დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, May 7, 2013

„ტერაფუჯა“ ვერტიკალურად მფრენი ავტომობილის გამოშვებას აპირებს (ვიდეო)

Terrafugia announces its plans for a VTOL "flying car"
7 მაისი
ამერიკული კომპანია „ტერაფუჯა“, რომელმაც სახელი მფრინავ ავტომობილ „ტრანსიშნის“ წარმოებით გაითქვა, მორიგი მფრინავი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელსაც პირველისგან განსხვავებით, ვერტიკალურად აფრენის უნარი ექნება. თანაც, ეს ავტომობილი ჰიბრიდული სისტემით უნდა აღიჭურვოს, რომელშიც ამძრავი ძალის შესაქმნელად, ელექტროძტრავებს გამოიყენებენ, შიდაწვისას კი ელექტრო ენერგიის გამოსამუშავებლად გამოიყენებენ.
სანამ ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებდა, „ტერაფუჯას“ მოლაპარაკება ჰქონდა აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციასთან (FAA), რომლის წარმომადგენლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, სიახლეები შეიტანონ შესაბამის რეგლამენტებში, რითაც კერძო ავიატრანსპორტის განვითარებას შეუწყობენ ხელს.
სახელი „ტერაფუჯა“ არის კომბინაცია ლათინური სიტყვებისა, რომლებიც ჟღერს, როგორც „თავი დავაღწიოთ ხმელეთს“. კომპანიის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ საჰაერო ავტომობილების წყალობით, მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, თავი დააღწიონ გზებზე წარმოქმნილ საცობებს, რითაც დაზოგავენ დროს. იმავდროულად, ასეთი ტრანსპორტი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, უსაფრთხო და საიმედო.
ახალი ოთხადგილიანი ავტომობილის სახელი იქნება TF-X. მას ექნება დასაკეცი ფრთები, რომლებიც ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილებისას, მანქანის ტანში იქნება ჩამალული და ამგვარად, არც გარაჟში და არც გზაზე, მანქანა ზედმეტ ადგილს არ დაიკავებს. თუ აფრენა იქნება საჭირო, ფრთები გაიძლება. თითო ფრთაზე ელექტროძრავების (600 ცხენის ძალით) თითო ბლოკი განლაგდება. თითოეულ ბლოკში 16 ძრავი შევა, რათა ერთის ან რამდენიმეს დაზიანების შემთხვევაში, აპარატმა ფერენის გაგრძელება შეძლოს. ძრავებთან დაკავშირებული უნდა იყოს პროპელერები, რომლის ფრთებიც უქმეობისას დაკეცილი იქნება.
ძრავების ბლოკები მოძრავი იქნება. მათი დახრის სამუშაო დიაპაზონი 90 გრადუსი იქნება (ვეტიკალურიდან ჰორიზონტალურამდე). ვერტიკალურ მდგომარეობაში, ძრავები მანქანის ვერტიკალურ აფრენას უზრუნველყოფს, ჰორიზონტალურში კი შესაბამისად, ჰორიზონტალურ მოძრაობას. როდესაც ავტომობილი ჰაერშ საჭირო სიმაღლეს აიღებს და სასურველ ტრაექტორიაზე გავა, ფრთების ძრავები გაჩერდება, პროპელერები კი დაიკეცება, რათა ჰაერის წინააღმდეგობა შემცირდეს. ამ დროს ჩაირთვება შიდაწვის ძრავი (300ცხ.ძ), რომელიც მანქანის უკან განლაგებულ პროპელერს დაატრიალებს. ხმელეთზე დაშვების წინ კი ისევ ფრთის პროპელერები ამუშავდება.
უკანა პროპელერის ტრიალის გარდა, შიდაწვის ძრავი, მასთან მიერთებული გენერატორის დახმარებით, ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს, რომელსაც ელემენტების ბლოკს მიაწვდის. ენერგიის შესება ასევე შესაძლებელი იქნება საყოფაცხოვრებო ქსელიდან. მართალია, მანქანას ვერტიკალურად აფრენის უნარი ექნება, მაგრამ „ტერაფუჯას“ ინფორმაციით, აფრენის მომენტში, მის ირგვლივ, 30.5 მეტრის დიამეტრში ყველაფერი გასუფთავებული უნდა იყოს, რათა პროპელერებზე უცხო სხეულის მოხვედრამ, მათი დაზიანება არ გამოიწვიოს.
სამაგიეროდ, თუ ვერტმფრენის მართვა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, TF-X-ის მართვის ასათვისებლად, სულ ხუთი საათი იქნება საკმარისი. ამაში კი პილოტს (მძღოლს) სანავიგაციო და კრუიზ კონტროლის სისტემა დაეხმარება. ამისთვის საკმარისია, შეიყვანოთ სანვიგაციო სისტემაში დანიშნულების ადგილის კოორდინატები და დანარჩენს მანქანა თვითონ გააკეთებს.
მფრინავი ავტომობილის ფრენის საკრეისერო სიჩქარე 322 კმ/სთ იქნება, ენერგიის ერთი სრული შევსებით კი ის 800 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. ავტომატურ რეჟიმში ფრენისას, მანქანა თავისით მოერიდება საჰაერო ტრაფიკს და სხვა მოძრავ, თუ უძრავ წინაღობას. ამაში კი მას სენსორების სისტემა დაეხმარება. დანიშნულების ადგილამდე მისვლისას, მანქანას დამოუკიდებლად დაშვების უნარიც ექნება, თუმცა მძღოლს (პილოტს) შეუძლია, ეს საქმე თავის თავზე აიღოს.
თუ ფრენისას მანქანა დაზიანდა, პილოტი პარაშუტს გახსნის, რითაც დაზიანების გარეშე დაჯდება და ხმელეთზე გააგრძელებს გზას. გარდა ამისა, საფრთხის დასადგენად მანქანას საკუთარი სისტემა მოემსახურება, რომელიც უწესივრობის, ან სხვა მსგავსი საფრთხის დადგენის შემდეგ, კომპიუტერთან „კონსულტანციას“ გამართავს და შესაძლოა, პილოტის სურვილის საწინააღმდეგოდ, თავად დასვას ავტომობილი ხმელეთზე.
„ტერაფუჯა“ აცხადებს, რომ ასეთი ავტომობილის წარმოების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის მომზადბას 8-12 წელი მაინც დასჭირდება. რაც შეეხება ფასს, მფრინავი ავტომობილის შეძენის მსურველებს იმდენივეს გადახდა მოუწევთ, რამდენიც უმაღლესი კლასის ავტომობილები ღირს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment