29 აპრილი
ახალ ტელეფონს რომ იყიდი, რომლის მწარმოებელიც
ტექნოლოგიურ სიახლეებს გთავაზობს და თავიდან გიჭირს სიახლის და ამ ყველაფრის
შეგუება, დაახლოებით იგივე გრძნობა დაგვეუფლა, როდესაც უსაფეხურო ვარიატორით და
მულტიმედიურ სისტემა R-ლინკით აღჭურვილი „რენო მეგანით“ პირველი კილომეტრები
გავიარეთ. ამის საშუალება, „რენოს“ რუსეთის წარმომადგენლებმა, ყოფილი საბჭოეთის
ქვეყნების - ბელარუსის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და
საქართველოს ჟურნალისტებს მისცეს. სიახლეების ტესტირებისთვის კი სამხრეთ პოლონეთის
ქალაქები და მათი დამაკავშირებელი გზები აირჩიეს.
Monday, April 29, 2013
Sunday, April 28, 2013
„რენოს“ იდუმალი კონცეპტის სახელია „ტუინფან“
New Renault Teasers Solve the Riddle of the
Mystery Concept: It's the TwinFun
28 აპრილი
ფრანგული
კომპანიისთვის, მონტე კარლოს დიდი პრიზი ახალი სპორტული ავტომობილების პირველი
ჩვენების ადგილად მკვიდრდება. შარშან იქ კონცეპტუალური „ალპინი“ წარადგინეს,
ამჯერად კი კიდევ ერთი სიახლის ჯერია, რომლისაც „რენო“ ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებს და
მწირ ინფორმაციას გვაცნობს.
„მაკლარენის“ ახალი წამოწყება (ვიდეო)
See what Happens when Your House Becomes the HQ
of an F1 Team
28 აპრილი
გასული სეზონის მსვლელობისას, „მაკლარენმა“
ანიმაციურ ფილმ „ტიუნდ“-ით გაგვაოცა. მის მორიგ სერიას ფ1-ის მოყვარული ისევე
ელოდა, როგორც რბოლებს. ამ სეზონში კი, თავის პარტნიორ კომპანია „მობილთან“ ერთად,
სხვანაირი გასართობი მოიფიქრა - პირადი ვიდეორგოლების კონკურსი, რომელში
მონაწილეობაც პლანეტის ნებისმიერ მოსახლეს შეუძლია. კონკურსის გამარჯვებული კი
გამორჩეულ პრიზს მიიღებს - უფასოდ დაესწრება აშშ-ის დიდ პრიზს, რომლის დროსაც
იქნება „მაკლარენის“ ოფიციალური სტუმარი.
კუბიცამ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა
Kubica confirms he drove in Mercedes's Formula 1
simulator
28 აპრილი
![]() |
| კუბიცა და ვოლფი |
ჟურნალ „ავტოსპორტთან“ საუბრისას, რობერტ კუბიცამ
დაადასტურა, რომ „მერსედესის“ ფ1-ის სიმულატორზე ივარჯიშა. ეს ინფორმაცია პირველად
ცოტა ხნის წინ გაჟღერდა, როდესაც პოლონელი მრბოლი რალის ევროპული ჩემპიონატის
ეტაპზე ასპარეზობდა. მაგრამ დღეების განმავლობაში, ჭორის ელფერი დაჰკრავდა. თუმცა,
აზორის რალის წინ, კუბიცას „ავტოსპორტის“ რეპორტიორი ესაუბრა და ამ საუბრისას
მრბოლმა დაადასტურა, რომ ბრეკლიში იმყოფებოდა და სიმულატორზე ივარჯიშა. თუმცა, ამ
თემაზე მეტის თქმა აღარ ისურვა.
Wednesday, April 24, 2013
რატომ ამჯობინა „პორშემ“ ფ1-ს ლე მანი
Porsche says F1's lack of road relevance pushed
it to LMP1 instead
24 აპრილი
„პორშეს“ გადაწყვეტილებას, ფორმულა ერთის ნაცვლად, გამძლეობაზე
რბოლებში დაბრუნებულიყო, პრაგმატული მიზეზებით იყო განპირობებული. გერმანულ
კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გამძლეობაზე რბოლები, ტექნიკური თვალსაზრისით, უფრო
ახლოსაა ავტომობილების წარმოებასთან და შესაბამისად, ასეთ სერიაში მონაწილეობას,
კომპანიისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
„ფორდმა“ მოგება 15 პროცენტით გაზარდა
Ford profit rises 15% on N.A. record
24 აპრილი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ მისი პირველი კვარტლის
მოგება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 15 პროცენტით, 1.61 მილიარდ
დოლარამდე არის გაზრდილი. ასეთი მკვეთრი ზრდა კი პირველ რიგში, ჩრდილოამერიკულ
ბაზარზე მიღებულმა რეკორდულმა მოგებამ განაპირობა, რამაც ევროპაში განცდილი
დანაკარგები გადაფარა.
Tuesday, April 23, 2013
„ჯენერალ მოტორსი“ ჩინეთში წარმოებულ ავტომობილებს აშშ-ში შეიტანს
General Motors May Sell Chinese-Built Cars in the
USA
23 აპრილი
თანამედროვე ჩინურ ავტომობილებს, ისევე როგორც ამ
ქვეყნის ბევრ სხვა სახის პროდუქციას, დაბალი ხარისხის გამო, ავტორიტეტი არ აქვს.
ჩინელებს ხარისხიანი ავტომობილების წარმოების მცირე გამოცდილება აქვთ. თანაც, ქრეშ
ტესტებზე ძალიან ცუდ შედეგებს ღებულობენ. შესაბამისად, ცისქვეშეთის ავტომობილებს,
ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იშვიათად ყიდულობენ.
