დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 28, 2013

„ჰიუნდაი HND-9“ - შემდეგი „ჯენეზის კუპე“ კონცეპტუალური სახით

Hyundai HND-9 Concept is the Blueprint for the Next Genesis Coupe, Debuts in Seoul
28 მარტი
რამდენიმე დღის წინ, როდესაც კონცეპტუალურ კუპე HND-9-ის ესკიზები გამოაქვეყნა, „ჰიუნდაიმ“ განაცხადა, რომ ეს არის მომავალი ლუქს კლასის კუპეს კონცეპტუალური ვერსია, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, რომლისა. მაგრამ გაჩნდა ვარაუდბი, რომ ნაგულისხნები იყო „ჯენეზის კუპე“.

სეულის მოტორ შოუზე, კორეულმა კომპანიამ ეს ავტომობილი წარმოადგინა და გამოაცხადა, რომ „შემდეგი თაობის „ჯენეზის კუპე“ სწორედ კონცეპტუალური HND-9-ს სტილში შესრულდება და მისგან ტექნიკურ აღჭურვილობასაც გაიზიარებს“. რამდენად დაემსგავსება მეორე თაობის „ჯენეზის კუპე“ ამ მართლაც ელეგანტურ კონცეპტუალურ ნამუშევარს, ძნელი სათქმელია - HND-9-ს ხომ ბევრი ისეთი ელემენტი აქვს, რომლებიც როგორც წესი, სერიული ავტომობილებისთვის შეუფერებელია. ასეთ ელემენტთაგან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება პეპლის სტილის კარები, როგორებსაც მხოლოდ სუპერ ავტომობილებზე თუ შევხვდებით.
„კონცეპტუალურიHND-9 გიჩვენებთ, თუ როგორი იქნება „ჰიუნდაის“ მომავალი ლუქს კლასის სპორტული კუპეები. ეს კონცეპცია, „ჰიუნდაის“ დიზაინის ფილოსოფია „თხიერი სკულპტურის“ ევოლუციაა. ამ უკანა ამძრავიან კუპეში, შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლები და დახვეწილი გამოსახულებაა შერწყმული“, - ამბობს „ჰიუნდაის“ დიზაინ ცენტრის შეფი სუკ-გეუნ ო.

კონცეპტუალური ავტომობილი, „ჰიუნდაის“ ჯგუფის ნამიანის (კორეა) კვლევისა და განვითარების ცენტრშია შემუშავებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 695მილიმეტრი, სიგანე 1 890 მილიმეტრი, სიმაღლე 1 340 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა 2 860 მილიმეტრი. ამგვარად, ის ახლანდელ „ჯენეზის კუპეზე“ გრძელი, განიერი და დაბალია.
რაც შეეხება აღჭურვილობას, კონცეპტუალურ ავტომობილს მბიძგველ ძალას 3.3-ლიტრიანი ტურბო კომპრესორიანი GDi V6 ანიჭებს, რომლის სიმძლავრე 362 ცხენის ძალაა. ძრავთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

No comments:

Post a Comment