დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 16, 2013

დამოკლებული მე-11 ეტაპი გორდონმა მოიგო

Robby Gordon wins shortened Dakar Rally stage
16 იანვარი

ცუდი ამინდის გამო, დაკარის ორგანიზატორებმა მე-11 ეტაპი შეამოკლეს. რთულ პირობებში, ყველაზე უკეთ ამერიკელმა რობი გორდონმა თავისი „ჰამერით“ ყველაზე უკეთ იასპარეზა და მიმდინარე რბოლაში პირველად შეძლო ეტაპის მოგება.

ლოები წავიდა, მაგრამ მაინც ლიდერობს


New era but Loeb still out in front
16 იანვარი
ავტოსპორტულ პრესაში ინტენსიურად მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება პოსტლოებისეულ რალის მსოფლიო ჩემპიონატში დომინანტი ძალა. ყველაზე ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ რბოლები გაცილებით ძნელად პროგნოზირებადი და საინტერესო გახდება. და სანამ მსჯელობა გრძელდება, მონაკოს თოვლიან გზებზე... სებასტიან ლოები ლიდერობს.

„ჰიუნდაი“ და რის მილენი პაიკს პიკს ერთად დაუბრუნდებიან

Hyundai and Rhys Millen reunite, will return to Pikes Peak
16 იანვარი
პაიკს პიკის ბოლო რბოლის შემდეგ, „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მოტორსპორტულ აქტივობას წყვეტს. ამგვარად, კორეულმა კომპანიამ ამერიკელი მრბოლი და მისი გუნდი, რომელიც ფორმულა დრიფტსა და რალიქროსის გლობალურ ჩემპიონატში ასპარეზობს, სატიტულო სპონსორის გარეშე დატოვა. არადა, სწორედ შარშანდელ პაიკს პიკზე, მილენმა და „ჰიუნდაიმ“,სერიულ ავტომობილებს შორის, ამ უძველესი რბოლის დროის რეკორდი გააუმჯობესეს.

„ზაუბერი“ „მერსედესის“ ძრავებზე გადასვლას უარყოფს

Sauber denies Mercedes engine deal for 2014
16 იანვარი

„ზაუბერმა“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, 2014 წლის სეზონიდან, „ფერარის“ ნაცვლად, „მერსედესის“ ძრავებზე გადავა. ცნობა, რომელიც ფრანგულ პრესაში გავრცელდა გვაუწყებდა, რომ „ზაუბერი“ და „ფორს ინდია“ ძრავების მიმწოდებლებს ცვლიან.

„მერსედეს-ბენცის“ სახეშეცვლილი E-კლასი

Detroit Auto Show Welcomes Mercedes-Benz's Revised E-Class Family
16 იანვარი

რატომღაც, „მერსედესმა“ დეტროიტის შოუზე კომპაქტურ სედან CLA-ს პრემიერის ჩატარება არ ისურვა, თუმცა ცოტა ხნით ეს ავტომობილო მაინც გამოაჩინა. სამაგიეროდ, პრესას და დამთვალიერებელს E-კლასის მთელი ოჯახის განახლებული და მრავალფეროვანი სახე წარუდგინა.

Tuesday, January 15, 2013

„ვია X-ტრეკი“ – 800 ცხენის ძალა 2.35 ლ/100 კმ-ზე (ვიდეო)

Bob Lutz-approved Via X-Truck offers 800 hp, 100 MPGe
15 იანვარი
„ვია მოტორსი“ ახალი ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2010 წელს შეიქმნა და ელექტრომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ახლახანს, ამ კომპანიამ შეიმუშავა ჰიბრიდული ტექნოლოგია, სახელწოდებით „ვია V-დრაივ“, რომელშიც სვლის სიშორის გასაზრდელ საშუალებად, შიდაწვის ძრავია გამოყენებული. ჰიბრიდული დანადგარი ისეა კონსტრუირებული, რომ მისი გამოყენება პიკაპებზე, მინივენებსა და უგზოობის ავტომობილებზე იყოს შესაძლებელი.

„ბეემვეს“ მე-4 სერიის კუპეს პრემიერა დეტროიტში

New BMW 4-Series Coupe Concept in the Flesh from the Detroit Auto Show
15 იანვარი
„ბეემვეს“ ფანებს მალე ერთი სიახლე ელით - მე-3 სერიის კუპეს ნაცვლად, მათ მე-4 სერიას შესთავაზებენ. ეს იგივე ავტომობილი იქნება, რაც მე-3 სერიის კუპე უნდა ყოფილიყო, ოღონდ განსხვავებული დეფინიციით. სრულიად ახალი, მე-4 სერიის კონცეპტუალური ვერსია, რომელიც კონვეიერამდე მცირედით თუ შეიცვლება, ბავარიელებმა დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინეს.

პეტერანსელი დაკარზე მე-11 ტრიუმფს უახლოვდება

Orlando Terranova sets pace as Stephane Peterhansel cruises
15 იანვარი

სტეფან პეტერანსელს ეტაპებზე გამარჯვებისთვის ბრძოლა აღარ სჭირდება იმისათვის, რომ დაკარის მოსაგებად იბრძოლოს. ახლა მისთვის მთავარია, რომ შეცდომები არ დაუშვას და მანქანა არ გაუფუჭდეს. სხვანაირად, მის უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, ხინიელ დე ვილიერსს, თითქმის საათიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს, არასასურველი ფაქტორებისგან არც ისაა დაცული.

