BMW’s Possible Entry Into LMP1
20 მაისი
„ბეემვეს“ მოტორსპორტის შტო, გამძლეობაზე რბოლების
მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს, LMP1 კლასში დაბრუნების მიზანშეწონილებას განიხილავს.
დადაბითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, ბავარიული კომპანიის სარბოლო პროტოტიპი
ლე მანის 24-საათიან რბოლაში, უკვე მომავალ სეზონში შეძლებს გამოსვლას. გერმანულ
გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, ავტომობილს ჩათვლის გარეშე, „56-ე
გარაჟის“ წესით დაუშვებენ. 2017 წელს კი სრულფასოვანი ეკიპაჟის სახით გამოვა.
ეს ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია. გერმანული
გამოცემა აცხადებს, რომ ის კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოიპოვა, ოღონდ ვისგან,
არ აკონკრეტებს. გარდა ამისა, „ბეემვეს“ ინჟინრები უკვე ორი წელია, ესწრებიან. რა
თქმა უნდა, მათი მიზანი, ლე მანის მონაწილე სარბოლო ავტომობილების აგებულების
შესწავლა იყო. მაგრამ „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ ვარაუდობს, რომ ისინ GT-ს
კლასის ავტომობილებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, რადგან სწორედ ამ კლასში მოასპარეზე
გუნდების ბოქსებს სტუმრობდნენ.
რადგან „56-ე გარაჟზეა“ ლაპარაკი, ესე იგი, „ბეემვეს“
ავტომობილი ალტერნატიული აგრეგატით იქნება აღჭურვილი. ეს იქნება ჰიბრიდული ძალური
დანადგარი, რომლის შემადგენლობაშიც, ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი და ელექტრო ძრავ(ებ)ი
შევა. ოთხცილინდრიან ტურბო ძრავს ბავარიელები DTM-ის
სერიისთვის ქმნიან და ცნობილია, მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს.
უნდა
ითქვას, რომ „ბეემვემ“ საკუთარი პროტოტიპით ლე მანზე 1999 წელს იასპარეზა და
გაიმარჯვა. იმ რბოლაში ავტომობილს გერმანელი იოახიმ ვინკელჰოკი (ამჟამად ოპელის
ტესტ მრბოლი), იტალიელი პიერლუიჯი მარტინი და ფრანგი იანიკ დალმა მართავდნენ. ბავარიელთა
ეკიპაჟმა „აუდისთან“ პაექრობაში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მთელი ყურადღება ფ1-ის
პროექტზე გადაიტანა.
No comments:
Post a Comment