Lamborghini Aventador LP 750-4 Superveloce Laps
Nürburgring In 6:59.73
18 მაისი
იმ სერიული ავტომობილების ელიტურ სიას, რომლებსაც ნურბურგრინგის
ჩრდილოური მარყუჟი 7 წუთზე ნაკლებში აქვთ აქვთ გავლილი, „ლამბორგინის“ სუპერ
ავტომობილ „ავენტადორის“ ზესწრაფი ვერსია „სუპერ ველოჩეც“ შეუერთდა. იტალიურმა
ავტომობილმა გერმანული ტრეკი 6 წუთსა და 59.73 წამში გაიარა. ცნობისათვის, სერიული
ავტომობილების რეკორდი, „პორშეს“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“
ეკუთვნის, რომლის დრო, 6 წუთი და 57 წამია. „მწვანე ჯოჯოხეთის“ წრე 7 წუთზე
ნაკლებში ასევე „მაკლარენ P1-საც“ აქვს გავლილი, თუმცა ეს არაოფიციალური შედეგია.
აღსანიშნავია, რომ „ავენტადორ SV-ს“ გარბენი, „პირელის“
უახლესი საბურავების ტესტირების ფარგლებში შესრულდა. ავტომობილის ბორბლები, „პირელის“
მარკა „P ზერო კორსა“ საბურავების საქალაქო ვერსიით იყო შემოსილი. და ამდენად, „ლამბო“
წრის რეკორდულ დროში გავლას არც გეგმავდა. საჭესთანაც „პირელის“ ტესტ პილოტი იჯდა.
„ლამბორგინის“ ტრადიციისამებრ, მეტსახელი „სუპერ
ველოჩე“ (SV) მხოლოდ ყველაზე ექსტრემალურ ავტომობილებს ერქმევათ. ყველა მოდიფიკაცია,
რომლებიც ამ სახელის მისაღებად, „ავენტადორს“ ჩაუტარდა, მისი დინამიკური
მახასიათებლების გაუმჯობესებას ემსახურება. მაგალითად, მის 6.5-ლიტრიან V12 ძრავს 49
ცხენის ძალა მოემატა და ახლა მისი ძრავი 739 ცხენის ძალას იძლევა. ყველაფერთან
ერთად, ავტომობილმა წონაში 50 კილოგრამი დაიკლო. „ავენტადორ SV-ს“ ადგილიდან ასის
აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კილომეტრია საათში.
„ლამბორგინი“ მხოლოდ 600 ეგზემპლარ „ავენტადორ LP
750-4 SV-ს“ გამოუშვებს, რომელთა ფასიც 493 069 დოლარია. იტალიური კომპანია აცხადებს,
რომ ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებული აქვს. და თუ ვინმემ ამ „ზესწრაფის“
შეძენა ვერ მოასწრო, მათთვის სანტ’აგატა ბოლონეზეში რამდენიმე ათეულ როდსტერსაც
გამოუშვებენ.
ვიდეო
No comments:
Post a Comment