„ტოიოტა FT-HT იუეძია“ - ჰიბრიდი ჩინეთისთვის
Toyota FT-HT Yuejia is a Six-Seater Hybrid
Concept Designed for China
23 აპრილი
ამ დღეებში, ყველა დიდი ავტომწარმოებელი,
ჩინეთისადმი მზრუნველობას ავლენს. უფრო სწორედ, ჩინელი მყიდველისადმი. და ეს
აღარავის უკვირს - მსოფლიოს აწ უკვე უდიდესი და ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი,
ყველასთვის უზარმაზარი მოგების მიღების წყაროა და ისინიც ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ.
ასეთ კომპანიებს შორისაა „ტოიოტაც“, რომელმაც შანჰაის ავტო ჩაინაზე, კონცეპტუალური
ჰიბრიდული ექვსადგილიანი „FT-HT იუეძია“ წარადგინა.
ჭურვი, რომლითაც ლოები პაიკს პიკის დაპყრობას ეცდება
23 აპრილი
„პეჟომ“
გამოაქვეყნა ინფორმაცია სარბოლ ავტომობილ „208 T16 პაიკს პიკზე“, რომლითაც რალიში
ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი სებასტიან ლოები, აღმართზე ლეგენდარულ რბოლაში გასამარჯვებლად
იასპარეზებს. მიზნის მიღწევაში ხელის შესაწყობად, ფრანგულმა კომპანიამ, თავის
პატარა ჰეჩბეკ 208-ს ბაზაზე ნამდვილი ჭურვი შექმნა, რომელიც ბევრ სუპერ
ავტომობილსაც მისცემს ფორას.
Monday, April 22, 2013
„ვოლვომ“ ლუქს ფლაგმანზე უარი თქვა
Bye, Bye Concept Universe: Volvo Says No to
Flagship Luxury Car
22 აპრილი
ორი წლის წინ, შანჰაის მოტორ შოუზე, „ვოლვომ“
კონცეპტუალური ლუქს სედანი „იუნივერსი“ (ფოტოებზე) წარადგინა, რომელიც კომპანიის
მომავალ სერიულ ფლაგმანად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, შვედურმა
კომპანიამ კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, ისევ ლუქსის კლასის - „კონცეპტ იუ“
გაგვაცნო. მაშინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ „ვოლვო“ ლუქს კლასში შეღწევას
ლამობდა და ეს კონცეპტებიც ამის მანიშნებელი იყო.
"ქარის მიერ შექმნილი" "მაკლარენ P1" (ვიდეო)
„მაზერატიმ“ ახალი „გიბლი“ შანჰაიში გაგვაცნო
New Maserati
Ghibli Sedan Makes its First Public Outing at Shanghai Auto Show
22 აპრილი
„გიბლი“
პირველი საშუალო ზომის ოთხკარიანი სპორტული სედანია „მაზერატის“ ისტორიაში. ამას
თავად იტალიური კომპანია გვამცნობს, რომელმაც თავისი სიახლე პირველად ჩინელ საზოგადოებას,
შანჰაის საავტომობილო გამოფენაზე წარუდგინა. და ჩინეთში გააქტიურება შემთხვევითი
არაა - იტალიური კომპანია, რომელიც „ფიატის“ ოჯახის წევრია და „ფერარისთან“ არის
შეწყვილებული, თავისი წლიური გაყიდვების 50 000-მდე გაზრდას გეგმავს და ამ
საქმეში, „გიბლისა“ და ახალ „კვატროპორტეზე“ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.„ნისან ფრენდ-ME“ - კონცეპტი ახალგაზრდა ჩინელებისთვის
Nissan Friend-ME Concept was Designed for Young
Chinese Buyers
22 აპრილი
დამიმეგობრდი
- ასე შეიძლება გავიგოთ ამ კონცეპტუალური ავტომობილის სახელი, რომელიც „ნისანმა“
სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდა ჩინელი
მყიდველისთვის შექმნა. ეს კი ის სეგმენტია, რომელიც სპეციალისტების პროგნოზით,
მალე მსოფლიოში უდიდესი გახდება.
Sunday, April 21, 2013
„ფორდმა“ სახელი „ესკორტი“ ჩინეთისთვის აღადგინა
Ford Revives Escort Name with New Concept Sedan
in Shanghai
20 აპრილი
იყო დრო, როდესაც „ფორდის“ გამაში ყველაზე
პოპულარული და ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, კომპაქტური „ესკორტი“ იყო. არა
იმიტომ, რომ ის დახვეწილი დიზაინით, ან შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით
გამოირჩეოდა. არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ავტომობილი იყო. მაგრამ ეს სახელი „ფოკუსმა“
შეცვალა, რომელმაც „ესკორტისგან“ მემკვიდრეობით პოპულარობა გადაიბარა.
ჰამილტონი: მანქანა „საშინელიდან“ „საოცრად“ გარდაიქმნა
Hamilton: Car went from “terrible” to “amazing”
21 აპრილი
ლუის ჰამილტონი გაოცებას არ მალავს იმის გამო, რომ
მისი მანქანა ბაჰრეინის რბოლის დასაწყისში საშინლად მუშაობდა, მეორე ნახევარში კი -
პირიქით. მან აღიარა, რომ თავისი მეხუთე ადგილით ძალიან კმაყოფილი დარჩა. არადა,
რბოლის დასაწყისში ამაზე ვერც კი იოცნებებდა.
Subscribe to:
Posts (Atom)













