2015 Ford Mustang Engine Details Leaked?
18 მაისი
ახლოვდება მომენტი, როდესაც „ფორდი“ თავის პოპულარულ
მასკლ ქარ „მუსტანგის“ სრულიად ახალ მოდელს გვიჩვენებს. ეს ალბათ დეტროიტის მოტორ
შოუზე, იანვარში მოხდება. მანამდე კი ამერიკული კომპანია მის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას
ასაიდუმლოებს. და მაინც, პერიოდულად ვრცელდება ცნობები ახალი ავტომობილის შესახებ.
ყველაზე ხშირად, ეს ცნობები დიზაინს ეხება ხოლმე.
ერთხელ თიხის მოდელის შექმნის პროცესში გადაღებული ფოტოებიც ვიხილეთ (http://autopanoramaf2.blogspot.com/2013/03/blog-post_2491.html).
ამჯერად კი სალაპარაკო თემა ძრავი გახდა. უფრო სწორედ, ძრავების ახალი გამა,
რომელშიც ოთხცილინდრიანი ძრავიც გამოჩნდება. ინფორმაციის წყარო, „მუსტანგის“
ერთ-ერთი პოპულარული ინტერნეტ-ფორუმია.
წყაროს ინფორმაციით, რომელიც ფორუმს „ფორდის“
თანამშრომელმა მიაწოდა, ახალი „მუსტანგის“ ძრავების გამაში სულ სამი აგრეგატი
შევა. მათგან ყველაზე პატარა სწორედ ოთხცილინდრიანი ძრავი უნდა იყოს. ლაპარაკია 2.5-ლიტრიან
ეკობუსტზე, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალა იქნება. სხვა ძრავებია ექვსცილინდრიანი
3.7-ლიტრიანი 305-ზე მეტი ცხენის ძალით და კლასიკური 5.0-ლიტრიანი V8
კოიოტი, რომლის სიმძავრეც, ახლანდელთან შედარებით, 50 ცხენის ძალით, 475 ცხენის
ძალამდე გაიზარდა.
ინკოგნიტო პიროვნებამ ასევე განაცხადა, რომ ახალ „მუსტანგს“
„ძალიან ევროპული“ გარეგნობა ექნება, რაც ადრეც ცნობილი იყო - თიხის მოდელი „ევროპული“
კონცეპტუალური „ევოსის“ (ფოტოზე) სტილშია შესრულებული.
No comments:
Post a Comment