Bye, Bye Concept Universe: Volvo Says No to
Flagship Luxury Car
22 აპრილი
ორი წლის წინ, შანჰაის მოტორ შოუზე, „ვოლვომ“
კონცეპტუალური ლუქს სედანი „იუნივერსი“ (ფოტოებზე) წარადგინა, რომელიც კომპანიის
მომავალ სერიულ ფლაგმანად მოიაზრებოდა. მოგვიანებით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, შვედურმა
კომპანიამ კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, ისევ ლუქსის კლასის - „კონცეპტ იუ“
გაგვაცნო. მაშინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ „ვოლვო“ ლუქს კლასში შეღწევას
ლამობდა და ეს კონცეპტებიც ამის მანიშნებელი იყო.
მაგრამ ახლახანს, ისევ შანჰაის საავტომობილო
გამოფენაზე, ავტომწარმოებლის მთავარმა აღმასრულებელმა ჰაკან სამუელსონმა
განაცხადა, რომ „ვოლვო“ არ აპირებს დიდი ზომის ლუქს სედანის გამოშვებას, რომლითაც
შესაძლებელი იქნებოდა „ბეემვეს“ მე-7 სერიასთან, „აუდი A8-სთან“ და „მერსედს-ბენცის“
S-კლასთან კონკურენცია.
სამუელსონის თქმით, ასეთი ავტომობილი ვერ მოერგება „ვოლვოს“
„მწვანე“ იმიჯს და ვერც მის მომხმარებელთა გემოვნებას დააკმაყოფილებს. „არანაირი
სურვილი არ გვაქვს იმისა, რომ შევაბიჯოთ სეგმენტში, სადაც ისეთ ავტომობილებთან მოგვიწევს
კონკურენცია, რომლებიც V8 და V12 ძღავებითაა აღჭურვილი. არ გვგონია, რომ ასეთი
ავტომობილი ჩვენი იმიჯის შესაფერისი იყოს“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“
საუბრისას განაცხადა სამუელსონმა.
უკვე სამი წელია, რაც „ვოლვო“ ჩინურ „ჟეძიან ჯილის“
ჯგუფს ეკუთვნის. მაშინ ამ უკანასკნელის მთავარმა აღმასრულებელმა ლი შუფუმ
განაცხადა, რომ „ვოლვოს“ კონკურენცია ისეთი ლუქს კომპანიებისთვის უნდა გაეწია,
როგორებიც „ბეემვე“, „მერსედეს-ბენცი“ და „აუდია“. მაგრამ იმ დროს „ვოლვოს“
მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ ლუქს კლასის სედანი, მისი კომპანიის იმიჯისთვის
შეუფერებელი იქნებოდა. როგორც ჩანს, მის შემცვლელ სამუელსონს ამ თემაზე იგივე
შეხედულება აქვს.
არადა, ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ ჩინურ ბაზარზე „ვოლვოს“
ბიზნესს ლუქს კლასის სედანი ძალიან გამოადგება. სხვათა შორის, სწორედ ჩინური ბაზრის
დამსახურებაა ის ფაქტი, რომ „ფოლკსვაგენმა“ წარმოებიდან არ მოხსნა ლუქს სედანი „ფაეტონი“.
არის საფუძვლიანი მოსაზრება, რომ „ვოლვოს“ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წარმატების
მიღწევა შეუძლია.
სამუელსონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მისი კომპანია XC90-ის
და S80-ის შემცვლელების წარმოებისთვის მომზადებაზე ზრუნავს. ორივე ავტომობილი „ვოლვოს“
ახალ, ცვალებადი გაბარიტების მქონე პლატფორმაზე (SPA - სქელებლ
პლატფორმ არქიტექჩა) აიგება. სხვათა შორის, შემუშავების პროცესშია კიდევ ერთი, კომპაქტური
პლატფორმა, რომელზეც „ვოლვოს“ და „ჯილის“ სპეციალისტები ერთად მუშაობენ.
No comments:
Post a Comment