Ford Unveils Production Vignale Mondeo, Prices it
from £29,045 in the UK
18 აპრილი
„ფორდმა“ თავის ლუქს კლასის სედან „ვინიალე
მონდეოს“ სერიული ვერსია გაგვაცნო, ავტომობილი, რომელიც ამერიკული კომპანიის
პრემიუმ ხაზის პირველი მოდელია. მყიდველს მას სედანის და უნივერსალის სახით
შესთავაზებენ. ამ ხაზის ავტომობილებისთვის დამახასიათებელია უნიკალური დიზაინი და
მაღალი ხარისხის მასალებით, გაფორმება. ამასთან ამ ავტომობილებისთვის
შემუშავებულია სპეციალური ფერი - „ვინიალე ნოჩოლა“, რომელიც ავტომობილს
ექსკლუზიურობის დამატებით დოზას მატებს.
„ფორდის“ ევროპელი დილერების შოურუმებში, მალე
გაჩნდება სპეციალური, „ვინიალეს“ კუთხე და ისინი ამ ხაზის ავტომობილებზე
შეკვეთების მიღებას მაისში დაიწყებენ. „ვინიალე მონდეო“ აღიჭურვება იმ
ტექნოლოგიებით, რომლებსაც ჩვეულებრივი „მონდეოს“ მყიდველს ოპციის სახით
შესთავაზებენ. მათ შორისაა შეჯახების-წინა დამხმარე სისტემა, რომელშიც
ინტეგრირებულია ფეხმავლების დაფიქსირების სისტემა, ხმის აქტიური ჩამხშობი,
პარკირების აქტიური დამხმარე სისტემა, რომელიც პერპენდიკულარულ პარკირებასაც
ასრულებს, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა, ქალაქში გაჩერების აქტიური სისტემა
და ინფოტაინმენტ სისტემა „სინკ2“.
„ვინიალე მონდეოს“ ძრავების გამაში, „მონდეოს“
ოჯახის ყველაზე მძლავრი აგრეგატები შევიდა. მათ შორისაა 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი
210 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი 180 ცხენის ძალით. ასევე სერია
ეკობუსტის 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელსაც მყიდველს ფორსირების ორი დონით (203
და 240 ცხენის ძალა) შესთავაზებენ და ჰიბრიდული აგრეგატი, რომელიც ბენზინის ძარვს
მოიცავს და რომლის სიმძლავრეც 187 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, სტანდარტულ
აღჭურვილობაში შევა „ფორდის“ საზრიანი სრულ ამძრავიანი ტრანსმისია (iAWD).
გარეგნულ სიახლეებშია რადიატორის ცხაურის ექვსკუთხა
უჯრედებისგან შემდგარი ბადე, რომელიც მუქ მქრქალ მეტალიკშია შესრულებული, გარს კი
პრიალა ალუმინის არშია აკრავს; კარის ქრომირებული დეტალები, წინა საყრდენის ქრომირებული
არშიები, რომლებიც გვერდითა შემინულობას მთელ სიგრძეზე მიჰყვება და ერთგვარი აფრის
ფორმის გარე სარკეები. სტანდარტული „მონდეოსგან“ ვერსია „ვინიალეს“ ასევე 18-დუიმიანი,
ალუმინის ბორბლები განასხვავებს, რომლებიც სპეციალურად ამ ხაზისთვისაა დამზადებული.
ინტერიერში ყურადღებას ექსკლუზიური გაფორმება
იქცევს. აქაც „ვინიალეს“ საფირმო ექვსკუთხა ფორმებით „დალიანდაგებული“ ტყავი გამოირჩევა.
ამასთან, მაჩვენებლების დაფა, ცენტრალური კონსოლი, ხელის დასაყრდენები და კარის
შიდა პანელის ზედა ნაწილები, რბილი მასალებითაა დამზადებული.
მყიდველს მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტს
სთავაზობენ, რომელიც ხემისაწვდომი იქნება მათ მიერ დილერისგან შეძენილი
ავტომობილის ფლობის პერიოდში. ამ პაკეტში შედის პირადი მენეჯერი და ტელეფონით 24-საათიანი
დახმარების სერვისი, სახელად „ვინიალე ონქოლ“.
No comments:
Post a Comment