დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 30, 2013

ახალი „ჩეროკი“ სანადიროდ გამოდის

2014 Jeep Cherokee Unveiled at the New York Auto Show
30 მარტი
ეს ავტომობილი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს, „ჯიპმა“ ფოტოებით ოფიციალურ პრემიერამდე ერთი თვით ადრე გაგვაცნო, ნიუ იორკის ავტო შოუზე კი ის რეალურად წარმოადგინა. მოკლედ, „ჩეროკი“ ბრუნდება. ახალი დიზაინით, ახალი ტექნოლოგიებით, ეკონომიური ძრავებით, უსაფრთხოების უახლესი სისტემებით და რაც მთავარია, ამბიციებით.

„ჰიუნდაი ეკუსის“ დაგრძელებული ლიმუზინი „ჰერმესისგან“

Hyundai Gets Glitzy with Equus Stretch Limo Designed by Hermes
30 მარტი
„ჰიუნდაიმ“ სახეშეცვლილი „ეკუსის“ პრემიერისთვის ნიუ იორკის ავტო შოუ შეარჩია, საფრანგეთის მოდის სახლ „ჰერმესის“ ჩვენებისას კი საზოგადოებას იმავე „ეკუსის“ დაგრძელებული ვერსია - ლიმუზინი „ეკუს ბაი ჰერმეს“ წარუდგინა. ოღონდ, ამ ავტომობილის საფუძვლად შარშანდლი „ეკუსი“ გამოიყენა. ავტომობილის სახელწოდებაში „ჰერმესის“ დამატება სიმბოლური სულაც არაა - მოდის სახლმა ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაშიც მიიღო მონაწილეობა.

კუბიცას მრჩეველები ლოები და ჰირვონენი იქნებიან

Robert Kubica to get advice from Sebastien Loeb on WRC debut
30 მარტი
 მალე, პორტუგალიის რალიზე, რობერტ კუბიცა პირველად იასპარეზებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს იქნება მისი პირველი რბოლა გრუნტიან გზაზე და ამ საქმეში მას გვერდში ეყოლება მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები. ახლახანს კუბიცამ კანარის რალიზე იასპარეზა და რბოლას ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ავარიის შემდეგ ასპარეზობას გამოეთიშა.

ახალი „დიფენდერი“ „წარმოუდგენლად განსხვავებული“ იქნება


Next Land Rover Defender Will Be "Incredibly Distinctive"
30 მარტი
შემდეგი თაობის „ლენდ როვერ დიფენდერს“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოვა, ახლანდელისგან „წარმოუდგენლად განსხვავებული“ გარეგნობა ექნება. ამას გვპირდება ბრიტანული კომპანიის დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი. „შემიძია დაგარწმუნოთ, რომ ეს წარმოუდგენლად განსხვავებული მანქანა იქნება. ეს არის თანამედროვე დროის „დიფენდერი“. მის მსგავსს ქვეყნად ვერაფერს ნახავთ“, - გამოცემა „ქარედვაისთან“ საუბრისას განაცხადა მაკგოვერნმა და დასძინა, რომ ახალ ავტომობილს საერთო არაფერი ექნება კონცეპტუალურ DC100-თან (ფოტოზე).

„ტოიოტა“ საკუთარ მოდულურ პლატფორმას შექმნის

Toyota Wants to Follow in VW Group's Footsteps and Build its Own MQB Modular Platform
30 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მოგებაა, რაც თავის მხრივ, გაყიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული. ავტომობილის ხასიათი, ინდივიდუალობა უკანა პლანზეა გადაწეული, თუმცა ეს თვისებებიც გაყიდვების ზრდას განაპირობებს. თანამედროვე ტექნოლოგიები, ერთიდაიგივე მაკომპლექტებლების მაქსიმალურ ურთიერთშენაცვლობის წყალობით, წარმოების ფასის შემცირების საშუალებას იძლევა.

