19 მაისი
„პორშე“ ამთავრებს თავის უახლეს სუპერ ავტომობილ
„918 სპაიდერზე“ მუშაობას. ავტომობილმა ტესტების ბოლო ფაზაც გაიარა, რის შემდეგაც
კომპანიამ მისი განახლებული ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
პრეს რელიზში ნათქვამია, რომ „918 სპაიდერზე“ ის სარბოლო ტექნოლოგიები დანერგეს, რომლებიც
კომპანიამ ლე მანის მომავალი წლის რბოლისთვის შეიმუშავა. სხვათა შორის, მანქანის
ეგრეთ წოდებული მგორავი შასის მართვა, ძარის ელემენტების გარეშეც შესაძლებელია. ამ
ტექნიკას კი „პორშე“ თავის სარბოლ ავტომობილებზე იყენებს ხოლმე.
„918 სპაიდერის“ ძალურ დანადგარში შედის ბენზინის ბენზინის ძრავი, მასთან დაკავშირებული ელექტროძრავით, რომელიც უკანა ღერძზე ზის და მეორე ელექტროძრავი, რომელიც წინ ღერძთან დაკავშირებული. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანია. სხვათა შორის, ასეთი ძალური დანადგარი კომპანიამ პირველად სარბოლ „911 GT3 R ჰაიბრიდზე“ გამოსცადა.
„პორშეს“ თავის ახალ სუპერ ავტომობილზე მრავალბერკეტიანი
საკიდარი აქვს გამოყენებული, რომელიც ადაპტირებად ამორტიზატორებს მოიცავს. მასზევეა
ინტეგრირებული უკანა ბორბლების მართვის სისტემა, რომელიც დაბალ სიჩქარეებზე უკანა
ბორბლებს წინების საპირისპიროდ, მცირე კუთხით ატრიალებს. ამგვარად, გაადვილებულია
მანევრირება. ასეთი სისტემის საჭიროება განსაკუთრებით ვიწრო ქუჩებში მობრუნებისას
არის შესამჩნევი, როცა მოხვევის რადიუსის შემცირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაღალ
სიჩქარეზე, სისტემა უკანა ბორბლებს, წინების მიმართულებით აბრუნებს და ამგვარად,
მოსახვევის გავლისას, მანქანის სტაბილურობას უზრუნველყოფს.„918 სპაიდერის“ ძალურ დანადგარში შედის ბენზინის ბენზინის ძრავი, მასთან დაკავშირებული ელექტროძრავით, რომელიც უკანა ღერძზე ზის და მეორე ელექტროძრავი, რომელიც წინ ღერძთან დაკავშირებული. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანია. სხვათა შორის, ასეთი ძალური დანადგარი კომპანიამ პირველად სარბოლ „911 GT3 R ჰაიბრიდზე“ გამოსცადა.
„პორშე“ აცხადებს, რომ ინდივიდუალურად
კონტროლირებადი წინა ბორბლები, მოსახვევების უკეთ და სწრაფად გავლის საშუალებას
იძლევა. სრული აჩქარება კი მაშინ ირთვება, თუ აქსელერატორს მკვეთრად და ძლიერად
დააჭერთ ფეხს. ასეთი შესაძლებლობების წყალობით, სატესტო პროტოტიპმა ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთსა და 14 წამში გაიარა. ეს შარშან, სექტემბერში მოხდა,
წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე. კომპანია ირწმუნება, რომ პროტოტიპი
დაახლოებით 20 წამით სწრაფია სუპერ ავტომობილ „პორშე კარერა GT-ზე“.
უფრო მეტიც, 918-ის სერიული ვერსია კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს.
კომპანიის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული
ინფორმაციით, ავტომობილის ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 880 ცხენის
ძალაა. ამასთან, ას კილომეტრზე ის მხოლოდ 3.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ოღონდ,
გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ეკონომიურობას მხოლოდ ელექტროძრავის დახმარებით
აღწევს.
918 სპაიდერი“, როდსაც ოპცია „ვაიზახითაა“ აღჭურვილი,
1640 კილოგრამს იწონის. ეს კი შესაძლებელი გახადა მსუბუქი მასალების ინტენსიურად
გამოყენებამ. ისეთისამ, როგორიცაა კარბონით გაძიერებული პოლიმერი (CFRP). ამასთან,
ჰიბრიდული დანადგარის კომპონენტები, რომელთა ჯამური წონა 50 კილოგრამია, მაქსიმალურად
დაბლა და ცენტრისკენაა განლაგებული, რაც სიმძიმის ცენტრს დაბლა (დაახლოებით
ბორბლების ცენტრალური ჭანჭიკის დონეზე) სწევს. წონა შედარებით არათანაბრადაა განაწილებული
- უკანა ღერძზე წონის 57 პროცენტი მოდის, წინაზე კი - 43.
