Saturday, April 12, 2014
Friday, April 11, 2014
„მუსტანგის“ საიუბილეო ღონისძიებები 16 აპრილს იწყება
"50 Years of Mustang" Celebratory
Events Kickstart on April 16
11 აპრილი
ლეგენდარული „ფორდ მუსტანგი“ იუბილარია - ნახევარი
საუკუნე შეუსრულდა. ის არ ითვლება მასობრივ ავტომობილად, თუმცა ამ 50 წლის
განმავლობაში, „ფორდმა“ უკვე მისი 9 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაჰყიდა! პირველმა
„მუსტანგმა“ კონვეიერი 1964 წლის 17 აპრილს დატოვა და სწორედ ეს დღე ითვლება ამ
ავტომობილის დაბადების დღედ.
FIA-მ ამერიკულ გუნდს მწვანე შუქი აუნთო
FIA accepts Haas team entry, considers Forza
Rossa
11 აპრილი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA)
დააკმაყოფილა ამერიკულ გუნდ „ჰაასის“ თხოვნა, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში
ჩართვასთან დაკავშირებით. ამერიკულ გუნდს უფლება აქვს, მომავალი სეზონიდან დიდი
პრიზების ცირკის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. გარდა
ამისა, FIA მეორე გუნდის საკითხსაც განიხილავს.
„ფორდი“ და „ბეემვე“ შეიძლება ფ1-ში დაბრუნდნენ
BMW, Ford considering F1 return – reports
11 აპრილი
პადოკში გავრცელებული ხმების მიხედვით, ფორმულა ერთში
შესაძლოა „ფორდი“ და „ბეემვე“ დაბრუნდნენ. ბავარიულ კომპანიასთან დაკავშირებით
ჭორების გავრცელებას, ფ1-ის ფუნდის ყოფილი მფლობელის, ჯანკარლო მინარდის გამონათქვამმა
შეუწყო ხელი, რომლის თქმითაც, ძრავების ახალი რეგლამენტით, „მერსედესის“, „ფერარის“
და „რენოს“ გარდა, სხვა კომპანიებიც შეიძლება დააინტერესოს.
პერესი ფ1-ის დატოვებას აპირებდა
Sergio Perez says he nearly quit F1 after losing
McLaren drive
11 აპრილი
ბაჰრეინში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, სერხიო
პერესმა განაცხადა, რომ „მაკლარენში“ ადგილის დაკარგვის შემდეგ, ფორმულა ერთიდან წასვლასაც
კი აპირებდა. ახლა კი არ ნანობს, რომ ასე არ მოიქცა:
Thursday, April 10, 2014
„რედ ბული“ „რენოს“ ალტერნატივებს განიხილავს
Red Bull considering alternatives to Renault
10 აპრილი
სამი წარუმატებელი რბოლა საკმარისი გამოდგა
იმისათვის, რომ „რედ ბულმა“ ძრავების იმ მიმწოდებლის შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი,
რომელთან ერთადაც, მან და მისმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი ტიტული
მოიპოვეს. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული საჯინიბოს მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ
მარკომ ფრანგ პარტნიორს ულტიმატუმი წაუყენა: „თუ ორ-სამ თვეში საგრძნობი წინსვლა
არ გვექნება, მაშინ ჩვენ ალტერნატივაზე ზრუნვა მოგვიწევს“.
Wednesday, April 9, 2014
„ლენდ როვერმა“ გამჭვირვალე კაპოტი გამოიგონა
Land Rover Invents "Transparent" Hood
that's Great for Offroading
9 აპრილი
„ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ შექმნილი აქვს
სისტემა, რომელიც კაპოტის ქვეშ არსებული გზის დანახვის საშუალებას იძლევა და
ამგვარად, გამჭვირვალე კაპოტის შთაბეჭდილებას ქმნის. ამ ეტაპზე, ეს სისტემა ჯერ
მხოლოდ პროტოტიპის სახით არსებობს და ბრიტანული კომპანია მას ნიუ იორკის ავტო
შოუზე, კონცეპტუალურ „დისქავერი ვიჟნთან“ ერთად გვიჩვენებს. „ლენდ როვერი“ აცხადებს,
რომ ახალი სისტემა ავტომობილის მართვას გააადვილებს და უფრო უსაფრთხოს გახდის.
„ტოიოტა“ 6 მილიონზე მეტ ავტომობილს გაიხმობს
Toyota recalls more than 6 million vehicles
9 აპრილი
ახლახანს „ტოიოტამ“ ამერიკის მთავრობის
სასარგებლოდ, 1.2 მილიარდი დოლარის ჯარიმის სახით გადახდა იკისრა, რადგან აღიარა,
რომ მისი ავტომობილების უნებლიე აჩქარების ფაქტებთან დაკავშირებით, აშშ-ის
მთავრობა შეცდომაში შეჰყავდა. მაგრამ პრობლემები ამით არ ამოწურულა.