კონცეპტუალური „ატლასი“ – „ფორდის“ პიკაპების მომავალი სახე

Ford's New Atlas Concept Envisions the Next Generation of the F-150
15 იანვარი
ამერიკის ბაზარზე, „ფორდის“ გამაში ყველაზე მეტი პოპულარობით, F-150 სერიის პიკაპები სარგებლობს. ამ ავტომობილების პოპულარობას ვერც საწვავის გაძვირებამ დააკლო რამე. მაგრამ გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე სტანდარტების გამკაცრება, პიკაპებისადმი მოთხოვნებსაც ცვლის და „ფორდც“ შესაბამის თადარიგს აქედანვე იჭერს. ამის ნიმუშია კონცეპტუალური პიკაპი „ატლასი“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა.

Monday, January 14, 2013

„კოროლა ფურია“ – „ტოიოტას“ ახალი კომპაქტ სედანის კონცეპცია

Corolla Furia Concept Hints at Toyota’s New U.S-Bound Compact Sedan
14 იანვარი

„კოროლა ფურია“ არის კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „ტოიოტას“ განცხადებით, სედან „კოროლას“ მომავალ სტილს გვიჩვენებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იაპონურ კომპანიაში სერიოზულად მოკიდეს ხელი თავიანთი ავტომობილების გარეგნობას, იმ კომპონენტს, რომელიც წლების განმავლობაში, მათი პროდუქციის სუსტი მხარე იყო.

„აუდი RS7 სპორტბეკი“ - კოხტა და მძლავრი მხეცი

New Audi RS7 Sportback is a Stylish but Powerful Beast
14 იანვარი
„აუდის“ ამერიკელ ფანებს გული დასწყდათ, როდესაც გაიგეს, რომ ვერ შეძლებდნენ „RS6 ავანტის“ შეძენას, რადგან გერმანულ კომპანიას ამ ავტომობილის ოკეანის გაღმა გატანა არ აქვს გადაწყვეტილი. სამაგიეროდ, დეტროიტის მოტორ შოუზე, სწორედ ამერიკელ მყიდველს წარუადგინა „RS7 სპორტბეკი“, რომელიც „RS6 ავანტის“ წყვილ ტურბოიანი 4.0ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.

„ბეემვე M6 გრან კუპე“

BMW's New M6 Gran Coupe to Take on the Audi RS7
14 იანვარი
ოთხკარიანი კუპეების, იგივე სპორტული სედანების კლასი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე „ბეემვეა“, რომელმაც ამ ტიპის მორიგი ავტომობილი, სახელად „M6 გრან კუპე“, დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინა.

„კადილაკ ELR“ - ჰიბრიდული კუპე სვლის გაზრდილი სიშორით

First Official Photos of Cadillac's New ELR Extended-Range Hybrid Coupe
14 იანვარი
ეს „კადილაკის“ ჰიბრიდულ კუპე ELR-ის პირველი ფოტოებია, ჰიბრიდული ავტომობილისა, რომელიც „შევროლე ვოლტის“ მსგავსად, სვლის სიშორის გასაზრდელი სისტემითაა აღჭურვილი. სხვათა შორის, სანამ „ვოლტს“ გავიცნობდით, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მისი ჰიბრიდული სისტემა უფრო ძვირი ავტომობილისთვის იყო შესაფერისი, რადგან ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამიტომ, კომპაქტური „ვოლტისთვის“ შეუფერებელი.

რომამ მოიგო, პეტერანსელმა ლიდერობა განიმტკიცა

Roma wins stage nine of Dakar Rally while Peterhansel pulls clear
14 იანვარი

შესვენებამ უარყოფითად იმოქმედა კატარელ ნასერ ალ-ატიაზე, ვისთვისაც მეცხრე ეტაპი დანავსული გამოდგა. მისმა წარუმტებლობამ კი დიდი სარგებელი მოუტანა რბოლის ლიდერ სტეფან პეტერანსელს, რომელიც ახლა უკვე თითქმის 50 წუთს უგებს თავის უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, ხინიელ დე ვილიერსს. მეცხრე ეტაპი კი ესპანელმა ნანი რომამ მოიგო, ვინც ოთხ წუთზე მეტით აჯობა პეტერანსელს.

„ჰონდა ურბანი“ - კონცეპტუალური ქროსოვერის დებიუტი დეტროიტში

Honda Urban SUV Concept Debuts in Detroit, Previews Small Crossover Due in 2014
14 იანვარი
პატარა ქროსოვერების სეგმენტი ძალიან სწრაფად ფართოვდება და მასში მალე „ჰონდასაც“ ეყოლება თავისი „მოთამაშე“, რომლის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „ურბანი“, იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის ავტო შოუზე წარადგინა. „ჰონდას“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ ამ ავტომობილის სერიული ვერსიის გაყიდვას იაპონიაში ამ წლის ბოლოსდ აიწყებს, ამერიკაში კი ის მოგვიანებით გამოჩნდება.