15 იანვარი
„ბეემვეს“ ფანებს მალე ერთი სიახლე ელით - მე-3
სერიის კუპეს ნაცვლად, მათ მე-4 სერიას შესთავაზებენ. ეს იგივე ავტომობილი იქნება,
რაც მე-3 სერიის კუპე უნდა ყოფილიყო, ოღონდ განსხვავებული დეფინიციით. სრულიად
ახალი, მე-4 სერიის კონცეპტუალური ვერსია, რომელიც კონვეიერამდე მცირედით თუ
შეიცვლება, ბავარიელებმა დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგინეს.კონცეპტუალურ მე-4 სერიის კუპეს აშკარად გრძელი ბაზა აქვს, მისი კლირენსი დადაბლებულია და გაგანიერებულიც. და რა თქმა უნდა, ორკარიანია. ამ ავტომობილის წარმოების დაწყებამდე, მხოლოდ ამ ავტომობილის ზოგიერთი დეტალი შეიცვლება. მაგალითად, გარე სარკეები, ალუმინის ბორბლები, ბამპერების დიზაინი. გარდა ამისა, სალონში ტყავის გამოყენების ინტენსივობა მოიკლებს.
რაც შეეხება ძრავებს, მე-4 სერიის კუპე მთელ გამას მე-3
სერიის სედანისგან მიიღებს. მათ შორის იქნება 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი (ვერსია
428i),
რომლის სიმძლავრე 240 ცხენის ძალაა და 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ცილინდრების ერთრიგა
განლაგებით), წყვილ ტურბოიანი (ვერსია 435i), რომლის სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს.
ყველაზე ტემპერამენტიანი, M4 ვერსია აღიჭურვება ექვსცილინდრიანი (ცილინდრების ერთრიგა
განლაგებით) ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენის ძალას მიაღწევს.
No comments:
Post a Comment