დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 18, 2015

„ლენდ როვერო“, გამატანე ეს მანქანა სახლში

Spectre's Naomie Harris Shows Off RR Evoque Convertible
18 ნოემბერი
დღეს ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერის“ უახლესი ავტომობილის, „რეინჯ როვერ ევოუკ კონვერტაიბლის“ ოფიცალური პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ბრიტანულმა კომპანიამ თავისი სიახლე, სანტა მონიკას სანაპიროზე გაიყვანა, სადაც მას ჯეიმს ბონდის უახლეს ფილმ „სპექტრის“ ვარსკვლავი, ნაომი ჰარისი ახლდა. რა თქმა უნდა, ქვიშის სანაპიროზე სარეკლამო ფოტო სესია გაიმართა.

Tuesday, November 17, 2015

„პაგანიმ“ ნურბურგრინგის ახალი რეკორდი დაამყარა

Pagani Allegedly Sets New Nordschleife Record With Zonda Revolucion
17 ნოემბერი
ჯერაც ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნურბურგრინგის ლეგენდარული ჩრდილოური მარყუჟის ახალი რეკორდსმენი, „პაგანის“ სუპერ ავტომობილი „ძონდა რევოლუსიონი“ გახდა. ამ ექსკლუზიურმა სუპერ ავტომობილმა, რომელიც სულ ხუთი ცალია დამზადებული, წრე 6 წუთსა და 30 წამში გაიარა. ეს კი საგზაო ავტომობილების რეკორდია. ცნობისათვის, ამ ტრეკზე აბსოლუტური რეკორდი 1983 წლიდან „პორშეს“ ეკუთვნის - გერმანელმა შტეფან ბელოფმა სარბოლო პროტოტიპ „პორშე 956-ით“ წრე 6:11.13-ში გაიარა.

„TAG ჰოიერი“ „მაკლარენს“ დაშორდა

Tag Heuer to leave McLaren for Red Bull
17 ნოემბერი
საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია „TAG ჰოიერმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს „მაკლარენის“ სპონსორობას და „რედ ბულის“ ბანაკში გადაინაცვლებს. ეს ინფორმაცია სან პაულუში, „TAG ჰოიერის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჟან-კლოდ ბივერმა გაავრცელა.

ფერსტაპენმა პერესის გასწრებისას რაიკონენ-შუმახერის მომენტი გაიხსენა

Schumacher/Raikkonen moment inspired Verstappen
17 ნოემბერი
როცა „ტორო როსომ“ მართვის ლიცენზიის არმქონე თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან კონტრაქტი გააფორმა, ამით ბევრის კრიტიკა გამოიწვია - ბავშვები მოგყავთ ფ1-ში და აქ მაგათი ადგილი არააო. მაგრამ პატარა ბიჭმა ყველა გააჩუმა. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ აირტონ სენას შემდეგ, ფ1-ს ასეთი ტალანტი არ ჰყოლია. და მაქსი ამას ყოველ რბოლაში ამტკიცებს. რა თქმა უნდა, პელოტონის შუაში შედარებით ნაკლებ ყურადღებას იქცევს, მაგრამ სპეციალისტებს ვერაფერს გამოაპარებ. ისინი კი თამამად ამბობენ, რომ ფერსტაპენი ნამდვილი აღმოჩენაა.

Monday, November 16, 2015

„ბეემვე M6 GTLM“ დეიტონაზე დებიუტისთვის ემზადება

BMW M6 GTLM already looking mean ahead of Daytona debut
16 ნოემბერი
„ბეემვე მოტორსპორტი“ რბოლებისთვის თავის უახლეს სარბოლო „ჭურვს“, M6 GTLM-ს ამზადებს. ტრეკზე მისი ოფიციალური დებიუტი IMSA-ს სერიის სატესტო სესიებზე შედგება, რომლებსაც დეიტონას ოვალურ ტრეკზე შედგება. მანამდე კი მოსამზადებელ ტესტებს სებრინგის ტრეკზე გადიოდა. ტესტების შემდეგ, ორი სარბოლო ავტომობილი ტიტულოვან ამერიკულ გუნდ „რეიჰოლ ლეტერმან ლენიგენ რეისინგის“ (RLL) განკარგულებაში გადავა, რომელიც მათ IMSA-ს სპორტული ავტომობილების ჩემპიონატში საასპარეზოდ გამოიყენებს.

FIA-მ ფ1-ის სტანდარტულ ძრავზე ტენდერი გამოაცხადა

FIA begins tender process for standard F1 engine
16 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ოფიციალურად გამოაცხადა ტენდერი ფორმულა 1-ის ალტერნატიული ძრავის მიმწოდებელზე. მიზანი ერთია - საჭიროების შემთხვევაში, გუნდებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. თანაც ასეთი ძრავი მათ გაცილებით იაფადაც დაუჯდებათ. ეს ხელსაყრელი იქნება ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი გუნდებისთვის.

„ფორდმა“ ხმაურის ჩამხშობი სისტემა შეიმუშავა

Ford Introduces Noise-Cancelling Technology On The Mondeo Vignale
16 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის პრემიუმ მოდელ „მონდეო ვინიალესთვის“ ხმაურის ჩამხშობი სისტემა შეიმუშავა, რომელსაც სპეციალური სპიკერების დახმარებით, გარე ხმაურის სალონში არშეშვება შეუძლია. მეხუთე თაობის „მონდეო“ ისედაც ძალიან მაღალ დონეზეა აღჭურვილი, თუმცა პრემიუმ კლასს არ მიეკუთვნება. მაგრამ საშუალო ზომის სედანის მდიდრული ვერსია სწორედ პრემიუმ ავტომობილების მუშტრისთვისაა შემუშავებული და შესაბამისი ეკიპირების გარეშე, გერმანულ და ბრიტანულ კონკურენტებთან მეტოქეობა გაუჭირდება.

„ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილი

Radical BMW research vehicle revealed in patent images
16 ნოემბერი
ინტერნეტით შემთხვევით გავრცელდა საპატენტო ფოტოები, რომლებზეც „ბეემვეს“ ახალი ექსპერიმენტული ავტომობილია გამოსახული. ისინი გერმანულმა კომპანიამ ჩინეთის შანჰაის საპატენტო ოფისში შეიტანა. სახეზეა აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმის ავტომობილი, რომელიც ბენზინ-ელექტრული პლაგ-ინ ჰიბრიდულისისტემით აღიჭურვება. ის ბავარიული კომპანიის მიუნხენის კვლევისა და განვითარების ცენტრშია შემუშავებული და უკვე გადის ტესტირებას.

Sunday, November 15, 2015

ოჟიემ სეზონი მერვე გამარჯვებით დაასრულა

Rallying-Ogier takes eighth victory of season in Wales
15 ნოემბერი
სამხრეთ უელსის მიწაზე დასრულდა რალის 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. სეზონის დამგვირგვინებელ რბოლაში კი გამარჯვება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ოჟიემ მოიპოვა. მან თითქმის ნახევარი წუთით აჯობა მეორეზე გასულ ჩრდილოირლანდიელ კრის მიკს, მესამეზე კი ოჟიეს ნორვეგიელი თანაგუნდელი ანდრეას მიკელსენი გავიდა.

როსბერგმა სან პაულუში შარშანდელი დუბლი გაიმეორა

Motor racing-Rosberg wins in Brazil
15 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ, პოულიდან მოიგო ბრაზილიის დიდი პრიზი და თავის თანაგუნდელს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს მეცხრედაც შეუშალა ხელი ამ რბოლის მოგებაში. ბრიტანელი გამარჯვებულს 7.756 წამით ჩამორჩა. რაც მთავარია, „მერსედსის“ პილოტებმა, გასული 18 რბოლიდან, უკვე 11-ში დაასრულეს რბოლა პირველ-მეორე ადგილებზე.

„დრაკან სპაიდერი“ - ადრენალინის საბადო კალიფორნიიდან

2015 Sector111 Drakan Spyder
15 ნოემბერი
100 000 დოლარი - ესაა ამ როდსტერის ფასი, რომელიც კალიფორნიულ კომპანია „სექტორ 111-ის“ მიერ არის დამზადებული. მას „დრაკან სპაიდერი“ ჰქვია და თავისი მფლობელისთვის, დაუვიწყარი ემოციების მინიჭება შეუძლია. სიმსუბუქე და ზომიერი სიმძლავრე არის „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი ინჟინრის, შინუ მეპლტონის მიერ შექმნილი „დრაკან სპაიდერის“ მთავარი კონსტრუქციული თვისებები, რომელთა წყალობითაც, ის სწრაფი და მანევრულია.

Saturday, November 14, 2015

„რედ ბულმა“ მომავალ სეზონზე განაცხადი შეიტანა

Motor racing-Red Bull lodge entry to 2016 F1 championship
14 ნოემბერი
„რედ ბულმა“ ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა. მართალია, მისი ორივე გუნდი - „რედ ბული“ და „ტორო როსო“ ჯერჯერობით ოფიციალურად ძრავის გარეშეა, მაგრამ განაცხადის წარდგენა მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია დიდი პრიზების ცირკის დატოვებას არ აპირებს.

„ფორდ ბრონქო“ ბრუნდება

Ford To Resurrect Bronco, Bring Ranger Back To The US
14 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანისა“ და საავტომობილო სფეროში დასაქმებულთა გაერთიანებულ კავშირს შორის მიღწეული მრავალწლიანი შეთანხმების წყალობით, ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უგზოობის ავტომობილი, „ბრონქო“ დაუბრუნდება. გარდა ამისა, „ფორდმა“ აიღო იმის ვალდებულება, რომ თავის ამერიკულ საწარმოებში, 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დამატებით 8 500 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მისცემს.

როსბერგის ზედიზედ მეხუთე პოული

Motor racing-Rosberg takes his fifth pole in a row
14 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მცირედით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს და ზედიზედ მეხუთე პოულ პოზიციას დაეუფლა. გერმანელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს სულ რაღაც, 0.078 წამით აჯობა და კარიერაში 50-ე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა.

„როლს-როისის“ ორი ახალი სპეც გამოშვება დუბაის შოუზე

Rolls-Royce Brings Two New Special Editions To Dubai
14 ნოემბერი
„როლს-როისმა“ დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე სპეციალური გამოშვების ორი ახალი ავტომობილი - „ფანტომ კუპე ტაიგერი“ და „გოსტ გოლფ ედიშნი“ გამოფინა. პირველი არის კომპანიის ყველაზე მდიდრული ავტომობილის ერთგვარი მყვირალა ვერსია, რასაც მის შესაღებად გამოყენებული ორი ახალი ფერი, „დამწვარი ფორთოხალი“ და „არიზონას მზე“ განაპირობებს. შესაბამისი ფერთა გამაა სალონშიც, სადაც „ტან-ის“ და „სიშელის“ მარკის ტყავები გამოიყენეს. ეს ყველაფერი, სალონის გასაფორმებლად გამოყენებულ სხვა მასალებთან ერთად, რომლებიც მდიდრულ გარემოს აყალიბებს, „ფანტომ კუპე ტაიგერისთვის“ ექსკლუზიურია.