Suzuki Foretells Arrival of Authentics Sedan
Concept via Teaser Ahead of Shanghai Show
1 აპრილი
„სუზუკიმ“ ახლახანს ამერიკის და კანადის ბაზრები
დატოვა. ამ ნაბიჯის გადადგმა ცოტა გასაკვირიც კი იყო იმის ფონზე, რომ მისი
გაყიდვები იზრდებოდა. მაგრამ როგორც ჩანს, იაპონური კომპანიის ქმედება სრულიად
გააზრებული და პრაგმატული ყოფილა - საქმე ისაა, რომ „სუზუკიმ“ ახალ პრიორიტეტად
ჩინური ბაზარი შეარჩია. ცისქვეშეთი უკვე არის მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო
ბაზარი და კვლავაც სწრაფი ტემპით იზრდება. მალე იქ გაყიდვების წლიური მოცულობა 20
მილიონს მიაღწევს...
და ასეთ პერსპექტიულ ბაზარზე თავისი წილის
დასაკუთრებას „სუზუკიც“ ლამობს. ამის ნიშნად, შანჰაის მოტორ შოუზე, C-სეგმენტის
კონცეპტუალურ სედანს წარადგენს, სახელად „აუთენტიკს“ (ნამდვილი). იაპონური
კომპანიის განცხადებით, ეს ავტომობილი, რომლის ფოტო ტიზერებიც ინტერნეტით
გაავრცელა, ჩინური ბაზრის თავისებურებათა გათვალისწინებით, სწორედ ჩინური
ბაზრისთვისაა შექმნილი.
„სუზუკი“ თავის კონცეპტუალურ ავტომობილს „სპორტულად
ელეგანტურს“ უწოდებს. „აუთენტიკს“ გრძელი ბაზა და გლუვი, დაბალი პროფილი აქვს. სულ
ესაა, რისი გარჩევაც ტიზერებზეა შესაძლებელი, მათზე მანქანა სიბნელეში დგას და
იმგვარადაა გაშუქებული, რომ მხოლოდ მისი ზედა ნაწილი ჩანდეს. თუმცა, ესეც
საკმარისია იმისათვის რომ ვივარაუდოთ - ის არცთუ წარმატებული „კიზაშის“ ახლებური
ვერსიაა.
სწორედ ჩინეთი იქნება პირველი, სადაც ამ ავტომობილს
გასაყიდად გამოიტანენ, შემდეგ კი მას სხვა ბაზრებიც მიიღებენ (ამერიკის და კანადის
გარდა). თუმცა, „სუზუკი“ არ ადასტურებს, რომ „აუთენტიკსი“ მაინცდამაინც „კიზაშის“
შემცვლელია. ამ ავტომობილზე ოფიციალურ ინფორმაციას შანჰაის მოტორ შოუზე, 20 აპრილს
გაგვაცნობენ.
No comments:
Post a Comment