Range Rover Mulling Fourth Model in Between
Evoque and Sport
16 აპრილი
„ლენდ როვერმა“ თავისი ყველაზე მდიდრული ოჯახის,
„რეინჯ როვერის“ გამაში თავისუფალი ნიშა აღმოაჩინა და მას მალე ახალი ავტომობილით
შეავსებს. ის კომპაქტურ „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის ჩადგება.
ბრიტანული კომპანიის დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა, ავსტრალიურ გამოცემა
„მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „რეინჯ როვერის“ ავტომობილებზე არსებული
მოთხოვნა, ახალი ავტომობილის გამოშვებისთვის მყარი საფუძველია.
მაკგოვერნს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია
ინფორმაცია მეოთხე „რეინჯ როვერის“ შესახებ და „მოტორინგის“ შესაბამის კითხვას,
მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით უპასუხა. სამაგიეროდ განაცხადა, რომ ფრანკფურტის
მოტორ შუზე, „ლენდ როვერს“ „რაღაც ახალი ექნება. დიდი ალბათობით, ეს „რაღაც ახალი“
უნდა იყოს ახალი „დიფენდერის“ კონცეპტუალური ვერსია, რომელიც სერიული სახით,
ჟენევის მოტორ შუზე წარსდგება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ახალი
„რეინჯ როვერი“, ნათესავი „იაგუარის“ ისტორიაში პირველი ქროსოვერის, „F-პეისის“
პლატფორმის დაგრძელებულ ვერსიაზე აიგება. „ავტოქარი“ ახალ ავტომობილს“ევოუკ პლუსს“
უწოდებს. რაც შეეხება დასახელებულ პლატფორმას, რომლის ინდექსიცაა iQ[Al], ის
ალუმინის მოდულური სტრუქტურაა, რომელიც „იაგუარმა“ პირველად სედან XE-ზე
გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძრავების გამაში შევა უახლესი, სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიანი
ძრავები. ტოპ ვერსიები კი V6 ძრავებით აღიჭურვება.
ახალი
„რეინჯ როვერის“ წარმოების დაწყების სავარაუდო დრო 2016 წელია.
No comments:
Post a Comment