დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 15, 2015

როსბერგმა სან პაულუში შარშანდელი დუბლი გაიმეორა

Motor racing-Rosberg wins in Brazil
15 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ზედიზედ მეორედ, პოულიდან მოიგო ბრაზილიის დიდი პრიზი და თავის თანაგუნდელს, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს მეცხრედაც შეუშალა ხელი ამ რბოლის მოგებაში. ბრიტანელი გამარჯვებულს 7.756 წამით ჩამორჩა. რაც მთავარია, „მერსედსის“ პილოტებმა, გასული 18 რბოლიდან, უკვე 11-ში დაასრულეს რბოლა პირველ-მეორე ადგილებზე.
„ლუისმა კარგი წინააღმდეგობა გამიწია, მაგრამ მე რბოლის სრულად გაკონტროლება შევძელი. მერე კი შევნიშნე, რომ მისი საბურავები ძალიან სწრაფად გაცვდა და ამის შემდეგ, ჩემი საზრუნავი მხოლოდ ის იყო, რომ ჩემს საბურავებს გავფრთხილებოდი“, - განაცხადა როსბერგმა, ვინც ამ სეზონში მეხუთე, კარიერაში კი მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ამით მან სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, მეორე ადგილი გაინაღდა.
ჰამილტონმა თანაგუნდელის გასწრება სტარტზევე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე-20 წრეზე მან ისევ სცადა გასწრება, მაგრამ გერმანელი ისევ შეუვალი აღმოჩნდა. ჰამილტონმა ვერც სამ პიტსტოპზე მიაღწია მიზანს, დევნაში კი საბურავები მეტისმეტად გაუცვდა და განზრახვაზე ხელი აიღო. საბოლოოდ ის რბოლის უსწრაფეს წრეს დასჯერდა, რომელიც 51-ე წრეზე დააფიქსირა.
ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეტა სებასტიან ფეტელმა, ვინც ბრაზილიური უქეებისას, სამივე პრაქტიკაზე, კვალიფიკაციაზეც და რბოლაშიც, მესამე იყო. ასეა თუ ისე, ეს მის კარიერაში 79-ე კვარცხლბეკია. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გამარჯვებულს 14 წამით ჩამორჩა. მეოთხე ადგილი კი მისმა თანაგუნდელმა კიმი რაიკონენმა დაიკავა, რომელმაც ამჯერად შეძლო თავის თანამემამულე ვალტერი ბოტასის ჩამოტოვება.
რბოლა პიტლეინიდან დაიწყო კარლოს საინსმა, რადგან მან სასტარტო რიგამდე მიღწევა ვერ შეძლო. გუნდმა სცადა მანქანის სარბოლოდ მომზადება, მაგრამ ესპანელმა სულ რამდენიმე ასეული მეტრის გავლა შეძლო და გაჩერდა. ის ერთადერთი პილოტია, ვინც რბოლას გამოეთიშა.
რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ფელიპე მასას რბოლიდან მოხსნეს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბრაზილიელის მანქანაზე უკანა საბურავის ტემპერატურა, 137 გრადუსი იყო, რაც „პირელის“ მიერ დადგენილ დასაშვებ ზღვარზე 27 გრადუსით მეტია. მასამ განაცხადა, რომ მანქანა სრულიად განსხვავებულად მუშაობდა და ვერაფრით ხვდებოდა ამის მიზეზს...

ბრაზილიის დიდი პრიზი
სან პაულუ, ინტერლაგუში. დისტანცია 305.909 კმ (4.309 კმ, 71 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:31:09.090
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:07.756
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                     00:14.244
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:47.543
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1 წრე
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1 წრე
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         1 წრე
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1 წრე
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1 წრე
11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1 წრე
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1 წრე
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1 წრე
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   2 წრე
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      4 წრე
19. ალექსანდერ როსი (აშშ, მენორი)                               4 წრე
გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო)                   71 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:14.832, 51-ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 363 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 297; 3. სებასტიან ფეტელი - 266; 4. ვალტერი ბოტასი - 136; 5. კიმი რაიკონენი - 135; 6. ფელიპე მასა - 121; 7. დანილ კვიატი - 94; 8. დანიელ რიკარდო - 84; 9. სერხიო პერესი - 68; 10. ნიკო ჰულკენბერგი - 52; 11. მაქს ფერსტაპენი - 48; 12. რომენ გროჟანი - 47; 13. ფელიპე ნასრი - 27; 14. პასტორ მალდონადო - 26; 15. კარლოს საინსი - 18; 16. ჯენსონ ბატონი - 16; 17. ფერნანდო ალონსო - 11; 18. მარკუს ერიქსონი - 9; 19. რობერტო მერი (ესპანთი, მენრი) - 0; 20. ალექსანდერ როსი (აშშ, მენრი) - 0; 21. უილ სტივენსი - 0

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 660 ქულა; 2. ფერარი - 401; 3. უილიამს-მერსედესი - 257; 4. რედ ბულ-რენო - 178; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 120; 6. ლოტუს-მერსედესი - 73; 7. ტორო როსო-რენო - 66; 8. ზაუბერ-ფერარი - 36; 9. მაკლარენ-ჰონდა - 27; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment