დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 1, 2013

„ფორდი“ თავის შეფს ბონუსად თითქმის 12 მილიონ დოლარს გადაუხდის


Ford awards Mulally nearly $12 million in performance bonuses
1 აპრილი
„ფორდ მოტორ კომპანის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ (ფოტოზე) გასულ წელს შესრულებული სამუშაოსთვის, ბონუსების სახით, თითქმის 12 მილიონი დოლარი მიიღო. ამერიკულმა კომპანიამ ბონუსები როგორც წესი, აქციებით გადაუხადა. საბოლოოდ, ამ აქციების ბირჟაზე გაყიდვის შემდგ, თანხამ 11.7 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მიულალიმ მიიღო ასევე 7 მილიონი იმ თანხიდან, რომელიც 2010 წელს ეკუთვნოდა (უბრალოდ, დაბალი ფასის გამო, მაშინ ეს აქციები არ გაყიდა).

ცნობისათვის, კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა მიულალი 2006 წელს მოიწვია. მანამდე მიულალი „ბოინგს“ ხელმძღვანელობდა. მაშინ ცისფერი ოვალი კრიზისში იყო - 2006-2008 წლებში კომპანიამ ჯამში 30 მილიარდ დოლარამდე იზარალა. მაგრამ მიულალიმ იმდენი შეძლო, რომ „ფორდს“ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება (ჯენერალ მოტორსისგან და კრაისლერისგან განსხვავებით) არ დასჭირდა. კრიზისის პიკში, კომპანიის თითო აქციის ფასი 1.01 დოლარამდე დაეცა. მაგრამ კრიზისი დასრულდა და უკვე ოთხი წელია, ამერიკული კომპანია მოგებაზე მუშაობს. შარშან მისმა სუფთა მოგებამ 5.7  მილიარდი დოლარი შეადგინა, თითო აქციის ფასი კი დღეს კი 12.75 დოლარი ღირს.

No comments:

Post a Comment