28 აპრილი
ფრანგული
კომპანიისთვის, მონტე კარლოს დიდი პრიზი ახალი სპორტული ავტომობილების პირველი
ჩვენების ადგილად მკვიდრდება. შარშან იქ კონცეპტუალური „ალპინი“ წარადგინეს,
ამჯერად კი კიდევ ერთი სიახლის ჯერია, რომლისაც „რენო“ ჯერ მხოლოდ ფოტო ტიზერებს და
მწირ ინფორმაციას გვაცნობს.
მორიგი ორი ტიზერის
გარდა, ცნობილი გახდა (არა მწარმოებლის წყაროდან), რომ ავტომობილს „ტუინფან“ (ან
ტუინრან) დაარქვეს. თანაც, ეს ის ავტომობილია, რომელიც ჟენევის მოტორ შუს დღეებში,
მსტოვრებმა მადრიდში ტესტირებსას, ფოტოკამერით დააფიქსირეს.
კომპანიის
რელიზში აღნიშნულია, რომ: „ეს კონცეპტუალური ავტომობილი „რენო დიზაინის“ მიერაა
შემუშავებული და გამოხატავს კომპანიის მისწრაფებას გამოხატავს და არის იმის
ილუსტრაცია, თუ როგორ განსხვავებულად შეიძლება აღიქვა პატარა საქალაქო ავტომობილი“.
„ტუინფან“
არის ასევე კონცეპტუალური „ტუინ’Z-ის“ სარბოლო ვარიანტი, რომელიც ელექტროძრავის
ნაცვლად, ბენზინის მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მანქანის უკანაა
განლაგებული. ორივე კი მომავალი „ტვინგოს“ სახეს და ხასიათს გვიჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი “ტვინგო” უკანაამძრავიანი ავტომობილი
იქნება. მის პლატფორმაზე კი „დაიმლერი“ ახალ „სმარტებს“ გამოუშვებს.
ვიდეო
No comments:
Post a Comment