2014 Jeep Cherokee Unveiled at the New York Auto
Show
ახალი „ჩეროკი“, რომელიც „ლიბერტის“ შეცვლის, საქმისადმი
„ჯიპის“ სრულიად ახალი მიდგომის პირველი ნიმუშია. მართალია, ავტომობილის წინა
ნაწილმა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიიღო, მაგრამ მთლიანობაში, „ჩეროკი“
ელეგანტურად გამოიყურება. და მოგწონთ თუ არა, რადიატორის ახლებური გაფორმებით, მას
ავტომობილების ნაკადში ადვილად გამოარჩევთ.
პრეზენტაციის მომენტში, „ჩეროკის“ მყიდველს არჩევანის
გაკეთება მხოლოდ ორ ძრავს შორის შეუძლია. ერთია სერია „მულტიეარის“ 2.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
აგრეგატი, რომლის სიმძლავრე 184 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 232
ნიუტონმეტრი. მეორე ძრავია სერია „პენტასტარის“ 3.2-ლიტრიანი V6, რომელიც 271
ცხენის ძალას და 323 ნიუტონმეტრს იძლევა. ორივე შემთხვევაში ძრავთან 9-საფეხურიანი
ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული.
30 მარტი
ეს ავტომობილი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებს, „ჯიპმა“
ფოტოებით ოფიციალურ პრემიერამდე ერთი თვით ადრე გაგვაცნო, ნიუ იორკის ავტო შოუზე
კი ის რეალურად წარმოადგინა. მოკლედ, „ჩეროკი“ ბრუნდება. ახალი დიზაინით, ახალი
ტექნოლოგიებით, ეკონომიური ძრავებით, უსაფრთხოების უახლესი სისტემებით და რაც
მთავარია, ამბიციებით.
ინტერიერში „დოჯ დარტთან“ ნათესაობა იგრძნობა და ეს
არცაა გასაკვირი - ორივე იმავე პლატფორმაზეა (კომპაქტ იუ-ეს უაიდ - კომპაქტური
ამერიკისთვის, განიერი) ბაზირებული, რომელზეც „ალფა რომეო ჯულიეტა“ (კრაისლერი ხომ
ფიატთანაა ალიანსში). ის ფაქტი, რომ უგზოობის
ავტომობილი კომპაქტური ჰეჩბეკის მოდიფიცირებულ პლატფორმაზეა ბაზირებული, კარგ
მართვადობას და კომფორტს გვპირდება. ავტომობილის წინა საკიდარი მაკფერსონის საყრდენებია,
უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული. წინა საკიდარის სვლის სიმაღლე 17
სანტიმეტრია, უკანასი კი - 18.
უფრო მცირე ძრავით აღჭურვილ „ჩეროკის“ 100
კილომეტრის გასავლელად 7.6 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ასეთი ეკონომიურობა მეტწილად
იმის წყალობითაა განპირობებული, რომ ავტომობილი ჰეჩბეკის პლატფორმაზეა აგებული.
იმავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, მასზე შესაძლებელია უკანა ხიდის გათიშვა,
რის შემდეგაც, წინაამძრავიანი ავტომობილი ხდება.
ახალი „ჩეროკი“ ბევრი დამხმარე და უსაფრთხოების სისტემითაა
აღჭურვილი. მათ შორისაა პარკირების სისტემა, რითაც მანქანას დამოუკიდბლად შეუძლია
სადგომზე ადგილის დაკავება, უსაფრთხოების სისტემა, რომელიც 10 აირბალიშს მოიცავს, უხილავი
ზონების კონტროლის სისტემა, შეჯახების გამაფრთხილებელი და ზოლში მოძრაობის უზრუნველყოფის
სისტემები, უკანა ხედვის კამერა, სტაბილიზაციის სისტემა და ექსტრემალურ სიტუაციაში
დამხმარე სამსახურის გამოძახების სისტემა.
No comments:
Post a Comment