დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 18, 2013

„ასტონ მარტინის“ კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერი“ ნურბურგრინგზე


Aston Martin's CC100 Speedster Concept Scooped at the Nurburgring
18 მაისი
ამ ავტომობილის ოფიციალური პრემიერა ნურბურგრინგის ტრეკზე ხვალ ჩატარდბა, მაგრამ მისადმი არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, წინასწარი ინფორმაცია, თუნდაც მსტოვრული წყაროებით მოპოვებული, ამ დროს უფრო ფასობს. და ჩვენც შეძლებისდაგვარად, ასეთ ინფორმაციას გაწვდით ხოლმე. რამდნიმე დღის წინ, ასეთი ობიექტი „ლამბორგინის“ ჰიპერ ავტომობილი „ეგოისტა“ გახდა, ახლა კი „ასტონ მარტინის“ ასწლოვანი იუბილესადმი მიძღვნილი კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერის“ ჯერია, რომელიც სწორედ ნურბურგრინგზე მაშინ დააფიქსირეს ტელეფონის კამერით, როდესაც ავტომობილი საპრეზენტაციოდ ემზადებოდა.

სხვათა შორის, ამ დღეებში ნურბურგრინგზე 24-საათიანი რბოლა ტარდება და სიმბოლურია, რომ „CC100 სპიდსტერის“ პირველი ჩვენება სწორედ ამ რბოლას ემთხვევა. სიმბოლური იმიტომ, რომ ამ ავტომობილის შთაგონების წყარო, სარბოლი „ასტონ მარტინ DBR1“ ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებულია (1959 წლის).
კონცეპტუალური „CC100 სპიდსტერი“ ღია ავტომობილია. საქარე შუშაც კი არ აქვს. ის ორადგილიანია და ორივე ადგილი ერთმანეთისგან ტიხრითაა გამოყოფილი. სავარძლის უკან დამცავი რკალებია განლაგებული, რომელთა დანიშნულებაც, კოკპიტში მყოფთა დაცვაა გადაყირავების შემთხვევაში. ავტომობილს აქვს უკანა დაბერილი საბორბლე თაღები და არ აქვს უკანა (წინა ნაწილი არ ჩანს) ბამპერი. ორი გამოსაბოლქვი მილი უკანა ფარების ქვეშაა განლაგებული, მათ შორის კი ზორბა დიფუზორი მოთავსდა.
ამ ფოტოს გადამღებმა გამოცემა „ქარსკუპს“ განუცხადა, მანქანას სასიამოვნო ხმა აქვსო. მაგრამ ხმით ვერ დაუდგენია, ამ ხმას V8 ძრავი გამოსცემს, თუ - V12. არსებობს ვარაუდი, რომ „CC100 სპიდსტერი“ „V12 ვენტიჯის“ ბაზაზეა შექმნილი. და თუ ასეა, მაშინ V12 ძრავით იქნება აღჭურვილი.

No comments:

Post a Comment