დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 1, 2013

შემდეგი „ფოლკსვაგენ შიროკო“ რადიკალურად განსხვავებული იქნება


Next Volkswagen Scirocco will be Radically Different, Says Walter de Silva
1 აპრილი
„ფოლკსვაგენმა“ სპორტული მოდელი „შიროკო“ ბაზარზე 2008 წელს დააბრუნა და ყველას დაუმტკიცა, რომ მის დიზაინერებს სხვანაირი, კოხტა და საინტერესო ავტომობილების შექმნა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილიც ყველას გემოვნებას და მოთხოვნებს ვერ შეესაბამება, მაგრამ საერთო ჯამში, ვოლფსბურგელთა საწარმოო გამაში სიხალისე შემოაქვს.

წარმოების დაწყებიდან პირველ ორ წელიწადში, „ფოლკსვაგენმა“ დაახლოებით 10 000 ცალი „შიროკოს“ გაყიდვა შეძლეს, რაც ამ ტიპის ნიშური ავტომობილისთვის კარგი შედეგია. და მაინც, რაც უნდა იყოს, ახლანდელი „შიროკოს“ ციკლი დასასრულს უახლოვდება, მისი შემცვლელი კი ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს. გამოცემა „ქარედვაისი“ ამ თემაზე „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დიზაინის შეფ ვალტერ დე სილვას ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალი „შიროკოს“ სახით, რევოლუციურ ავტომობილს ვიხილავთ:
„ეს სულ სხვა ავტომობილი იქნება, სრულიად ახალი. არ გვინდა, რომ ახლანდელი „შიროკოს“ გარეგნობის გამეორება შევთავაზოთ მყიდველს. ჩვენ გვინდა მისი ძირეულად შეცვლა. ჯერ ეს მხოლოდ სტუდიური პროექტია, ჯერ ჩამოყალიბებული არაა. ამ მომენტში მასზე ვმუშაობთ. მაგრამ იმას ვიტყვი, რომ 360 გრადუსით (? - ამ დროს იტყვიან ხოლმე, 180 გრადუსით) სხვაგან ვიყურებით“.
ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი „შიროკოც“ წინაამძრავიანი ავტომობილი იქნება, ამასთან მყიდველს სრულამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებენ. რაც მთავარია, უახლეს MQB-პლატფორმაზე ააგებენ, რომელიც „ფოლკსვაგენმა“ უკვე გამოიყენა მეშვიდე თაობის „გოლფზე“. და რა თქმა უნდა, ძრავებსაც „გოლფისგან“ მიიღებს. მთავარი კი ისაა, რომ ახალი „შიროკო“ ამერიკის ბაზარზე შესასვლელად ემზადება - ახლანდელი შტატებში არ იყიდება...

No comments:

Post a Comment