Friday, March 29, 2013

განქორწინება იტალიურად? არა, თუმცა ნაწილობრივ კი...

Divorce, Italian style? No, but a design change at Ferrari
29 მარტი
1951 წლიდან მოყოლებული, „ფერარი“ და „პინინფარინა“ პრაქტიკულად განუყოფლები არიან. იტალიურმა ატელიემ, ერთის გარდა, მარანელოელთა ყველა ავტომობილის დიზაინი შეიმუშავა. ის ერთი გამონაკლისი 1973 წლის „დინო GT4“ იყო, რომელიც „ბერტონემ“ შეიმუშავა.

მილიონი დოლარი ჯეიმს ბონდს „ლენდ როვერისგან“ (ვიდეო)

Daniel Craig Introduces the 2014 Range Rover Sport, Pockets $1 Million
29 მარტი
კარგია, როცა სახელოვანი აგენტის როლს განდობენ - ყველა გიცნობს და იმისათვის, რომ ასეა, უზარმაზარ ჰონორარებსაც გიხდიან. არამხოლოდ როლის შესრულებისთვის, არამედ სხვა საქმეებშიც. მაგალითად, ახალი მანქანის საჭის ტრიალში. აბა, ვის შეიძლება, გადაუხადონ მილიონი დოლარი იმისათვის, რომ ნიუ იორკში თავისი ხარჯით მიიწვიონ, ახალი მანქანა ჩააბარონ, ქალაქში გასეირნება სთხოვონ, რის შემდეგაც ამ მანქანას დათქმულ ადგილზე შეაგრიალებს, ცოტა ხანს ფოტო და ვიდეო კამერების წინ იპოზიორებს და... მილიონიც მისია! რა თქმა უნდა, ჯეიმს ბონდს, უფრო სწორედ, მისი როლის შემსრულებელ დანიელ კრეიგს.

„უილიამსმა“ ჩავარდნის მიზეზს მიაგნო

Williams finding answers to its F1 2013 woes - AUTOSPORT analysis
29 მარტი
„უილიამსმა“ სეზონი უხეიროდ დაიწყო - პასტორ მალდონადომ ახალ მანქანას უმართავიც კი უწოდა. მაგრამ გუნდი არ დაბნეულა და მალაიზიის შემდეგ აცხადებს, რომ ჩავარდნის მიზეზს მიაგნო. ტექნიკურ დრექტორ მაიკ ქოგლენის თქმით, პრობლემების წყარო ახალი, კოანდას ეფექტის გათვალისწინებით შემუშავებული გამოსაბოლქვია.

„აუდი“ „ალფა რომეოს“ შეძენას ცდილობს

Audi to Buy Alfa Romeo?
29 მარტი

მიუხედავად იმისა, რომ „ფიატის“ ჯგუფის მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს არაერთხელ უთქვამს, „ალფა რომეოს“ გაყიდვას „ფიატი“ არ აპირებსო, ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კონცერნი მოლაპარაკებას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის პრემიუმ კომპანია „აუდი“ აწარმოებს. ინტერნეტ გამოცემა „უორდსავტოს“ ინფორმაციით, მოლაპარაკება მარკიონესა და „აუდის“ მთავარ აღმასრულებელ რუპერტ შტადლერს შორის მიმდინარეობს.

Thursday, March 28, 2013

მეორე თაობის „კია სოულის“ პრემიერა ნიუ იორკში

It’s Got Track'ster Soul: Kia Unveils Second Generation of its Compact “Urban Utility Vehicle”
28 მარტი
თავის პოპულარულ მოდელ „სოულის“ მსოფლიო პრემიერისთვის, „კიამ“ ნიუ იორკი აირჩია და არა ჟენევა. არადა თითქოს, ეს პატარა ავტომობილი უფრო სწორედ ძველი კონტინენტის ბაზარს შეეფერება და ამერიკელებისთვის ნაკლებად საინტერესოა. მაგრამ კორეულმა კომპანიამ სწორედ დიდ ვაშლზე გააკეთა არჩევანი.

