დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 19, 2013

„ასტონ მარტინმა“ კონცეპტუალური CC100 გაგვაცნო (ვიდეო)

Aston Martin CC100 concept unveiled
19 მაისი
„ასტონ მარტინ CC100“ - კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე გაგვაცნო, მისი დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და იმ ავტომობილის (DBR1) სტილშია შესრულებული, რომლითაც „ასტონის“ ეკიპაჟმა (ამერიკელი ქეროლ შელბი და ბრიტანელი როი სალვადორი) 1959 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. რაც მთავარია, კონცეპტი კომპანიის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.
კონცეპტუალური CC100-ს წარდგენისას „ასტონ მარტინმა“ გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, თავისი დიზაინის განვითარების მიმართულება წარმოადგინა. ღია კონცეპტი „V12 ვენტიჯის“ პლატფორმაზე შეიმუშავეს და შესაბამისად, მისი V12 აგრეგატითაა აღჭურვილი. პრეზენტაციაზე ამ ავტომობილით საპატიო წრე კომპანიის შეფმა ულრიხ ბეცმა შეასრულა, რომელსაც გვერდით DBR1-ის საჭესთან მჯდარი ლეგენდარული სტირლინგ მოსი გაჰყვა. სხვათა შორის, მოსმა 1959 წელსვე ამ მანქანით ნურბურგრინგის 1000-კილომეტრიანი რბოლა მოიგო.
კონცეპტუალური CC100 „ასტორნ მარტინის“ ტექნიკურ ცენტრში (გეიდონში) ექვს თვეში შეიმუშავეს. რა თქმა უნდა, ის კომპანიის სტილის შესაფერისად გამოიყურება, თუმცა ახალი ელემენტებიც აქვს. მაგალითად, რადიატორის წაგრძელებული ფორმა და გვერდითა უზარმაზარი ლაყუჩები, საიდანაც კაპოტის სივრცეში არსებული ცხელი ჰაერი გამოიდევნება. ორი მრგვალი სტოპ ფარით, ავტომობილის უკანა ნაწილიც საინტერესოდ გამოიყურება. ფარების ქვემოთ მრავალტიხრიანი დიფუზორი და მის ორივე კიდეში ჩამონტაჟებული გამოსაბოლქვი მილებია.
რაც შეეხება კარების ფორმებს, ისინი კონცეპტუალურ სტილშია შესრულებული და მათში რომ დიდი სიცარიელეა, საიდანაც მთელი კოკპიტი მოჩანს, სერიულ ვერსიაზე, თუ ასეთი საერთოდ გამოვა (რატომაც არ უნდა გამოვიდს), ამ სახით ვერ გადაინაცვლებს. კონცეპტუალურ სტილს შეეფერება კოკპიტში გარდამავალი კაპოტიც, რომელიც ინტერიერს ფაქტობრივად შუაზე ჰყოფს. სინამდვილეში კი მის ქვეშ მხოლოდ ნახევარ ტიხარი არსებობს, რომელიც რეალურად, ცენტრალური კონსოლია. ის ორ სავარძელს ჰყოფს, რომელთაც თავზე დამცავი რკალები წამოსდგომია. საჭის რგოლის უკან მაჩვენებლების დაფა-მონიტორია, რომელზეც ბევრი ინფორმაციის გამოტანა შეიძლება, ცენტრალური კონსოლის თავზე კი გადასართველების დაფაა, რომელიც თვითმფრინავის სტილშია შესრულებული.
„ასტონ მარტინ CC100-ის“ (სახელში CC კონცეპტ ქარს ნიშნავს) გაბარიტებია: სიგრძე 4.5 მეტრი, სიგანე 2.0 მეტრი. სიმაღლესა და ბაზის შესახებ ინფორმაცია არ გამოწვეყნებულა, თუმცა აშკარაა, რომ სიმაღლეში ავტომობილი მეტრს ოდნავ სცდება. კონცეპტი დაახლოებით 1200 კილოგრამს იწონის, დაახლოებით 400 კილოგრამით ნაკლებს, ვიდრე მისი დონორი „V12 ვენტიჯი“. ასეთი სიმსუბუქე იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ძარაც და ინტერიერიც, ისევე როგორც შასის დიდი ნაწილი, კარბონის კომპოზირტითაა დამზადებული.

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 5.9-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი ანიჭებს, რომელთანაც 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფია დაკავშირებული. მისი საფეხურების შეცვლას, საჭის ღერძზე დამაგრებული ნიჩბები უზრუნველყოფს. პრეზენტაციაზე ძრავის შესაძლებლობები არ გაუმხელიათ. სამაგიეროდ გამოაცხადს, რომ CC100-ს ადგილიდან 100-ის აკრეფა 4.0 წამზე ნაკლებში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 290 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული.

მართალია, „ასტონ მარტინმა“ გამოაცხადა, რომ CC100 მხოლოდ კონცეპტუალური ნამუშევარია, მაგრამ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ის უკვე გაყიდულია. მყიდველის ვინაობა უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ბედნიერ მყიდველს ეს სათამაშო 800 000-დან 1 500 000 მილიონ დოლარამდე დაუჯდა.

ვიდეო

No comments:

Post a Comment