Motor racing-Maldonado handed grid penalty for
Chinese GP
7 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ბაჰრეინის რბოლისას
მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ სტიუარდებმა პასტორ მალდონადო მიიჩნიეს.
შესაბამისად, მის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს. თუმცა, სასჯელი საკმაოდ მსუბუქია -
ჩინეთის დიდი პრიზის სტარტზე, ვენესუელელ მრბოლს მოპოვებული პოზიციიდან ხუთი
ადგილით უკან დახევა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ მალდონადო, როგორც იტყვიან
ტარანზე წავიდა და მექსიკელი ესტებან გუტიერესის „ზაუბერს“ გვერდში დაეჯახა.
შეჯახება ძლიერი არ იყო, მაგრამ მან მექსიკელის მანქანა ჰაერში ააგდო და
გადააყირავა. რომ არა მანქანის დამცავი რკალი, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად,
სეზონის წინ, ქრეშ ტესტებს გადის, გუტიერესი მძიმე ტრავმას ვერ გადაურჩებოდა. ისე
კი, კოკპიტი უვნბელმა, თავისით დატოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, პრობლემის
გამორიცხვის მიზნით, პერსონალმა გუტიერესი ადგილობრივ მედცენტრში მაინც გადაიყვანა.
„ეს რა იყო?“, - „ზაუბერის“ გუნდის რადიოში გაისმა გაოცებული
მექსიკელის რეპლიკა - ის ვერც მიხვდა, რა, ან ვინ დაეჯახა. ბუნებრივია, არც თავზეხელაღებული
ვენესუელელის სახიფათო მანევრი შეუნიშნავს. არადა, შეჯახებამდე „ლოტუსმა“ შიდა რადიუსით
შესვლა სცადა და სანახევროდ გაუტოლდა კიდეც „ზაუბერს“. რბოლის დროს, მალდონადო პიტლეინზე
ათწამიანი გაჩერებით დაისაჯა, თუმცა მოგვიანებით, სტიუარდებმა ეს არასაკმარისად
მიიჩნიეს.
ხუთადგილიანი სასტარტო ჯარიმის გარდა, „ლოტუსის“
პილოტს „პირად საქმეში“ სამი საჯარიმო ქულაც ჩაუწერეს. ცნობისთვის, შემდგომ 12 თვეში,
12 ასეთი ქულის დაგროვების შემთხვევაში, მას ერთი რბოლის გამოტოვება მოუწევს.
„შესაძლოა,
ესტებანმა გვიან დაამუხრუჭა. ის აშკარად აცდენილი იყო სწორ ტრაექტორიას. შეჯახების
მომენტში, მე მოსახვევში შესული ვიყავი და მანევრისთვის ადგილიც არ მქონდა. პიტსტოპიდან
ახალი გამოსული ვიყავი, გრილი საბურავებით. მას არ გაუმართლა და კარგია, რომ
არაფერი მოუვიდა“, - განაცხადა მალდონადომ.
No comments:
Post a Comment