დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 23, 2015

„ფორდი“ კარბონის კომპოზიტს ინტენსიურად გამოიყენებს

Ford will add lots of carbon fiber to new vehicles
23 მაისი
იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც თავიანთი ავტომობილების წონის შესამცირებლად, კარბონის კომპოზიტს ინტენსიურად იყენებენ, „ფორდიც“ უერთდება. ამერიკულმა კომპანიამ უკვე დაიწყო ალუმინის ფართოდ ათვისება და ის ინტენსიურად გამოიყენა პიკაპ F150-ის კონსტრუქციაში. შემდეგ ნაბიჯს კომპოზიტების მიმართულებით დგამს. ამის პირველი მაგალითი კი ახლახანს, კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ GT-ს სახით წარმოგვიდგინა.

ალონსო: მეექვსე ადგილი შესაძლებელი იყო

Distraught Alonso says sixth was possible
23 მაისი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციის მეორე ნაწილში მანქანა რომ არ გაჩერებულიყო, მეექვსე ან მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა შესაძლებელი იქნებოდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ამ სეზონში ყველაზე უკეთ ჯერჯერობით სწორედ მონტე კარლოს კვალიფიკაციის პირველ ნაწილში იასპარეზა, მაგრამ შემდეგ მანქანამ უმტყუნა.

ჰამილტონის პირველი პოული მონაკოში

Motor racing-Hamilton takes his first Monaco F1 pole
23 მაისი
ლუის ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველად მოიპოვა მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაცია. და ეს საკმაოდ იოლად მოახერხა თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან პაექრობაში, რომელსაც ჯუჯა სახელმწიფოს ქუჩებში წინა ორი კვალიფიკაცია (და რბოლაც) აქვს მოგებული. თანაც, გამარჯვებაში თავად როსბერგმა შეუწყო ხელი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში, სწრაფ წრეზე შეცდომა დაუშვა.

Friday, May 22, 2015

ფორმულა 1-ში საბურავების მიმწოდებელზე ტენდერი გაიხსნა

Motor racing-Formula One opens tyre tender for 2017-19
22 მაისი
მონაკოს დიდი პრიზის წინ, ფორმულა ერთმა საბურავების ერთადერთი მიმწოდებლის გამოსავლენად, ტენდერი გამოაცხადა. ახალი კონტრაქტი სამწლიანი იქნება და ის ძალაში 2017 წლის სეზონიდან უნდა შევიდეს. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადების შეტანა 17 ივნისამდე უნდა მოასწრონ.

„ლენდ როვერ დიფენდერი“ რაგბის მსოფლიო თასისთვის

Bespoke Land Rover Defender revealed for Rugby World Cup
22 მაისი
„იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალური ოპერაციების (SVO) დივიზიონმა, „ლენდ როვერ დიფენდერის“ სპეციალური ვერსია შეიმუშავა, რომლის დანიშნულებაც, რაგბის უებ ელისის თასის 100-დღიანი ტურის დროს, მისი ტრანსპორტირებაა. ტური ბრიტანეთს შემოუვლის და ის რაგბში მსოფლიო თასს ეძღვნება.

„რენო კვიდი“ - ავტომობილი, რომელიც შეცვლის A სეგმენტს

RENAULT KWID: REINVENTING А-SEGMENT
20 მაისი
„რენომ“ თავისი სრულიად ახალი, მინი ავტომობილი „კვიდი“ წარმოგვიდგინა. ეს სახელი მან იმ კონცეპტუალური ავტომობილისგან მიიღო, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ნიუ დელის შარშანდელ მოტორ შოუზე გაგვაცნო. ახალი ავტომობილი მინი ჰეჩბეკია, რომელიც თავისი აგრესიული, ქროსოვერის სტილის გარეგნობით და უფრო მაღალი კლასის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ეკიპირებით, ძირეულად შეცვლის А-სეგმენტს. ეს არის ხელმისაწვდომი, გამძლე და სიახლეებით გაჯერებული, გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომლის მსოფლიო პრემიერაც წლის მეორე ნახევარში, ინდოეთში გაიმართება.

Thursday, May 21, 2015

ფერსტაპენის ფანტასტიური დებიუტი წვიმიან მონაკოში

Motor racing-Hamilton fastest, Verstappen shines in wet Monaco
20 მაისი
მონაკოში თავისუფალი პრაქტიკები ტრადიციისამებრ, ხუთშაბათს გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, პილოტებს ისედაც რთულ ტრეკზე ასპარეზობა, ამინდმა კიდევ უფრო გაურთულა. ლუის ჰამილტონი ყველაზე სწრაფი იყო, მაგრამ ნამდვილი შოუ „ტორო როსოს“ მაქს ფერსტაპენმა მოაწყო, რომელმაც პირველ პრაქტიკაზე მეორე საუკეთესო დრო აჩვენა!

მონაკოს ტრეკი ოდნავ დამოკლდა

Monaco lap shortened by Tabac changes
21 მაისი
მონაკოს ტრეკი ისედაც ყველაზე მოკლე იყო ფ1-ის კალენდარში და ამერიდან, კიდევ რამდენიმე მეტრით დამოკლდა. მოდფიკაცია მოსახვევ „ტაბაკში“ ჩატარდა, რის შემდეგაც, მასში შესვლას პილოტები უწინდელზე ოდნავ ადრე დაიწყებენ. მარცხენა მოსახვევი, რომელსაც საცურაო აუზის სწორი მოჰყვება, ყურის ნაპირისკენ 2.5 მეტრით გასწიეს.

