დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 16, 2013

ლოები წავიდა, მაგრამ მაინც ლიდერობს


New era but Loeb still out in front
16 იანვარი
ავტოსპორტულ პრესაში ინტენსიურად მსჯელობენ იმაზე, თუ ვინ იქნება პოსტლოებისეულ რალის მსოფლიო ჩემპიონატში დომინანტი ძალა. ყველაზე ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ რბოლები გაცილებით ძნელად პროგნოზირებადი და საინტერესო გახდება. და სანამ მსჯელობა გრძელდება, მონაკოს თოვლიან გზებზე... სებასტიან ლოები ლიდერობს.

რალის მსოფლიო ჩემპიონატი ისევ მონაკოს მთიან გზებზე გაიხსნა. ეს ის იშვიათი ეტაპია (13-დან 4-ზე გამოვა), რომლებზეც მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი ასპარეზობას აპირებს. მოსწონს და იმიტომ. და რა ქნას, რომ ვერავინ სჯობნის. მაშინაც კი, როდესაც ქრონომეტრაჟიც ურევს.
როგორც გაირკვა, მესამე სპეცმონაკვეთზე ქრონომეტრაჟის ელექტრონული სისტემა აირია და ზოგიერთ ეკიპაჟს შორის, შეცოდმით რამდნიმეწუთიანი სხვაობა დააფიქსირა. ამან რბოლის ორგანიზატორები დააეჭვა და მათ შექმნილი სიტუაციის განხილვის შემდეგ, ყველაფერი დაალაგეს. სხვათა შორის, ამ შედგების მიხედვით, ლოებმა უახლოეს მდევარს, რუს ევგენი ნოვიკოვს სამ წუთზე მეტს უგებდა.
„ძველებურად ტიტულისთვის ბრძოლას აღარ ვაპირებ, მაგრამ რბოლისთვის მზადების პროცესი უცვლელია. მიზანიც იგივეა - გამარჯვება. თუ შანსი მექნება, ვიბრძოლებ. თუ არა, ეს არც ისე ცუდი იქნება, როგორც ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო. აქ სიამოვნების გულისთვის ვარ და ასეთ რთულ პირობებში, სიამოვნებას აუცილებლად მივიღებ“, - რბოლის დაწყებამდე განაცხადა ლოებმა.

პირველი დღის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          1:39:49.000
2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)       +01:20.300
3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                   01:46.700
4. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                 02:01.200
5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)      02:32.200
6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                      02:50.600
7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                      02:55.100
8. ბრაიან ბუფიე (საფრნაგეთი, სიტროენი)                02:57.100
9. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, ფორდი)                        03:03.500
10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)                      06:11.300

No comments:

Post a Comment