დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, April 18, 2015

„ფორდმა“ პირველი სერიული „ვინიალე მონდეო“ გაგვაცნო

Ford Unveils Production Vignale Mondeo, Prices it from £29,045 in the UK
18 აპრილი
„ფორდმა“ თავის ლუქს კლასის სედან „ვინიალე მონდეოს“ სერიული ვერსია გაგვაცნო, ავტომობილი, რომელიც ამერიკული კომპანიის პრემიუმ ხაზის პირველი მოდელია. მყიდველს მას სედანის და უნივერსალის სახით შესთავაზებენ. ამ ხაზის ავტომობილებისთვის დამახასიათებელია უნიკალური დიზაინი და მაღალი ხარისხის მასალებით, გაფორმება. ამასთან ამ ავტომობილებისთვის შემუშავებულია სპეციალური ფერი - „ვინიალე ნოჩოლა“, რომელიც ავტომობილს ექსკლუზიურობის დამატებით დოზას მატებს.

ბაჰრეინში ხვალ დიდი ბრძოლა იქნება!

Motor racing-Hamilton takes fourth pole in a row
18 აპრილი
ჯერ კიდევ ბაჰრეინის დიდი პრიზის პირველივე თავისუფალ პრაქტიკაზე, „ფერარიმ“ დაგვანახა, რომ სახირზე მალაიზიური მიღწევის გამეორება შეუძლია - პირველი ორი პოზიცია მისმა პილოტებმა დაიკავეს. კვალიფიკაციაზე კი მათი ბრძოლისუნარიანობა კიდევ ერთხელ გამოვლინდა - ორ „მერსედესს“ შორის მარანელოელთა წითელი ბოლიდი განლაგდა. და თუ პირველ პრაქტიკაზე უსწრაფესი კიმი რაიკონენი იყო, ამჯერად კვიცების ბანაკიდან უფრო სწრაფი სებასტიან ფეტელი გამოდგა, რომელიც სწორედ იმ ბოლო წამამადე, როცა ლუის ჰამილტონმა მისი დრო გააუმჯობესა, პოულზე იყო.

„ბახა 700“ – კიდევ უფრო მძლავრი „ფორდ F-150- რეპტორი“

Shelby Baja 700 takes Ford F-150 SVT Raptor to the next level
18 აპრილი
„ფორდ F-150 SVT რეპტორი“ თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სწრაფი ავტომობილია, „შელბი“ კი მასზე გაცილებით მძლავრ (575-ცხენისძალიან) „შელბი რეპტორს“ უშვებს, მაგრამ როგორც ჩანს, ადრენალინის მოყვარულთათვის, ესეც არ იყო საკმარისი. სწორედ ასეთებისთვის, ცისფერი ოვალის პარტნიორმა სატუნინგო კომპანიამ, კიდევ უფრო ძლიერი და ყოვლისშემძლე „მტაცებელი“ შეიმუშავა.

ფეტელს ჯარიმა ელის

Vettel at risk of being penalized after mishap in practice
16 აპრილი
ბაჰრეინის დიდი პრიზის მეორე თავისუფალი პრაქტიკის დროს, სებასტიან ფეტელსა და სერხიო პერესს შორის მცირე ინციდენტი მოხდა - „ფერარის“ პილოტი პიტლეინიდან ტრასაზე ბრუნდებოდა, როცა პირველ მოსახვევში შესვლისას, მექსიკელთან მცირე შეჯახება მოუვიდა. როცა პერესმა მოხვევა სცადა, ფეტელის მანქანა ცხვირით მისი „ფორს ინდიას“ უკანა მარჯვენა ბორბალს დაეჯახა. მაშინვე ფეტელმა თავის ბოქსს რადიოთი უთხრა, მუხრუჭებში პრობლემააო.

