Raikkonen says Ferrari can sustain Mercedes
pressure
16 აპრილი
კიმი რაიკონენი იმდენად ოპტიმისტურად განაწყო ფ1-ის
მიმდინარე სეზონის განვლილმა სამმა ეტაპმა, რომ ის უკვე „ფერარის“ ხშირ გამარჯვებებს
უწინასწარმეტყველებს. ფინელი დარწმუნებულია, რომ „სკუდერია“ „მერსედესს“ კონკურენციას
რეგულარულად გაუწევს.
მალაიზიაში გამარჯვების შემდეგ, სებასტიან ფეტელმა
ჩინური რბოლის მეტი წილი, „მერსედესის“ პილოტების სიახლოვეს გაატარა, თუმცა
მათთვის ბრძლის გამართვა ვერ შეძლო. რაიკონენი კი მეოთხე ადგილს დასჯერდა. ბევრი
თვლის, რომ ბაჰრეინის რბოლაში „ფერარი“ ისევე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორიც
სეპანგზე იყო.
„ვერ ვხედავ მიზეზს, ასე რატომაც არ უნდა იყოს. ჩვენ დიდი პროგრესი გვაქვს და
წინსვლას ამ სეზონის განმავლობაშიც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, სხვებიც
გააუმჯობესებენ მანქანებს, რაც ნიშნავს, რომ ბევრი რამ, მათ მიერ შესრულებულ
სამუშაოზეც იქნება დამოკიდებული. მაგრამ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ
სწორი მიმართულებით ვვითარდებით. მოთმინებაა საჭირო, სანამ უკეთეს შედეგებს მივაღწევთ.
სასწაულები უცებ არ ხდება. სებასტიანმა აჩვენა, რომ ჩვენ მოგება შეგვიძლია. მაგრამ
ბევრი რამ ტრეკებზეცაა დამოკიდებული. ზოგი მათგანი ჩვენთვის შეიძლება
მოსახერხებელი იყოს, სხვა კი - ნაკლებად. და როცა მათ (მერსედესს) პრობლემა ექნებათ,
ჩვენ შანსი უნდა გამოვიყენოთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მათ უფრო ხშირად
დავამარცხებთ“, - ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი.
რაიკონენი ამბობს, რომ შანჰაიში დამარცხების
მიუხედავად, გუნდს ოპტიმიზმი არ მოჰკლებია, რადგან ყველას შეგნებული აქვს,
რეალურად ეს მაქსიმუმი იყო, რაც „ფერარის“ ამ ეტაპზე შეეძლო. მთავარი ისაა, რომ
პროგრესი აშკარაა. გუნდმა ეს სეზონი წინაზე გაცილებით უკეთ დაიწყო.
No comments:
Post a Comment