Luxurious Range Rover to be unveiled at the New York motor show
24 მარტი
რამდენიმე დღე და ნიუ იორკის მოტორ შოუზე, უგზოობის
მოდელ „რეინჯ როვერის“ ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართება. ეს ინფორმაცია „იაგუარ
ლენდ როვერმა“ სპეციალური ფოტო ტიზერის გამოქვეყნებით გაავრცელა. უგზოობის
ავტომობილის გარდა, იმავე გამოფენაზე ასევე ვიხილავთ ამავე კომპანიის შემდეგი
თაობის სედან „იაგუარXF-ს“, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად
წარსდგება.
ორ ახალ ავტომობილზე ბრიტანული კომპანია ჯერ
ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია, რომ „რეინჯ როვერის“ ახალი ვერსია,
„ლენდ როვერის“ ისტორიაში, ყველაზე მდიდრული ავტომობილი იქნება. რამდნდაც ტიზერი
ამის საშუალებას იძლევა, ახალი „რეინჯი“ ორ ფერში გაფორმებული ავტმობილი იქნება.
ცნობისათვის, ამჟამად ყველაზე მდიდრული „რეინჯ
როვერი“ არის მისი გრძელბაზიანი ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, რომელიც ბრიტანეთში 105
840 გირვანქა სტერლინგი ღირს. არსებობს ასევე ექსკლუზიური (არასერიული) ვერსია „ჰოლენდ&ჰოლენდ“,
რომელიც კიდევ უფრო ძვირი ღირს.
No comments:
Post a Comment