Range Rover Hybrid
to Debut
at Frankfurt
2013
7 მაისი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერმა“ გვაცნობა, რომ
ახალი „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდულ ვერსიასაც გამოუშვებდა. და აი, ცნობილი
გახდა, რომ ამ ავტომობილს ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენებენ, რომელიც სექტემბერშ
გაიმართება.
ჯერჯერობით, ჰიბრიდული „რეინჯ როვერ სპორტის“
შესახებ, ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, „რეინჯ როვერ სპორტის“
პროგრამის მთავარმა ინჟინერმა სტიუარტ ფრიტმა განაცხადა, რომ ავტომობილის
შემუშავებისას, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საორიენტაციო შემცველობა
კილომეტრზე 169 გრამი იყო. ამასთან, ავტომობილი შეინარჩუნებს სალონის მოცულობას და
მასში შვიდ სავარძელს, ჰიბრიდული სისტემის დიდი ნაწილი კი ავტომობილის ძირში
განლაგდება.
კითხვაზე, „რეინჯ როვერ სპორტის“ ჰიბრიდულ
ვერსიაზე, ელექტროძრავი შიდაწვის ძრავსა და 8-საფეხურიან ტრანსმისიას შორის
მოთავსდება, თუ არა, ფრიტმა უპასუხა, რომ არ მოგატყუოთ, ასე იქნებაო.
No comments:
Post a Comment