დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 22, 2013

„მაზერატიმ“ ახალი „გიბლი“ შანჰაიში გაგვაცნო


New Maserati Ghibli Sedan Makes its First Public Outing at Shanghai Auto Show
22 აპრილი
„გიბლი“ პირველი საშუალო ზომის ოთხკარიანი სპორტული სედანია „მაზერატის“ ისტორიაში. ამას თავად იტალიური კომპანია გვამცნობს, რომელმაც თავისი სიახლე პირველად ჩინელ საზოგადოებას, შანჰაის საავტომობილო გამოფენაზე წარუდგინა. და ჩინეთში გააქტიურება შემთხვევითი არაა - იტალიური კომპანია, რომელიც „ფიატის“ ოჯახის წევრია და „ფერარისთან“ არის შეწყვილებული, თავისი წლიური გაყიდვების 50 000-მდე გაზრდას გეგმავს და ამ საქმეში, „გიბლისა“ და ახალ „კვატროპორტეზე“ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს.
„გიბლის“ აღჭურვილობაში ბენზინის ორი ახალი V6 ძრავი და ერთიც დიზელი შედს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „მაზერატის“ ავტომობილის კაპოტქვეშ დიზელის ძრავი განლაგდა. დიზელის აგრეგატსაც V6 აგებულება აქვს. ის 3.0-ლიტრიანია და 272 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით, „გიბლის“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.3 წამში შეუძლია, 100 კილომეტრის გასავლელად კი მას 6.0 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. „მაზერატი“ აცხადებს, რომ  ძრავი იმგვარადაა მომართული, რომ ბრენდის შესაფერისი ხმა გამოსცეს.


ბენზინის ორივე V6 ძრავი ორი ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი და ფორსირების განსხვავებული ხარისხით გამოირჩევა. ერთის სიმძლავრე 326 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 404 ცხენის ძალა. უფრო მძლავრი აგრეგატით აღჭურვილ სედანს სახელში S აქვს დამატებული და ის ადგილიდან ასამდე აჩქარებას 5.0 წამში ასწრებს. უფრო სუსტი ძრავის შემთხვევაში, იმავე აჩქარებას 5.6 წამი სჭირდება.
ყველა ძრავს ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უწყვილდება, „გიბლის“ ტოპ ვერსია კი სრულამძრავიან Q4 სისტემას მიიღებს. სულ რაღაც 150 მილიწამია საკმარისი იმისათვის, რომ ამ სისტემამ, კოლოფიდან გამოსული მაბრუნი მომენტი წამყვან ბორბლებს მიაწოდოს. ამასთან, წინა ბორბლებს მომენტის 35 პროცენტზე მეტი არ მიეწოდება.
საინტერესოა, როგორ მიიღებს ამ ელეგანტურ ავტომობილს ჩინური ბაზარი, სადაც კონსერვატიულ სტილში შესრულებულ ავტომობილებს ამჯობინებენ. სხვათა შორის, ამ მიზეზით, „იაგუარს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩინეთში გასაყიდ XJ-ს უფრო მკაცრი გამომეტყველება მიანიჭოს. ეს კომპანია კი „მაზერატის“ უშუალო კონკურენტია.
„მაზერატი გიბლის“ მსოფლიო გაყიდვები, ფრანკფურტის მოტორ შოუზე მისი ჩვენების შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment