დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 22, 2015

ფორმულა 1-ში საბურავების მიმწოდებელზე ტენდერი გაიხსნა

Motor racing-Formula One opens tyre tender for 2017-19
22 მაისი
მონაკოს დიდი პრიზის წინ, ფორმულა ერთმა საბურავების ერთადერთი მიმწოდებლის გამოსავლენად, ტენდერი გამოაცხადა. ახალი კონტრაქტი სამწლიანი იქნება და ის ძალაში 2017 წლის სეზონიდან უნდა შევიდეს. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადების შეტანა 17 ივნისამდე უნდა მოასწრონ.
„პირელის“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება. მაგრამ იტალიურ კომპანიას მისი გაგრძელება სურს. განაცხადის შეტანის შემთხვევაში, ახალ კონტრაქტზე ფავორიტი სწორედ „პირელი“ იქნება. მას კი კონკურენციას ალბათ „მიშლენი“ გაუწევს, რომელსაც საკუთარი პირობები აქვს - ფრანგულ კომპანიას სურს, რომ ფ1 უფრო დიდი რადიუსის ბორბლებზე და გამძლე საბურავებზე გადავიდეს.
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა პატრონ ბერნი ეკლსტოუნს არაერთხელ უთქვამს, რომ მას „პირელის“ დატოვება ურჩევნია. გამოცემა „ატოსპორტთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ „მიშლენი“ ქვასავით გამძლე საბურავების წარმოებას მოითხოვს, როგორსაც იანვარში დააყენებ და დეკემბერში მოხსნი - „მათ არ სურთ, რომ ვინმეს კრიტიკის საფუძველი მისცენ“, - განმარტავს ბერნი.
„სამაგიეროდ, „პირელი“ კვლავაც იმას გააკეთებს, რასაც ჩვენ ვთხოვთ. და თუ ჩვენ 18-დუიმიან ბორბლებზე გადავალთ, ისინი შესაბამის საბურავებს გააკეთებენ. ამჟამად ჩვენ საბურავების შეცვლა არ გვსურს, რადგან რასაც ვიყენებთ, კარგად მუშაობს“, - დასძენს ეკლსტოუნი.
FIA-ს მიერ გამოქვეყნებულ ტენდერში კი წერია, რომ: „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად გამოყენებაში 13-დუიმიანი ბორბლებია, ეს არ ნიშნავს, რომ თუ საბურავების მწარმოებელი ჩათვლის, რომ დიამეტრის გაზრდა უკეთესია, ჩვენ ამაზე უარს ვიტყვით“.
„პირელის“ მოტორსპორტის შეფი პოლ ჰემბრი ამბობს, რომ მის კომპანიას ჯერ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა ფ1-ში დარჩენა. ამასთან, ის თვლის, რომ უფრო განიერ უკანა საბურავებზე გადასვლა, რაც სტრატეგიული ჯგუფის მიერაა ინიცირებული, მისასალმებელია.

No comments:

Post a Comment