Wednesday, May 20, 2015

„ბეემვე“ ლე მანზე დაბრუნებას აპირებს

BMW’s Possible Entry Into LMP1
20 მაისი
„ბეემვეს“ მოტორსპორტის შტო, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს, LMP1 კლასში დაბრუნების მიზანშეწონილებას განიხილავს. დადაბითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, ბავარიული კომპანიის სარბოლო პროტოტიპი ლე მანის 24-საათიან რბოლაში, უკვე მომავალ სეზონში შეძლებს გამოსვლას. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ავტომობილს ჩათვლის გარეშე, „56-ე გარაჟის“ წესით დაუშვებენ. 2017 წელს კი სრულფასოვანი ეკიპაჟის სახით გამოვა.

„ფორდ GT-ს“ 700 ცხენი მოემსახურება

2017 Ford GT Will Reportedly Pack At Least 700HP
20 მაისი
როდესაც „ფორდმა“ დეტროიტის მოტორ შოუზე სრულიად ახალი სუპერ ავტომობილი GT წარადგინა, მაშინ გამოაცხადა, რომ ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაა. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს მოკრძალებული განაცხადი იყო, რადგან ახლახანს, ამერიკულმა კომპანიამ ამ ავტომობილის 3.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6-ის განსხვავებული მახასიათებლები გამოაქვეყნა.

ჰამილტონმა „მერსედესთან“ ახალი კოტრაქტი გააფორმა

Hamilton concludes new Mercedes F1 deal
19 მაისი
მსოფლიოს ჩემპიონებმა, ლუის ჰამილტონმა და „მერსედესმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ისინი ერთად 2018 წლის სეზონის ბოლომდე იასპარეზებენ. მათ შორის მოლაპარაკება რამდენიმე თვე გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ბრიტანელი მრბოლი „ფერარიში“ აპირებდა გადასვლას. თუმცა, მონაკოს დიდი პრიზის წინ, მათ ახალი სამწლიანი (2016-2018) კონტრაქტი გააფორმეს.

Tuesday, May 19, 2015

„ფერარიმ“ ტესტების შემდეგ ყველა ტექნიკური სიახლე დაიტოვა

Ferrari commits to update package after Spanish GP investigation
19 მაისი
ბარსელონას ტესტების დასრულების შემდეგ, „ფერარიმ“ ყველა იმ ტექნიკური სიახლის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ესპანეთის დიდი პრიზისთვის მოამზადა და რომლებზეც ეჭვობდა, რომ ბოლიდის გაუმჯობესება არ გამოუწვევია, რადგან „მერსედესთან“ ჩამორჩენა გაიზარდა. ბარსელონს ტესტები მარანელოელებმა სწორედ თავიანთი სიახლეების დაწვრილებით შესასწავლად გამოიყენეს. სხვათა შორის, რბოლისთვის კიმი რაიკონენმა ძველი სპეციფიკაციის SF-15 აირჩია, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ მისცა.

Monday, May 18, 2015

„ლამბორგინი ავენტადორ SV-მ“ ნურბურგრინგი 7 წუთზე ნაკლებში გაიარა

Lamborghini Aventador LP 750-4 Superveloce Laps Nürburgring In 6:59.73
18 მაისი
იმ სერიული ავტომობილების ელიტურ სიას, რომლებსაც ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთზე ნაკლებში აქვთ აქვთ გავლილი, „ლამბორგინის“ სუპერ ავტომობილ „ავენტადორის“ ზესწრაფი ვერსია „სუპერ ველოჩეც“ შეუერთდა. იტალიურმა ავტომობილმა გერმანული ტრეკი 6 წუთსა და 59.73 წამში გაიარა. ცნობისათვის, სერიული ავტომობილების რეკორდი, „პორშეს“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ ეკუთვნის, რომლის დრო, 6 წუთი და 57 წამია. „მწვანე ჯოჯოხეთის“ წრე 7 წუთზე ნაკლებში ასევე „მაკლარენ P1-საც“ აქვს გავლილი, თუმცა ეს არაოფიციალური შედეგია.

„სუზუკი სელერიო“ დუალჯეტ ძრავით აღიჭურვება

Suzuki Gives Celerio New Dualjet Engine & AGS Tech
18 მაისი
„სუზუკი“ თავის უახლეს, სერია დუალჯეტის 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს პირველად A-სეგმენტის ჰეჩბეკ „სელერიოზე“ გამოიყენებს. ახალი ძრავის მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის წყვილი ფრქვევანითაა აღჭურვილი (სისტემა დუალჯეტი), რომლის დახმარებითაც, გაზრდილი მაბრუნი მომენტით და საწვავის ეკონომიური ხარჯით გამოირჩევა.

„აუდიმ“ ლე მანის ყველა ჩემპიონის აღლუმი მოაწყო

Audi Unites All Le Mans Winning Cars For The First Time
18 მაისი
ერთი თვე დარჩა ლე მანის 24-საათიანი რბოლის 83-ე სტარტამდე. მისი მთავარი ფავორიტი ისევ „აუდი“ იქნება, რომელსაც ამჯერად არნახული კონკურენცია ელის ნათესავი „პორშესა“ და ძველი „მტერი“ „ტოიოტასგან“. LMP1-ის დავაში ახალი მოთამაშე - „ნისანიც“ გამოჩნდა, რომელიც თავისი უცნაური პროტოტიპით ეცდება გრანდების დამარცხებას.