BMW M6 GTLM already looking mean ahead of Daytona
debut
16 ნოემბერი
„ბეემვე მოტორსპორტი“ რბოლებისთვის თავის უახლეს
სარბოლო „ჭურვს“, M6 GTLM-ს ამზადებს. ტრეკზე მისი ოფიციალური დებიუტი IMSA-ს
სერიის სატესტო სესიებზე შედგება, რომლებსაც დეიტონას ოვალურ ტრეკზე შედგება. მანამდე
კი მოსამზადებელ ტესტებს სებრინგის ტრეკზე გადიოდა. ტესტების შემდეგ, ორი სარბოლო
ავტომობილი ტიტულოვან ამერიკულ გუნდ „რეიჰოლ ლეტერმან ლენიგენ რეისინგის“ (RLL)
განკარგულებაში გადავა, რომელიც მათ IMSA-ს სპორტული ავტომობილების
ჩემპიონატში საასპარეზოდ გამოიყენებს.
სარბოლო M6 GTLM შეცვლის ისეთ წარმატებულ სარბოლო
ავტომობილებს, როგორებიცაა Z4 GTLM და M3 GT2. ცნობისათვის, RLL-ს განკარგულებაში თავის
დროზე სამივე ავტომობილი იყო, რომლებითაც 13 გამარჯვება 57 კვარცხლბეკი აქვს
მოპოვებული. ამ გუნდის დამაარსებელია ინდიქარის ლეგენდის, ბობი რეიჰოლი. ამ კაცს
ლეგენდარული ინდი 50 ერთხელ აქვს მოგებული, სამჯერ ინდიქარის ჩემპიონი იყო, ამასთან
ამავე სერიაში არაერთი გამარჯვება და პოული აქვს მოპოვებული. გუნდის თანამფლობელები
კი არიან სატელევიზიო შოუს პოპულარული წამყვანი დევიდ ლეტერმანი და სამრეწველო მაგნატი
მაიკ ლენიგენი. ეს გუნდი ამერიკის ლე მანის სერიის რბოლებში 2009 წელს ჩაერთო და
მას შემდეგ, მისი რამდენიმე ტიტული აქვს მოგებული.M6-ის უახლეს სარბოლო ვერსიას, მომავალ სეზონში ძალიან ძლიერი კონკურენტები ეყოლება. მათ შორის იქნება უახლესი „ფორდ GT“, „პორშე 911 RSR“, „შევროლე კორვეტ C7.R“ და შესაძლოა ახალი „ფერარი 488 GTE-ც“. M6 GTLM-ის სხვა ვერსია, სამოყვარულო გუნდებისთვისაა შემუშავებული და ის „GT დეიტონას“ კლასში იასპარეზებს, სადაც მეტოქეობას „აუდი R8 LMS-ს“, „დოჯ ვაიპერ GT3-R-ს“ და „ლექსუს RC F GT3-ს“ გაუწევს.
No comments:
Post a Comment