დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 28, 2015

ახალი „ფოკუს RS-ის“ ამერიკული დებიუტი ნიუ იორკში გაიმართება

US-Spec 2016 Ford Focus RS to Debut in New York with More than 315HP
28 მარტი
„ფორდ“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „ფოკუსის“ ტემპერამენტიან ვერსია RS-ს ამერიკელებს პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე უჩვენებს. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ახლახანს ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა და ადრინდელისგან განსხვავებით, სტრატეგია „ერთი ფორდის“ შესაბამისად, ის გლობალურ ბაზარზე გაიყიდება. ახალ „ფოკუს RS-ს“ ისევ გერმანიაში გამოუშვებენ.
მეორე პრემიერის მოახლოების მიუხედავად, ცისფერი ოვალი ჯერაც არ აქვეყნებს ახალი „ფოკუს RS-ის“ ძრავის მახასიათებლებს. ცნობილია, რომ ეს 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო აგრეგატი, ეკობუსტის ოჯახიდანაა და 315 ცხენის ძალაზე მეტს ავითარებს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკისა და კანადის ბაზრებზე ის მხოლოდ 2016 წლიდან გამოჩნდება, ეს გასაკვირი არცაა.
 მძლავრი ძრავის გარდა, ახალი „ფოკუს RS-ის“ აღჭურვილობაში ასევე შევიდა სრულ ამძრავიანი ტრანსმისია მომენტის დინამიკური განაწილების სისტემით და „ბრემბოს“ წარმოების მძლავრი მუხრუჭებით. სრულ ამძრავიანი სისტემა მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის და ასევე ბორბლებს შორის, საჭიროების შესაბამისად ანაწილებს. უფრო კონკრეტულად, უკანა ღერძს შეიძლება გადაცემათა კოლოფიდან გამოსული მომენტის მაქსიმუმ 70 პროცენტი შეიძლება გადაეცეს. ამ მოცულობიდან კი ერთ-ერთმა ბორბალმა შეიძლება ასივე პროცენტი მიიღოს.ამის წყალობით, გაუმჯობესებულია მართვა და მოსახვევში სტაბილურობა. ამასთან, ავტომობილს დრიფტის სპეციალური რეჟიმიც აქვს.
სპორტულ ყაიდაზეა მომართული საკიდარიც. კერძოდ, გაიზარდა ზამბარების სიხისტე და შესაბამისად, მათთან წყვილში უფრო მძლავრი ამორტიზატორებიც მუშაობს, რომლებსაც ორი რეჟიმი აქვს. საკიდარის სისტემაში შევიდა ეფექტური განივი მდგრადობის სტაბილიზატორები. საჭის სისტემას ელექტრო გამაძლიერებელი ემსახურება.
ახალი „ფოკუს RS-ი“ 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც „მიშლენის“ წარმოების სერია „პაილოტ სუპერ სპორტის“ 235/35R საბურავებითაა შემოსილი.

No comments:

Post a Comment