Lexus Official Confirms Production Version of
LF-LC Sports Concept
28 მარტი
„ლექსუსმა“ ჭოჭმანობა დაასრულა და მწვანე შუქი
აუნთო კონცეპტუალურ კუპე LF-LC-ს წარმოებას, ავტომობილისა, რომელმაც არაერთ საავტომობილო
გამოფენაზე, სპეციალისტებისა და დამთვალიერებლებისგან საუკეთესო გამოხმაურებები
მიიღო. ეს ინფორმაცია გამოცემა „უორდსავტოსთან“ საუბრისას, „ლექსუსის“ მარკეტინგის
ვიცე პრეზიდენტმა ბრაიან სმიტმა დაადასტურა.
„ეს ჩაფიქრებული იყო, როგორც მხოლოდ კონცეპტუალური
ავტომობილი. მაგრამ ალბათ ყველას გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ წარმოუდგენლად დადებითი
გამოხმაურებების გამო, მისი წარმოება გადაწყდა. ეს უზარმაზარი გამარჯვებაა“, -
ამბობს სმიტი, ვისაც ამ ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისათვის, კონცეპტუალური LF-LC აღჭურვილია
ბენზინის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემით, რომლის სიმძლავრეც 500
ცხენის ძალას აღწევს. ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა „ტოიოტას“ ლუქს ბრენდი
ამ აგრეგატს, ან თუ შეცვლის, რომელზე შეაჩერებს არჩევანს.
No comments:
Post a Comment