Pagani Allegedly Sets New Nordschleife Record
With Zonda Revolucion
17 ნოემბერი
ჯერაც ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნურბურგრინგის
ლეგენდარული ჩრდილოური მარყუჟის ახალი რეკორდსმენი, „პაგანის“ სუპერ ავტომობილი
„ძონდა რევოლუსიონი“ გახდა. ამ ექსკლუზიურმა სუპერ ავტომობილმა, რომელიც სულ ხუთი
ცალია დამზადებული, წრე 6 წუთსა და 30 წამში გაიარა. ეს კი საგზაო ავტომობილების
რეკორდია. ცნობისათვის, ამ ტრეკზე აბსოლუტური რეკორდი 1983 წლიდან „პორშეს“ ეკუთვნის
- გერმანელმა შტეფან ბელოფმა სარბოლო პროტოტიპ „პორშე 956-ით“ წრე 6:11.13-ში
გაიარა.
ეს ინფორმაცია არაოფიციალურია და ერთდროულად ორმა
წყარომ გაავრცელა. პირველია ვინმე კრის სინგჰი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,
ორ „ლამბორგინი ვენენოს“ ფლობს. თითქმის იმავდროულად, იგივე ამბავი ფეისბუკის
გვერდ „ლავქარზმაც“ გამოაქვეყნა. ძნელი სათქმელია, რამდენად სანდოა ეს ორი წყარო.
თუ სიმართლეა, მას „პაგანი“ აუცილებლად დაადასტურებს. თუმცა არაა გამორიცხული, რომ
რეკორდი მხოლოდ კერძო პირებმა დააფიქსირეს.
თქმა არ უნდა, რომ „პაგანიმ“ სუპერ ავტომობილების
მწარმოებელი ისეთი მონსტრები დაჩრდილა, როგორებიც არიან „ფერარი“, „პორშე“ და
„მაკლარენი“, რომლებიც იმით ამაყობენ, რომ „მწვანე ჯოჯოხეთის“ წრე შვიდ წუთზე
ნაკლებში აქვთ გავლილი. თანაც სამივე მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული დანადგარითაა
აღჭურვილი და სამივეს 900 ცხენის ძალაზე მეტი ემსახურება.
„ძონდა
რევოლუსიონის“ სამსახურში კი AMG-ს
წარმოების 6.0-ლიტრიანი V12 ძრავია, რომელიც „მხოლოდ“ 800 ცხენის ძალას იძლევა. ის
„ძონდა R-ის“
ბაზაზეა შექმნლი და 2.3 მილიონი დოლარი ღირს. სხვათა შორის, საგზაო ავტომობილების
წინა რეკორდი სწორედ „ძონდა R-ის“
ანგარიშზეა, ოღონდ იმ რეკორდს „რევოლუციამ“ 17 წამი მოაკლო. და ეს იმის
მიუხედავად, რომ გერმანული ტრეკის ზოგიერთ მონაკვეთზე სიჩქარე შეზღუდულია...
No comments:
Post a Comment