Thursday, April 16, 2015

„რეინჯ როვერის“ ოჯახს მეოთხე მოდელი შეავსებს

Range Rover Mulling Fourth Model in Between Evoque and Sport
16 აპრილი
„ლენდ როვერმა“ თავისი ყველაზე მდიდრული ოჯახის, „რეინჯ როვერის“ გამაში თავისუფალი ნიშა აღმოაჩინა და მას მალე ახალი ავტომობილით შეავსებს. ის კომპაქტურ „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის ჩადგება. ბრიტანული კომპანიის დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „რეინჯ როვერის“ ავტომობილებზე არსებული მოთხოვნა, ახალი ავტომობილის გამოშვებისთვის მყარი საფუძველია.

ბრანდლი: მაქს ფერსტაპენს სენას და შუმახერის თვისებები აქვს

Max Verstappen showing 'Senna and Schumacher hallmarks'
16 აპრილი
შესაძლოა, ჩვენ ფორმულა 1-ის ახალი სუპერ ვარსკვლავის ჩამოყალიბების მომსწრენი ვართ. და სებასტიან ფეტელის მსგავსად, ისიც „ტორო როსოდან“ მოდის. ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და ფ1-ში მის მოსვლას ბევრი კრიტიკულად შეხვდა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაქს ფერსტაპენმა ძალიან მალე დაარწმუნა ყველა, რომ მცირე ასაკი მის შემთხვევაში დაბრკოლება არ უნდა ყოფილიყო. მან ამის დემონსტრირება სეზონის პირველ სამ ეტაპზე უკვე შეძლო.

რაიკონენი: „ფერარის“ „მერსედესთან“ კონკურენცია შეუძლია

Raikkonen says Ferrari can sustain Mercedes pressure
16 აპრილი
კიმი რაიკონენი იმდენად ოპტიმისტურად განაწყო ფ1-ის მიმდინარე სეზონის განვლილმა სამმა ეტაპმა, რომ ის უკვე „ფერარის“ ხშირ გამარჯვებებს უწინასწარმეტყველებს. ფინელი დარწმუნებულია, რომ „სკუდერია“ „მერსედესს“ კონკურენციას რეგულარულად გაუწევს.

Tuesday, April 14, 2015

„სუზუკი ვიტარას“ ორიგინალური სარეკლამო რგოლი

The First 2015 Suzuki Vitara TV Commercial Is Pretty Funny
14 აპრილი
ქალაქი საზეიმოდაა მორთული, ხალხი ქუჩებშია გამოფენილი, მთავარ ქუჩაზე ლურჯი და ფორთოხლისფერი დროშები ფრიალებს, ირგვლივ მხიარულებაა. ყველა ვიღაცის მოლოდინშია. დაახლოებით ასეა ხოლმე, როცა ტურ დე ფრანსის პელოტონი ფინიშს უახლოვდება, ან პამპლონაში ხარების ქუჩაში გარბენი ეწყობა, ან ქალაქი თავის საყვარელ საფეხბურთო გუნდს დახვედრას უწყობს დიდი გამარჯვების აღსანიშნად.

Monday, April 13, 2015

„ფორდმა“ 11-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია დააპატენტა

11-Speed Automatic Transmission Patent Filed by Ford Motor Company With the USPTO
13 აპრილი
„ფორდის“ განკარგულებაში უკვე არის 10-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელსაც პიკაპ „F-150 რეპტორზე“ ფამოიყენებს (მომავალი წლიდან). ამ ავტომობილზე, კოლოფი სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიან წყვილ ტურბოიან V6 ძრავთან წყვილში მუშაობს, რითაც საწვავის ეკონომიურად მოხმარებას უზრუნველყოფს. მაგრამ, „ფორდი“ უფრო მეტს ეშურება:

როსბერგი „თავისთვის ფიქრობს“...

Motor racing-Rosberg accuses Hamilton of selfish behaviour
13 აპრილი
ჩინეთის დიდი პრიზის რბოლის შემდგომ პრესკონფერენციაზე, ნიკო როსბერგმა ყველა გააოცა, როცა თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს ბრალი დასდო მისთვის ხელის შეშლაში. მისი თქმით, ბრიტანელი შეგნებულად შედარებით დაბალი ტემპით ასპარეზობდა, რათა „ფერარის“ პილოტებისთვის, როსბერგის დაწევის საშუალება მიეცა.

