Motor racing-Hamilton cruises to Chinese Grand
Prix victory
12 აპრილი
ჰამილტონი პირველი პილოტია, ვინც ჩინეთის დიდი
პრიზი ზედიზედ მეორედ მოიგო, სულ კი ეს შანჰაიში მისი მეოთხე გამარჯვებაა. მართალია,
ბრიტანელმა ვერც თავისი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი ჩამოიტოვა შორს და ვერც
სებასტიან ფეტელი, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე რბოლას აბსოლუტურად აკონტროლებდა და
ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა.
რბოლის ფინიშთან, პელოტონს უსაფრთხოების მანქანა მიუძღვა,
რომელმაც სწორედ სტარტ-ფინიშის სწორზე გასვლამდე დატოვა ტრეკი და მრბოლებს ფინიშის
ხაზის სარბოლო რეჟიმში გადაკვეთის საშუალება მისცა. უსაფრთხოების მანქანა კი
ტრასაზე იმისთვის გამოვიდა, რომ რბოლის დასრულებამდე სამი წრით ადრე, სტარტ-ფინიშის
სწორეზე მაქს ფერსტაპენის „ტორო როსოს“ „რენოს“ ძრავი გაუფუჭდა და პელოტონი
დასაშოშმინებელი იყო.
ფერსტაპენის ინციდენტამდე, მაყურებელს საინტერესო
ბრძოლა შესთავაზეს ჯენსონ ბატონმა და პასტორ მალდონადომ, რომლებმაც ორი წრის
განმავლობაში ბორბალი-ბორბალში იბრძოლეს. თუმცა სამწუხაროდ, ეს პაექრობა შეჯახებით
დასრულდა. წინ მიმავალ ვენესუელელს ბრიტანელი შეეჯახა. ბატონმა მაშინვე გააგრძელა
რბოლა, მალდონადო კი დატრიალდა. მართალია, ტრასას ისიც დაუბრუნდა, მაგრამ მალევე
ბოქსში შევიდა და იქვე დარჩა. მათი ჯახით ფერნანდო ალონსომ ისარგებლა, ორივე უკან
ჩამოიტოვა და მე-13 ადგილზე გადაინაცვლა. ფერსტაპენის გაჩერების შემდეგ კი ერთი
საფეხურით წინ წაიწია.
საინტერესო ბრძოლა სხვაც ბევრი იყო, თუმცა არა
მოწინავეთა შორის. ლიდრებს შორის არც პოზიციური ბრძოლა გამართულა - ჰამილტონმა ლიდერობა
სტარტზევე იოლად შეინარჩუნა. სტარტზე თავი გამოიჩინა ჯერ ვალტერი ბოტასმა, ვინც
ფელიპე მასას გაასწრო და ფეტელსაც შეუტია, მაგრამ გერმანელმა თავისი მეორე პოზიცია
დაიცვა. შემდეგ კი „უილიამსის“ ორივე პილოტს კიმი რაიკონენმა უგანა. აქედან
მოყოლებული, ლიდერთა განლაგება მხოლოდ ორჯერ შეიცვალა და ისიც მხოლოდ მას შემდეგ,
რაც ჰამილტონი ბოქსში შედიოდა.
საშინელი სტარტი აიღო დანიელ რიკარდომ, ვისაც
სტარტზევე ლამის მთელმა პელოტონმა გაუარა. მაგრამ ავსტრალიელმა სავოლოოდ მაინც
შეძლო მე-9 ადგილის დაკავება და მასთან ერთად, ორი ქულის აღებაც. ის „რენოს“
ძრავით მოასპარეზე ერთადერთი პილოტია, ვინც ფინიშს მიაღწია. მის თანაგუნდელ დანილ
კვიატს და ფერსტაპენს ძრავები დაეწვათ, უმცროს კარლოს საინსს კი ტრანსმისია
დაუზიანდა.
ჩინეთის დიდი პრიზი
შანჰაი, დისტანცია 305.066 კმ (5.451 კმ, 56 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:39:42.008
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:00.714
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 00:02.988
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:03.835
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:08.544
6. ვალტერი ბოტასი (ფინთი, უილიამსი) 00:09.885
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:19.008
8. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 00:22.625
9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:32.117
10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
14. კარლოს საინს უმცროსი (ესპანთი, ტორო როსო) 1 წრე
15. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 2 წრე
16. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 2 წრე
17. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 4 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 7 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 41 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 47 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:42.208, 31-ე
წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 68 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი 55;
3. ნიკო როსბერგი 51; 4. ფელიპე მასა 30; 5. კიმი რაიკონენი 24; 6. ვალტერი ბოტასი
18; 7. ფელიპე ნასრი 14; 8. დანიელ რიკარდო 11; 9. რომენ გროჟანი 6; 10. ნიკო
ჰულკენბერგი 6; 11. მაქს ფერსტაპენი 6; 12. კარლოს საინს უმცროსი 6; 13. მარკუს
ერიქსონი 5; 14. დანილ კვიატი 2; 15. სერხიო პერესი 1
კონსტრუქტორთა თასი
1.
მერსედესი 119 ქულა; 2. ფერარი 79; 3. უილიემს-მერსედესი 48; 4. ზაუბერ-ფერარი 19;
5. რედ ბულ-რენო 13; 6. ტორო როსო-რენო 12; 7. ფორს ინდა-მერსედესი 7; 8. ლოტუს-მერსედსი
6; 9. მაკლარენ-ჰონდა 0; 10. მენორ-ფერარი 0
No comments:
Post a Comment