტომობილი ავტონომიურად მართვის სისტემას S-კლასი მისი საწარმოო ციკლის შუაში, 2017 წელს მიიღებს, როცა მისი ეგრეთ წოდებული შუა ასაკის განახლების დრო დადგება. უფრო მეტიც, ვებერი ამბობს, რომ მის კომპანიას ასეთი სისტემის მყიდველისთვის შეთავაზება ახლავე შეუძლია, მაგრამ: არის წესები, რომელთა დაცვაც ჩვენ გვიწევსო... ვებერის თქმით, კომპანია უკვე დიდი ხანია, ავტონომიურად მართვის სისტემებით აღჭურვილ პროტოტიპებს ცდის.
ვებერის თქმით, ახალი S-კლასის ადაპტირებად კრუიზ კონტროლის სისტემას შეუძლია, წინ მიმავალ მანქანასთან უსაფრთხო დისტანცია დამოუკიდებლად შეინაჩუნოს და თავად მართავს მანქანას, თუ ზოლის დარღვევას დააფიქსირებს. ამ სისტემას საცობებში ავტომობილის სრულიად დამოუკიდებლად მართვა შეუძლია. ეს ყველაფერი კი ავტოპილოტირების საწყისი ეტაპია.
გამოცემა „ავტო ექსპრესის“ კითხვაზე, იქნება თუ არა შემდეგი თაობის S-კლასზე ხელმისაწვდომი სისტემა, რომელიც ავტომობილს იმ შემთხვევაშიც მართავს, თუ საჭეს ხელს მოაცილებთ, ვებერმა უპასუხა: „ჩვენ უკვე გვაქვს ლაბორატორიული ავტომობილები, რომლებზეც ასეთ სისტემებს ვიყენებთ. ის ბაზარზე რვა წელზე ადრე გამოჩნდება“.
ვებერის სიტყვა „მერსედესის“ ერთ-ერთმა ინჟინერმა გააგრძელა: „სრულიად ავტონომიურ ავტომობილამდე რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. პირველი იყო ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს ზოლში მოძრაობას. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ სისტემას გასწრება უნდა ვასწავლოთ. ამის შემდეგ, ავტონომიურ ავტომობილსაც წარმოგიდგენთ. ჩვენ ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ“.

No comments:

Post a Comment