ავტომობილის სტაბილურობას ასევე ემსახურება აქტიური
აეროდინამიკური ელემენტების სისტემა, რომელიც რამდენიმე რეჟიმში მუშაობს. ეს
რეჟიმები, მძღოლის სურვილისამებრ, ოპტიმალურ ენერგომოხმარებას, ან მაქსიმალურ
ჩაჭიდებას უზრუნველყოფს.
სამი ძრავი ხუთი კომბინაციით მუშაობს, ამ
კომბინაციების მართვა კი საჭის რგოლზე მოთავსებული პულტიდანაა შესაძლებელი. რეჟიმ
„E-პაუერით“ მუშაობისას, ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე გადაადგილდბა და
ამ დროს, მაქსიმუმ 30 კილომეტრის გავლა შეუძლია. ელექტროძრავით, „918 სპაიდერს“
ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად, 7 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 150
კმ/სთ-ს აღწევს. თუ ელემენტების ბლოკში ენერგიის მარაგი ამოიწურება, ავტომობილი
თავისით გადაერთვება ჰიბრიდულ რეჟიმზე.
რეჟიმ „ჰაიბრიდით“ მუშაობისას, ელექტროძრავებისა და
შიდაწვის ძრავის მართვა იმგვარად (მონაცვლეობით) ხდება, რომ მაქსიმალური
ეფექტურობა, საწვავის მინიმალური ხარჯით იყოს მიღწეული. მესამეა რეჟიმი „სპორტ
ჰაიბრიდ“. ამ დროს, შიდაწვის ძრავი მუდმივად მუშაობს და მთავარ გამწევ ძალას
ქმნის. სწრაფი აჩქარების საჭიროებისას, მას ელექტროძღავებიც ეხმარება.
მეოთხე რეჟიმია „რეის ჰაიბრიდ“ - სარბოლო ჰიბრიდული.
ამ დროს, ავტომობილი მაქსიმალური შესაძლებლობით მუშაობს. მთავარი ისევ შიდაწვის
ძრავია, ელექტრულები კი - დამხმარე და ისევ ამაჩქარებლის დანიშნულებით. ამ დროს,
7-საფეხურიანი PDK ტრანსმისია სპორტულ რეჟიმზეა გადასული. დაბოლოს, შესაძლებელია
რეჟიმ „ჰოტ ლაპ-ის“ (ცხელი წრე - ერთგვარი საკვალიფიკაციო რეჟიმი) არჩევა, რომელიც
„918 სპაიდერის“ ყველა რეზერვს აამუშავებს.
შიდაწვის ძრავი „პორშემ“ თავის სარბოლ პროტოტიპ „RS
სპაიდერისგან“ აიღო. ესაა 4.6-ლიტრიანი V8, რომელიც 608 ცხენის ძალას იძლევა და
მაქსიმუმ 9150 ბრ/წთ-ზე ოპერირებს. აგრეგატის ლიტრული სიმძლავრე 132 ცხენის ძალაა,
რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „პორშეს“ ატმოსფერულ ძრავებს შორის.
ჰიბრიდულ მოდულში შედის ელექტროძრავი 150 ცხენის ძალით
და ეგრეთ წოდებული გამხსნელი, რომელიც მას შიდაწვის აგრეგატთან აკავშირებს. პარალელური
ჰიბრიდული კონფიგურაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ უკანა ღერძი ან შიდაწვის
ძრავმა ატრიალოს, ან ელექტრულმა, ან ორივემ ერთად. შიდაწვის ძრავიც და ელექტრო
ძრავის, უკანა ღერძის წინაა მოთავსებული და მათ წინა ღერძთან უშუალო კავშირი არ
აქვთ.
წინა ღერძთან მიერთებულია ელექტროძრავი, რომელიც 127
ცხენის ძალას იძლევა. მას ენერგიით ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც
7 კილოვატსაათია. ბლოკს თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. მის სრულად
დამუხტვას 4 საათი სჭირდება. სწრაფად დასამუხტი მოწყობილობით (ორივე ტიპის - AC და
DC დასამუხტი პორშეს მიერაა შემუშავებული) კი დამუხტვა 25 წუთში ესწრება.
ავტომობილის
სავარაუდო ფასი 845 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment