დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 30, 2013

„ჰიუნდაი ეკუსის“ დაგრძელებული ლიმუზინი „ჰერმესისგან“

Hyundai Gets Glitzy with Equus Stretch Limo Designed by Hermes
30 მარტი
„ჰიუნდაიმ“ სახეშეცვლილი „ეკუსის“ პრემიერისთვის ნიუ იორკის ავტო შოუ შეარჩია, საფრანგეთის მოდის სახლ „ჰერმესის“ ჩვენებისას კი საზოგადოებას იმავე „ეკუსის“ დაგრძელებული ვერსია - ლიმუზინი „ეკუს ბაი ჰერმეს“ წარუდგინა. ოღონდ, ამ ავტომობილის საფუძვლად შარშანდლი „ეკუსი“ გამოიყენა. ავტომობილის სახელწოდებაში „ჰერმესის“ დამატება სიმბოლური სულაც არაა - მოდის სახლმა ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმებაშიც მიიღო მონაწილეობა.
კორეული კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ავტომობილი, ორი კომპანიის დიზაინერების და ინჟინრების ორწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ინტერიერში ყურადღება ფერების შეხამებაზე გამახვილდა. აქ 20 ისეთი ელემენტია გამოყენებული, რომლებიც სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შეიქმნა. რა თქმა უნდა, ისინი ხელით შრომის (ჰერმესის სპეციალისტების) შედეგია. ინტერიერში რამდენიმე სახეობის ტყავი გამოიყენეს, რომლებიც „ჰერმესის“ სპეციალისტებმა შეარჩიეს. მაგალითად, კარის გასაფორმებლად, ნიანგის ტყავია გამოყენებული, რომლითაც „ჰერმესი“ ხელჩანთებს აწარმოებს.
„ჰერმესის“ დიზაინერებმა, ცენტრალურ კონსოლზე მუშაობისას, შთაგონების წყაროდ თვითმფრინავების ინტერიერი გამოიყენეს. მაგალითად, აქ ნახავთ დასაკეც მაგიდებს და ჭიქების ჩასადგამებს, ასევე წყლის ბოთლის შესანახ ჯიბეს და მოზრდილ შესანახ სივრცეს, სადაც სამგზავრო საბნის შენახვაც კი შეიძლება.
სულ სამი ცალი „ეკუს ბაი ჰერმესი“ დამზადდა და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, არცერთი გასაყიდად არაა. „ჰიუნდაი“ ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის ბაზარზე გამოტანა არ იგეგმება. ისინი მხოლოდ იმისთვის დამზადდა, რომ ბრენდის იმიჯი გააუმჯობესოს.

ცნობისათვის, პირველი მოდის სახლი, რომელთანაც „ჰიუნდაიმ“ ითანამშრომლა, „პრადაა“, რომელმაც სედან „ჯენეზისის“ ექსკლუზიური ვერსიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მათ ერთობლივად შემუშავებული სულ 1200 ცალი „ჯენეზისი“ დაამზადეს, თუმცა მათგან მხოლოდ 400 ცალის გაყიდვა შეძლეს.

No comments:

Post a Comment