Sunday, April 12, 2015

ახალი „ფორდ ფოკუს RS-ის“ ამერიკული პრემიერა

2016 Ford Focus RS Brings Euro Hot Hatch Awesomeness to the States
12 აპრილი
ჟენევის მოტორ შოუზე მსოფლიო პრემიერის შემდეგ, „ფორდმა“ უახლესი „ფოკუს RS“ ამერიკელებს პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარუდგინა. უწინდელისგან განსხვავებით, „ფოკუს RS-ი“ გლობალური ავტომობილი გახდა და შესაბამისად, ყველა იმ ბაზარზე გაიყიდება, სადაც ამერიკული კომპანია მუშაობს, ანუ მთელს მსოფლიოში. მას კვლავაც გერმანიის ზაარლუისის ქარხანაში გამოუშვებენ და შეერთებულ შტატებსა და კანადაში პირველად, 2016 წელს შეიტანენ.

ჰამილტონს მეოთხე ჩინური ტრიუმფი

Motor racing-Hamilton cruises to Chinese Grand Prix victory
12 აპრილი
ჰამილტონი პირველი პილოტია, ვინც ჩინეთის დიდი პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო, სულ კი ეს შანჰაიში მისი მეოთხე გამარჯვებაა. მართალია, ბრიტანელმა ვერც თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი ჩამოიტოვა შორს და ვერც სებასტიან ფეტელი, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე რბოლას აბსოლუტურად აკონტროლებდა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.

Saturday, April 11, 2015

„რეინჯ როვერ სპორტ HST“ - შეზღუდული ტირაჟით

2016 Range Rover Sport HST Limited Edition
11 აპრილი
ახლანდელი „რეინჯ როვერ სპორტი“ ისედაც სწრაფი და მძლავრი ავტომობილია და უფრო სწრაფი ვერსია SVR აქვს, რომელსაც ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი, უგზოობის ავტომობილებისთვის სარეკორდო დროში (8:14) აქვს გავლილი. მაგრამ „იაგუარ ლენდ როვერისთვის“ ესეც არაა საკმარისი და ამის დასტურად, კომპანიამ კიდევ ერთი გამორჩეული ვერსია, HST შეიმუშავა.

კინაღამ არ ითვლება

Motor racing-Hamilton takes pole hat-trick in China
11 აპრილი
კინაღამ იმიტომ, რომ ჩინეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის ბოლო წამებზე, ნიკო როსბერგმა ლამის შეძლო თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონსთვის მორიგი პოულის მოპოვებაში ხელის შეშლა. ბრიტანელმა სესიის ბოლო ნაწილის პირველივე ცდაზე შეძლო იმ დროის ჩვენება, რომელიც შემდგომში ვერავინ გააუმჯობესა. ამჯერად პოულის ბედი 0.042 წამმა გადაწყვიტა.

Friday, April 10, 2015

ჰამილტონი, რაიკონენი და სხვები

Motor racing-Hamilton edges Raikkonen in China practice
10 აპრილი
„ფერარი“ ჩინეთშიც ფორმაშია. ორივე პრაქტიკაზე, მისი ორივე პილოტი მოწინავე ოთხეულშია. ამჯერად, უფრო სწრაფი კიმი რაიკონენია, რომელიც უსწრაფეს ლუის ჰამილტონს 0.443 წამით ჩამორჩა. ისე კი, მხოლოდ ამ ორმა შეძლო შანჰაის ტრეკის წრის წუთსა და 38 წამზე ნაკლებში გავლა. რაც მთავარია, ნარბოლევს მოქმედმა ჩემპიონმა აღიარა, მალაიზიაში „ფერარის“ გაელვება შემთხვევითი არ იყო და ეს გუნდი ჩვენს რეალურ კონკურენტად გადაიქცაო.