Motor
racing-Ferrari's Vettel storms to victory in Malaysia
29 მარტი
ამ სიტყვებით
გახსნა დაჯილდოების შემდგომი სახელდახელო პრესკონფერენცია ედი ჯორდანმა და
შესაძლოა, ამით ფ1-ის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისი გვამცნო.
დღეს ფორმულა
1-ის მსოფლიო ჩემპიონატში „ფერარის“, სებასტიან ფეტელის და მაურიციო არივაბენეს
დღეა! მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, მარანელოელებს გამარჯვების გემო გაახსენა, არივაბენეს
კი იგივე გემო პირველად გაასინჯა. რაც მთავარია, „სკუდერიას“ ფანობას იმის იმედი
ჩაუსახა, რომ წითლები ისევ დაიპყრობენ მწვერვალებს. და იქნებ, ამ გერმანელმაც მათ
ისეთივე დიდება მოუტანოს, როგორითაც მიხაელ შუმახერი ანებივრებდა.