„ლექსუსმა“ დაადასტურა, რომ კონცეპტუალურ LF-LC-ს გამოუშვებს

Lexus Official Confirms Production Version of LF-LC Sports Concept
28 მარტი

„ლექსუსმა“ ჭოჭმანობა დაასრულა და მწვანე შუქი აუნთო კონცეპტუალურ კუპე LF-LC-ს წარმოებას, ავტომობილისა, რომელმაც არაერთ საავტომობილო გამოფენაზე, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლებისგან საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ეს ინფორმაცია გამოცემა „უორდსავტოსთან“ საუბრისას, „ლექსუსის“ მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა ბრაიან სმიტმა დაადასტურა.

ფეტელმა „რედ ბულს“ მოუბოდიშა

Red Bull team orders row: Vettel apologises to team staff
28 მარტი
სებასტიან ფეტელმა „რედ ბულს“ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში იმის გამო, რომ მალაიზიის რბოლისას, გუნდის მითითებებს არ დაემორჩილა და ამით, მისი ინტერესები უგულვებელჰყო. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი წითელი ხარების მილტონ კეინსის ბაზაზე მივიდა იმისათვის, რომ ჩინური ეტაპისთვის მოემზადოს. „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერის თქმით, რომ ფეტელი გუნდის პერსონალს შეჰპირდა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

კონცეპტუალური „სუბარუ WRX“ ნიუ იორკში

Subaru WRX Concept Premieres at the New York Auto Show
28 მარტი
წლების განმავლობაში, „სუბარუს“ და „მიცუბიშის“ იმისთვის აკრიტიკებენ, რომ ეს კომპანიები თავიანთ შესანიშნავ ავტომობილებს - „იმპრეზა WRX-ს“ და „ლანსერ ევოლუშნს“ გარეგნულად არ ხვეწენ. „ჩააცვით ნორმალურად და შეინარჩუნეთ მათი დინამიური მახასიათებლები“, - ამ ავტომობილებისადმი მსგავს მოწოდებებს ხშირად გაიგებთ. და აი, „სუბარუ“ ამ მოწოდებას გამოეხმაურა და ნიუ იორკის ავტო შოუზე, კონცეპტუალური WRX წარადგინა.

„ჰიუნდაი HND-9“ - შემდეგი „ჯენეზის კუპე“ კონცეპტუალური სახით

Hyundai HND-9 Concept is the Blueprint for the Next Genesis Coupe, Debuts in Seoul
28 მარტი
რამდენიმე დღის წინ, როდესაც კონცეპტუალურ კუპე HND-9-ის ესკიზები გამოაქვეყნა, „ჰიუნდაიმ“ განაცხადა, რომ ეს არის მომავალი ლუქს კლასის კუპეს კონცეპტუალური ვერსია, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რომლისა. მაგრამ გაჩნდა ვარაუდბი, რომ ნაგულისხნები იყო „ჯენეზის კუპე“.

„ფოლკსვაგენ გოლფი“ მსოფლიოს წლის ავტომობილია

Volkswagen Golf named 2013 World Car of the Year
28 მარტი
"ფოლკსვაგენის" ჯგუფის გლობალური დიზაინის დირექტორი
ვალტერ და სილვა ჯილდოთი ხელში

ნიუ იორკის ავტო შოუზე, კონკურს „მსოფლიოს წლის ავტომობილი“ ორგანიზატორებმა, გამარჯვებული გამოაცხადეს. საპატიო ჯილდო, „ფოლკსვაგენის“ მეშვიდე თაობის „გოლფს“ მიენიჭა. ეს ამ ერთ თვეში, ვოლფსბურგელთა ბესტსელერის მეორე მსგავსი აღიარებაა - ჟენევის მოტორ შოუზე, მას ევროპის წლის ავტომობილის წოდებაც მიანიჭეს.