FIA begins tender process for standard F1 engine
16 ნოემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) ოფიციალურად
გამოაცხადა ტენდერი ფორმულა 1-ის ალტერნატიული ძრავის მიმწოდებელზე. მიზანი ერთია
- საჭიროების შემთხვევაში, გუნდებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ. თანაც ასეთი
ძრავი მათ გაცილებით იაფადაც დაუჯდებათ. ეს ხელსაყრელი იქნება ფინანსურად ნაკლებად
უზრუნველყოფილი გუნდებისთვის.
მართალია, ასეთი ტენდერის გამოცხადება გუნდებთან
შეთანხმებით უნდა მომხდარიყო, მაგრამ FIA-მ თავისი ნაბიჯით ცხადყო, რომ მტკიცედ
აქვს გადაწყვეტილი გუნდებისთვის ალტერნატიული აგრეგატის შეთავაზება. ტენდერის
შესაბამისად, ახალი აგრეგატი ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2017-2019 წლების სეზონებისთვის.
ტენდერში ნათქვამია, რომ ასეთი ძრავის მხოლოდ ერთი მწარმოებელი შეირჩევა.
პირველ ეტაპზე, FIA ელის იმ კომპანიების
გამოხმაურებას, რომლებიც ტენდერში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. ამასთან, ამ
კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ კავშირი დიდ ავტომწარმოებლებთან. განაცხადის შეტანის
ბოლო ვადა 23 ნოემბერია. განაცხადში დასაბუთებული უნდა იყოს მათი ტექნიკური და ფინანსური
შესაძლებლობები. თუ სპეციალური კომისია განაცხადს მიიღებს, მაშინ კომპანია ტენდერში
მონაწილეობისთვის დაშვებულად ჩაითვლება.
FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა ჯერ კიდევ მექსიკაში ყოფნისას
განაცხადა, რომ თუ ძრავების მწარმოებლები დათანხმდებიან იმ მოთხოვნას, რომ კლიენტ
გუნდებს აგრეგატები სეზონში 12 მილიონ დოლარის საფასურად მიაწოდონ, მაშინ ალტერნატიული
ძრავი საჭირო აღარ იქნება. მაგრამ მწარმოებლებმა 12 მილიონი დოლარი იცოტავეს, რის
შემდეგაც, FIA-მ ტენდერი ბრაზილიური ეტაპის წინ გამოაცხადა.
No comments:
Post a Comment