„სუზუკი სელერიო“ ევროპას ტაილანდიდან ეწვევა
Maruti to halt exports to Europe as Thai plant takes
over for European A-Segment demand
9 აპრილი
ინდური კომპანია „მარუტი“, რომელიც ინდურ ბაზარზე „სუზუკის“
პარტნიორია, მალე შეწყვეტს ევროპული ბაზრისთვის მოდელ „ალტოს“ (ინდთში ეს
ავტომობილი „A-სტარის“ სახელითაა ცნობილი) წარმოებას. ამ ავტომობილი ნაცვლად,
ევროპის ბაზარზე მალე უახლესი „სელერიო“ შევა, რომელსაც იაპონური კომპანია
ტაილანდში აწარმოებს.
Tuesday, April 8, 2014
„ფორდ ვინიალეს“ მეორე ავტომობილი - „S-მაქსი“
Ford Gives the Vignale Treatment to S-MAX
Concept, Arrives in 2015
8 აპრილი
მილანში გამართულ ავეჯის და ტანსაცმლის დიზაინის
გამოფენაზე, „ფორდმა“ თავის პრემიუმ ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ ვერსიით შესრულებული „S-მაქს
ვინიალე“ წარადგინა. ეს არის იმ სერიული ავტომობილის წინამორბედი, რომელსაც
ამერიკული კომპანია „ვინიალეს“ მარკით გამოუშვებს. „მონდეო ვინიალეს“ მსგავსად,
ბაზარზე „S-მაქს ვინიალეც“ მომავალ წელს გამოვა.
„აუდი“ პეკინში კონცეპტუალური Q4-ით წარსდგება
Audi Sketches Out Crossover Concept for Beijing,
May Preview the BMW X4 Rivaling Q4
8 აპრილი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ქროსოვერის ესკიზები
გამოაქვეყნა, ავტომობილის, რომლის პრემიერაც მალე პეკინის ავტო შოუზე გაიმართება. მათზე
გამოსახულ ავტომობილს კუპეს სტილის სილუეტი აქვს. გერმანული კომპანია მასზე სხვა
ინფორმაციას არ ავრცელებს, ადრე გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ლაპარაკია
მომავალ სერიულ ქროსოვერ Q4-ის კონცეპტუალურ ვერსიაზე.„მერსედეს-ბენცის“ ავტომობილების საშუალო ხარჯი შემცირებულია
Mercedes-Benz Fleet Fuel Consumption Drops in
2013
8 აპრილი
სულ ცოტა ხნის წინ, „მერსედეს-ბენცის“
ავტომობილები, გერმანულ პრემიუმ კომპანიების ტრიოში, ყველაზე ხარჯიანად იყო
მიჩნეული. მაგრამ სამქიმიანებმა ამ ნაკლის გამოსწორება დაისახეს მიზნად და
შესანიშნავ შედეგსაც მიაღწიეს. მათს სამოდელო გამაში შემავალი ავტომობილების
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, 134 გრამამდე შემცირდა.
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 6 გრამით არის შემცირებული.
Monday, April 7, 2014
„ფორდი“ გერმანიაში „ფიესტას“ მიწოდებას გაზრდის
Ford boosts Fiesta output in Germany on growing
demand
7 აპრილი
სუბკომპაქტურ „ფიესტაზე“ გაზრდილი მოთხოვნის
დააკმაყოფილებლად, „ფორდმა“ თავის კიოლნის (გერმანია) ქარხანაში ამ ავტომობილის
წარმოება გაზარდა. კომპანიის განცხადებით, წლის დასაწყისიდან, დღიური წარმოება 200
ერთეულით გაიზარდა, რის შემდეგაც, ქარხანა ყოველდღიურად 1850 ცალ „ფიესტას“
აწარმოებს.
„ჰიუნდაი“ სუბკომპაქტური ქროსოვერის გამოშვებას განიხილავს
Hyundai U.S. CEO: Sub-Tucson Crossover Being
Considered
7 აპრილი
მსოფლიო ბაზრის კვლევები ცხადყოფს, რომ ხშირად,
საშუალო ზომის სედანების მფლობელების შემდეგი ავტომობილიკომპაქტური ქროსოვერებია,
როგორიცაა „ჰიუნდაი ტუსანი“. მათს არჩევანს ასეთი ავტომობილების მრავალმხრივობა
განაპირობებს, რაშიც მოიაზრება როგორც ქროსოვერების უნივერსალურობა, ასევე მათი
ფართო სალონი და ნებისმიერ ამინდსა და შედარებითი უგზოობისას მართვის თვისებათა
შენარჩუნება.
მალდონადო ჩინეთის სტარტზე ხუთი ადგილით ჩაიჩოჩებს
Motor racing-Maldonado handed grid penalty for
Chinese GP
7 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ბაჰრეინის რბოლისას
მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ სტიუარდებმა პასტორ მალდონადო მიიჩნიეს.
შესაბამისად, მის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს. თუმცა, სასჯელი საკმაოდ მსუბუქია -
ჩინეთის დიდი პრიზის სტარტზე, ვენესუელელ მრბოლს მოპოვებული პოზიციიდან ხუთი
ადგილით უკან დახევა მოუწევს.
Subscribe to:
Posts (Atom)













.jpg)