Ford’s
5-Millionth EcoBoost-Equipped Vehicle Is a 1.0L Focus
21 მარტი
„ფორდმა“ გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიების
დამკვდრების მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - სერია
ეკობუსტის ძრავით აღჭურვილი მე-5 მილიონე ავტომობილი გამოუშვა. ავტომობილი,
რომელსაც რიცხვი 5 000 000 კაპოტზე აწერია, არის ჰეჩბეკი „ფოკუსი“, რომელიც ქალაქ
უეინის (შტატი მიჩიგანი) ქარხანამ გამოუშვა. ის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა
აღჭურვილი, რომელიც ეკობუსტის ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. ამ ძრავით აღჭურვილი „ფოკუსი“,
ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 5.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
აღსანიშნავია,
რომ სამ წელზე ნაკლებია გასული მას შემდეგ, რაც „ფორდმა“ ეკობუსტით აღჭურვილი 500 000
ავტომობილის გამოშვება აღნიშნა. საერთოდ კი, ამ სერიის ძრავების წარმოება 2009 წელს
დაიწყო.პირველი ავტომობილი, რომელიც ამ სერიის ძრავით აღიჭურვა, იყო „ფორდ ტორას SHO“,
რომლის კაპოტქვეშაც 3.5-ლიტრიანი V6 განლაგდა. პირველ წელს, „ფორდმა“ ეკობუსტის
სერიის ძრავით აღჭურვილი 14 439 ავტომობილი გაჰყიდა.
ეკობუსტის
ბაზარზე ყოფნის პირველი სრული წელი 2010 იყო, რომლის განმავლობაშიც, ამ ტექნოლოგიით
აღჭურვილი 62 704 ავტომობილი გაიყიდა. 2013 წელს მორიგი მიღწევა დაფიქსირდა - ლუისვილის
ქარხანამ ეკობუსტის 2 მილიონი ძრავი გამოუშვა. ამჟამად „ფორდი“ თვეში დაახლოებით 200
000 ეკობუსტს უშვებს. ამ სერიის ძრავებით აღჭურვილ მოდელებს შორის კი ყველაზე მეტი
პოპულარობით, სედანი „ფიუჟნი“, უგზოობის „ისკეიპი“ და პიკაპი F-150 სარგებლობს.
2015 პირველი
სრული წელია, რომლის განმავლობაშიც „ფორდი“ ეკობუსტის ძრავებს თავისი სამგზავრო
ავტომობილების ამერიკული გამის ყველა მოდელზე იყენებს. ამ გამაში შედის: 1.0-ლიტრიანი
სამცილინდრიანი, 1.5, 1.6, 2.0 და 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავები, ასევე 2.7
და 3.5-ლიტრიანი V6 ძრავები.
No comments:
Post a Comment